სმენის ვექტორი – მოძრაობა

მოძრაობის თვისებები არის ვექტორის თვისებები, რომლებიც პასუხისმგებელია მისი მოქმედების და რეალიზაციის სფეროს არჩევაზე, მისი ადგილის განსაზღვრაზე გარემოში (ადამიანის შესაძლებლობა გამოირჩეოდეს ჯგუფში თავისი მოქმედებით სხვებთან მიმართებაში). მოძრაობა ზემო ვექტორებში (სმენა; ვიზუალი; ორალი; ყნოსვა) – ესაა მისი მონაწილეობის დონე კაცობრიობის მდგომარეობის ცვლილებაში.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ სულიერი და ფილოსოფიური კითხვები, მაგრამ ეს ასე არ არის. სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტის მიერ ხდება ნებისმიერი სასიცოცხლო სფეროს გამოყენება, რომელშიც დაინახა ,,თავისი ცხოვრების აზრი”, ასეთი შეიძლება იყოს: მუსიკა, მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა, არქიტექტურა, ეკონომიკა…

სმენის ვექტორიანი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯგუფის განვითარებაში. სწორედ ის ფლობს აბსტრაქტულ ინტელექტს, რომლის წყალობითაც შეუძლია შექმნას რაიმე პრინციპულად ახალი, რეალობაში ანალოგის არმქონე (რევოლუციური სიახლე თავისი მოღვაწეობის დაგში). სმენის ვექტორიანის მუშაობის მასალაა აზრები, მაგრამ არა უშუალოდ მატერია, ამიტომ მას შეუძლია შეუსაბამოს თავის გონებაში ერთმანეთს  ნებისმიერი ისეთი მოვლენები, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან სრულიად არაა კავშირში.

კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის ცვლილება და ყველაფერი რაც ამასთანაა კავშირში – ესაა სმენის ვექტორის მოქმედების შედეგი. რევოლუციები, რელიგიური ომები, იდეოლოგიები – ასევე სმენის ვექტორის საქმიანობის შედეგია. ასე, მაგალითად, ერთმა სმენის ვექტორიანმა გამოიგონა დენთი, მეორემ განავითარა მისი იდეა და გამოიგონა ცეცხლსასროლი იარაღი, შედეგად ომები გახდა უფრო ეფექტური, ხოლო ამით გამოწვეული ცვლილებები გარემოში კი მასშტაბური. ქიმიის შესწავლამ სხვა სმენის ვექტორიანს (მენდელეევს), საშუალება მისცა ცალკე გაბნეული ინფორმაცია ქიმიური ელემენტების შესახებ გაეერთიანებინა ერთ ,,პერიოდულობის სისტემაში”, შედეგად ქიმია გახდა უფრო დახვეწილი. როგორც წესი სმენის ვექტორიანის განვითარების დონე არსობრივად წინ უსწრებს გარემომცველ სამყაროს, მის გონებაში უკვე არსებობს იმ იდეის ხედვა, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ცოტა უფრო გვიან. დროის ცნება, როგორც ასეთი, არ ვლინდება მისი აზროვნების კატეგორიაში, ყველაფერ არსებულს ის აღიქვამს როგორც ერთდროულ მდგომარეობას – მარადიულობას.