სმენის ვექტორი – სახეობრივი როლი

სმენის ვექტორი ასრულებს რთულ ფუნქციას – გააცნობიეროს ბუნების კანონები, რომლებიც არსებობს სამყაროში და დაეხმაროს კაცობრიობას სისტემურ ევოლუციაში. ნაბიჯ-ნაბიჯ იმოძრაოს გაცნობიერებული მიზნისკენ, ადამიანები ხდებიან უფრო განვითარებულები საკუთარი თავის გაცნობიერების შემდეგ, ამიტომაა სისტემა უნიკალური. სმენის ვექტორის პირველყოფილი როლი – ესაა ,,ჯოგის ღამის გუშაგი“. ფუნქციონალი ნათელია: არ დაიძინოს ღამით, მოუსმინოს, მოახდინოს განსხვავებული ხმების იდენტიფიკაცია და გააფრთხილოს ჯოგი საფრთხის შემთხვევაში. ჯოგი თავს გრძნობს ერთიან სხეულად, რომელიც დგას სამყაროს პირისპირ. სმენის ვექტორს შეუძლია გარეგანი ვიბრაციების მოსმენით, ბგერების რხევათა ცვალებადობით გაიგოს სიტუაცია გარშემო, გამოიტანოს დასკვნები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

შემდეგი ეტაპი, კავშირშია პიროვნულობის შეცნობასთან, შეიცნოს თავისი პირადი ,,მე” – შინაგანი იმპულსების დახმარებით მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია. მთელ მიმდინარე ეპოქებში ხდებოდა სმენის ვექტორის იდეების განვითარება: იმის გაგების სურვილიდან, რა არის ადამიანი სხეულებრივი გარსის გარდა – იმის გაგების სურვილამდე, თუ როგორ წარმოიქმნა ჩვენი სამყარო და რაშია მისი არსი. ამ ეპოქებში წარმოიშვა და აყვავდა რელიგიური და ფილოსოფიური სწავლებები, განვითარდა ფიზიკა, მათემატიკა, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები, რომლებიც არის შეცნობასთან მიახლოების მცდელობები. სმენის ვექტორიანები იყვნენ გურუები, მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, ანდა სამყაროს ერთიან ვიბრაციებთან შერწყმის სურვილით ქმნიდნენ მუსიკალურ, სამხატვრო, პოეტურ ნაწარმოებებს.

თანამედროვე ეპოქაში (კან-ყნოსვითი მმართველობის სისტემის დასასრულს) სმენის ვექტორის კვლევის საგანია ადამიანის ფსიქიკის სიღრმეები. ცოდნა და შეცნობა ბუნების კანონებისა თანდათან ლაგდება სამყაროს მრავალსაფეხურიან სისტემაში, მოაახლოვოს ქმნილების არსის გაგება.