სმენის ვექტორი – განვითარება

სმენის ვექტორიანის ნებისმიერი მოქმედება მიმართულია ყველაფრის არსის შეცნობისკენ. ცხოვრების აზრის შეცნობის მიზნით სმენის ვექტორიანი განიხილავს განსხვავებულ იდეებს, შეაფასებს თუ რამდენად შეუძლია ამ იდეებს მის კითხვებზე პასუხის გაცემა და მისი ცხოვრებისთვის აზრის მინიჭება. თვითონ სმენის ვექტორიანი გარემოცვაზე უშუალოდ არ ზემოქმედებს – ის მხოლოდ ბიძგს აძლევს, ხოლო შემდგომ განვითარება-რეალიზაციას ახორციელებს ჯგუფი, რომელიც აიტაცებს მის იდეებს. რაც უფრო განვითარებულია სმენის ვექტორიანი, მით უფრო დიდი მასშტაბის ჯგუფი იმსჭვალება იმ იდეით რომლის აზრსაც ის ჩაწვდა.

სმენის ვექტორიანის იდეის არსი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია ამ ვექტორის მდგომარეობა, ასევე ადამიანში სმენის ვექტორთან ერთად არსებული სხვა ვექტორების მდგომარეობა. იდეის ამ გამოვლინებაზე დამოკიდებულებით სმენის ვექტორიანი შეიძლება გახდეს კონსტრუქციული ან დესტრუქციული – ჯგუფის განვითარების ხელისშემწყობი ან ხელისშემშლელი. იდეები რომლებიც ჯდება მსოფლიოს მისეულ ხედვაში, აღანთებენ სმენის ვექტორიანს და უღვიძებენ შეცნობის სურვილებს. მას შეუძლია ეს მდგომარეობა გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც და გადასდოს მათ თავისი იდეები. იდეა შემდგომ განვითარებას პოულობს უკვე მის მიმდევრებში. იესო, ბუდა, მუჰამედი – ამის მკაფიო მაგალითებია. რელიგია და ფილოსოფია სწორედ სმენის ვექტორიანების მიერაა გამოგონილი.

შეიძლება დავასკვნათ, რომ სმენის ვექტორიანისთვის მთელი კაცობრიობა უცხოა: თანაგრძნობა, ჰუმანიზმი, სიყვარული, მეგობრობა, მატერიალური სარგებელი… ყველაფერი ეს აზრს კარგავს, თითქოს იცრიცება როდესაც სმენის ვექტორიანის გონებაში რაიმე ახალი იდეა იბადება. სიამოვნებით ააფეთქებდა მთელ დედამიწას თავისთან ერთად იდეის სახელით – მხოლოდ სმენის ვექტორიანს შეიძლება გაუჩნდეს ასეთი აზრები. სწორედ ამიტომ სმენის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ისწავლოს გარშემომყოფთა აღქმა, შეიგრძნოს ერთიანი კავშირი მთელ კაცობრიობასთან – ასეთი ხედვით ის შეძლებს გააცნობიეროს საკუთარი თავი სხვების მეშვეობით, შეიცნოს კაცობრიობაში გაერთიანებული ,,მე”. მხოლოდ ასე შეუძლია მიაღწიოს სამყაროსთან აბსოლუტური გაერთიანების მდგომარეობას – ასე შეასრულებს საკუთარ დანიშნულებას.