სმენის ვექტორი – გარეგნული იერი

სმენის ვექტორიანი ადამიანი ძალიან მცირე მნიშვნელობას ანიჭებს სხეულს, ხშირად ივიწყებს მას, იმიტომ რომ მთლიანად თავის შინაგან შეგრძნებებზეა კონცენტრირებული. ეს აისახება მის გარეგნულ იერზეც. სმენის ადამიანები ხშირად არიან განცალკევებულები, ჩაძირულები საკუთარ თავში: სახე ხშირად ემოციების გარეშეა (არ გამოხატავს ემოციებს), გაფანტული მზერა თითქოს შუშისააო, მიმართული სივრცისკენ (თითქოს არაფრისკენ). სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აქვს არაგამომსახველი მიმიკა (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი), რაც მის სახეს უსიცოცხლო ნიღბად აქცევს.

სმენის ვექტორიანს შეიძლება გამოუვლინდეს ასთენიური (ძალიან გამხდარი) აღნაგობა: გრძელი კიდურები, ვიწრო მკერდი, სიგამხდრე, უმეტესად ტანმაღალია. სმენის ვექტორიანს თვისობრივად ხშირად ავიწყდება სხეულებრივი მოთხოვნილებები (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ერთვის კუნთი, ანალი ან ორალი). მას შეუძლია დიდხანს არ ჭამოს, არაპრეტენზიულია კვების რაციონის მიმართ (თუ არ ერთვის ორალი). სმენის ადამიანისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა იყოს მთელი დღე მშიერი.

სმენის ვექტორს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ძილთან. აზროვნების მიშვებული პროცესი, მისთვის ხდება ძნელად შესაჩერებელი ან გადადის მუდმივობაში. ძილი აძლევს დასვენების საშუალებას სხეულს, მაგრამ სხეულებრივი მოთხოვნილებები ხშირად გადადის მეორე პლანზე სმენის ვექტორიანის შინაგანი მდგომარეობის გამო. მას შეიძლება დაავიწყდეს დაძინება ან დაემართოს უძილობა. მას ასევე შეუძლია იძინოს მთელი დღე-ღამე, თუკი შესაფერისი მდგომარეობა იქნება. მოუწესრიგებელი ძილი აქვს, რომელსაც ხანდახან ვერ აკონტროლებს ხელოვნურად დაწესებული რეჟიმით, რასაც მიყავს სხეულის გადაღლამდე. სმენის ვექტორიანი ხშირად დღეც კი მძინარეს წააგავს, მოშვებულია, შენელებულად აზროვნებს. სმენის ვექტორიან ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ, იმუშაონ და იფუნქციონირონ ღამით, როცა არაფერი ურღვევთ კონცენტრაციას.

ტანსაცმელი, აქსესუარები, გარეგნული კომფორტი, უმნიშვნელოა სმენისვექტორიანი ადამიანისთვის (თუ ვიზუალი არ ერთვის). ნამდვილ ცეცხლს მათში ანთებს იდეები. ასე ურთიერთობენ ისინი სამყაროსთან: ,,აზრს ვერ ვხედავ“, ,,რაშია აზრი“, ,,არის იდეა” – მისი ტიპიური გამოთქმებია.