სმენის ვექტორი – ინტელექტი

სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი, ემყარება მატერიალური სამყაროს გაგების (გაცნობიერების) შესაძლებლობას, ამ შესაძლებლობით ხედავს ცალკეული ერთეულების ნაკრების მთლიანობას,  მათი აბსტრაგირებით. უფორმირდება მთლიანობის შეგრძნება – ეს წარმოდგენაა სამყაროს იმ მთლიანობაზე, რომლისკენაც მოძრაობს კაცობრიობა. სმენის ვექტორიანი, სამყაროში ნებისმიერ გამოვლინებას აღიქვამს პოტენციური გაერთიანებული მდგომარეობის ფონზე.

ადამიანი სმენის ვექტორით საკუთარ ,,მეს” არ აიგივებს სხულთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტურ წარმოდგენასთან საკუთარ პიროვნებაზე, მაგალითად სულთან რელიგიური გაგებით. მისი შინაგანი სამყაროს მოცულობა არაფრითაა შეზღუდული და პოტენციურად, შეუძლია დაიტიოს აბსოლუტურად ყველაფერი. ,,ვინ ვარ მე?” – სმენის ვექტორიანის ძირითადი კითხვაა, რომელიც მიჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილამდე. ყველას არ შეუძლია ამის გაცნობიერება, მაგრამ იპოვოს პასუხი ასეთ კითხვებზე – სწორედ ესაა სმენის ვექტორის ძირითადი დავალება. სამყაროში თავისი ადგილის სიღრმისეული გაცნობიერება, თავისი დანიშნულების გაგება (სმენის ვექტორიანის), დამოკიდებულია აზრების მსვლელობის სიღრმეზე, ინტელექტის მუშაობასა და ცხოვრებისეულ სცენარზე.

თავის კითხვებზე პასუხების მიღების სურვილი სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აიძულებს გადაარჩიოს მრავალი განსხვავებული იდეა და მსოფლმხედველობრივი კონცეფცია. ყოველ ახალ იდეას სმენის ვექტორიანი ადამიანი ტესტავს თავისი შინაგანი აბსტრაქტული მსოფლმხედველობის მოდელთან შედარებით – ანუ რამდენად შეესაბამება ეს იდეა მის კონცეფციას, რამდენად შეუძლია (იდეას) განმარტოს მოვლენის არსი და რამდენად შეუძლია მას (იდეას) ცნობიერების საზღვრების გაფართოება. თუკი იდეას შეუძლია შეავსოს მისი შინაგანი კონცეფცია, მაშინ მას (იდეას) იმატებს და შესაბამისობაში მოყავს თავის კონცეფციასთან. თუ გამოკვლეული იდეა რამდენადმე ზუსტი და აღმატებულია (მის იდეაზე), ის მთლიანად ანაცვლებს თავის იდას მისით (ახალი იდეით), ხოლო თუ ახალი იდეა სუსტია – განაგდებს. სმენის ვექტორიანის ინტელექტის განვითარება განპირობებულია მისი იდეების სიფართოვით – რამდენად ღრმად შეუძლია მას განმარტოს სამყაროს არსი და მოწყობის მექანიზმი.  უმაღლესი განვითარებისას ეს იდეა მსოფლმხედველობის საზღვრებში ფართოვდება უსასრულობამდე, რაც ვლინდება აბსოლუტურად სრულყოფილ და დასრულებულ იდეად.

აზრის გაცნობიერებით, სმენის ვექტორიანი ,,იძენს საკუთარ მეს“, რომლის არსიცაა, თავის თავში უსასრულობის გამოვლენა. ის თავს ანებებს საკუთარი თავის ასოცირებას თავის ეგოისტურ არსებობასთან, და ამის მაგივრად შეიგრძნობს ერთიან და განუყოფელ ,,მეს”, საკუთარ თავში სრულყოფილი მსოფლმხედველობის გახსნით. საკუთარი როლის მთლიანობაში გაცნობიერება, გააზრება და განხორციელება, გადაარჩენს სმენის ვექტორიანს სუბიექტივიზმის გამოვლენისგან.

სანამ სმენის ვექტორიანი არ იპოვის პასუხებს თავის ყველა კითხვაზე, მანამდე ის მთლიანად ცოდნაზეა დამოკიდებული – ეძებს თავისი არსებობის უფრო ღრმა აზრს. თუკი სმენის ვეტორში საკუთარი დანიშნულება არაა გაცნობიერებული და ვერ ამოძრავებს აზრებს სწორი მიმართულებით, მაშინ შედეგი მისი ინტელექტისთვის, როგორც წესი, სავალალოა. ეს არის უარყოფა ან დაკარგვა საკუთარი ,,მე”-სი პირადულობის დესტრუქციული შეცვლით: დეპრესიით, თვითმკვლელობის მცდელობით, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში შიზოფრენიით.

ბუნებრივი ეგოცენტრიზმი ხელს უშლის მას ეძებოს კითხვებზე პასუხები, ჩაუღრმავდეს საკუთარ აზრებს. სმენის ვექტორიანი იმყოფება მუდმივ პარადოქსში: მისი ფსიქიკური ,,სხეული” უსასრულოა, ასე რომ მის ფსიქიკას არ აქვს ჩარჩოები და საზღვრები, ხოლო მისი მსოფლშეგრძნება პირიქით, ესწრაფვის კონცენტრირდეს საკუთარ თავზე, მოიკვეთოს (განაგდოს) გარე სამყარო მთლიანად. თუ სმენის ვექტორიანი მივიდა იდეამდე, მაშინ შეუძლია მოახდინოს საკუთარი მსოფლმხედველობის ტრანსფორმაცია და გამოიტანოს შიგნიდან გარეთ, მაშინ ის მიიღებს ვექტორის სრულფასოვნ ავსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ეცდება უკმარისობის შევსებას განსხვავებული იდეებისა და კონცეფციების (რომლებსაც აქვთ რაღაც მსგავსება შინაგან სტუქტურასა და იერარქიაში) კომპლექტის მითვისებით. ბალანსის მოსინჯვითა და მათ შორის (სხვადასხვა იდეების) თანსწორობის დაწყობით, სმენის ვექტორიანი აღწევს სტაბილურ, არცთუ ბოლომდე ავსებულ (დაკმაყოფილებულ), მდგომარეობას და საკუთარ თავთან კომპრომისით მიდის, მიიღოს ეს იდეათა ნაკრები როგორც მსოფლმხედველობის მოდელი.

არის შემთხვევები, როცა სმენის ვექტორიანი შეგნებულად ცდილობს იმ ზეწოლის მოხსნას, რომელიც გამოწვეულია დასმული კითხვების ამოხსნის მოთხოვნილებით. ამიტომ განადიდებს რაიმე იდეას, ან ცვლის ჭეშმარიტებას საკუთარი ,,მეს” ძებნით. მის მიერ განდიდებული იდეა კი ხდება მისი იდეაფიქსი და სრულიად დომინირებს ყველა დანარჩენ იდეაზე (შეიძლება ეს გადაიზარდოს ფანატიზმში). ასეთ მდგომარეობას, როცა შერწყმულია აზრის აბსოლუტური მოუქნელობა და ახლის მიუღებლობა, ეწოდება ფაშიზმი. ეს ვლინდება შინაგანი ზეწოლისგან განთავისუფლების მცდელობით, რაც გამოწვეულია ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხების არარსებობით.

თვითშეგნებისგან დაცლისას სმენის ვექტორში ვლინდება რწმენა ბედისწერაზე. ადამიანი შეგნებულად იკავებს პასიურ პოზიციას – ,,როგორც უნდა იყოს, მაინც ისე იქნება“.