სმენის ვექტორი – ურთიერთობა

სმენის ვექტორი – აბსულუტურად ეგოცენტრულია, მას მთელი ყურადრება თავის შინაგან სამყაროზე აქვს გამახვილებული. სხვა ადამიანები, მათი პირადი ხასიათები, მათი მიწიერი აზრები, სმენის ვექტორიანს საერთოდ არ აინტერესებს. სმენის ვექტორიან ადამიანს აინტერესებს მხოლოდ იდეები, ხოლო ხალხი აინტერესებს იმდენად რამდენადაც მას დაეხმარებიან ამ იდეების განხორციელებაში. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, დგას კოლექტივისგან (ჯგუფისგან) განცალკევებით, ის არ ეწევა თვითპოპულარიზაციას, ჯგუფთან ურთიერთობის სურვილი მას მაინცდამაინც არ აქვს. ამ მდგომარეობიდან მისთვის გამონაკლისია ისეთი სმენის ვექტორიანების ჯგუფი, რომლებიც ატარებენ მისთვის საინტერესო იდეებს ან შეკავშირებულნი არიან მასთან საერთო იდეით. ასეთი ინდივიდი დიდ ხმაურიან საზოგადოებაში გამოიყურება უცნაურად, ჩაკეტილად და უინტერესოდ (თუ არ ერთვის ორალი), თითქოს ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი. სინამდვილეში მას უბრალოდ არ აინტერესებს საზოგადოებასთან ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ცალკეული ემოციებისა და შეგრძნებების გაცვლა-გაზიარებას. თუ სმენის ვექტორიანი ასეთ სიტუაციაში რაიმეზე ლაპარაკობს, მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე, მის არსზე, საუბრობს თავდაჯერებულად გულწრფელად, და ყოველგვარი ემოციების გარეშე (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი).

სმენის ვექტორიანი ადამიანი ურთიერთობის დროს სხვა ადამიანს არ აღიქვამს როგორც მხოლოდ სხეულს, რომელსაც რაღაც თვისებები აქვს. მისთვის სულერთია როგორ გამოიყურება ადამიანი, როგორია მისი სტატუსი, გარეგნობა და სქესიც კი არ აინტერესებს. სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ თანამოსაუბრის შინაგანი არსი – ის იდეები და მსოფლმხედველობა, რომლითაც თანამოსაუბრე ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. სხვა ადამიანის პასუხისმგებლიანობას ის ასეთივე კრიტერიუმით შეაფასებს: რამდენად ემთხვევა თანამოსაუბრის იდეები მის პირად იდეებს. ყოველ იდეას ადარებს საკუთარ იდეასთან, განიხილავს თუ რამდენად მრავლისმომცველია ეს იდეა, სხვა დანარჩენი კი მისთვის არაფრის მიმცემია, სწორედ ამითია გამოწვეული სმენის ვექტორიანის ეგოცენტრიზმი და სხვებისთვის ზემოდან ყურება – ადამიანს ის ვერ შეიგრძნობს, სამაგიეროდ გრძნობს მისი იდეების სიპატარავეს და არასრულყოფილებას. ზოგიერთ შემთხვევაში მისი ეს დამოკიდებულება შეიძლება გადმოიფრქვეს როგორც ჯგუფის ან მთელი კაცობრიობის სიძულვილი.

შესაძლებლობა აღიქვას ადამიანები როგორც იდეების მატარებელი არსებები, შესაძლებლობა მოაგროვოს და გადაარჩიოს ახალი იდეები სამყაროს ერთიანი სურათიდან, სამყაროს მისეულ აღქმაში ვლინდება ასევე ,,პოლიგამიად“. სმენის ვექტორის ფუძეა – გაერთიანება, ზოგჯერ ინტელექტი რომელიც უნდა მუშაობდეს გაერთიანებისთვის, ცუდ მდგომარეობაში, სექსუალური პარტნიორის ამორჩევისას ყურადრებას არ აქცევს მის პიროვნულ განსაკუთრებულობას და პარტნიორებს ირჩევს ინდივიდუალური ღირსებების და რაოდენობის განურჩევლად. სექსუალური ურთიერთობები როგორც მხოლოდ აუცილებელი სხეულებრივი მოთხოვნილებები არ მიეკუთვნება სმენის ვექტორიანის ინტერესებს, მაგრამ შეიძლება იყოს ჩართული მისი მსოფლმხედველობის ერთიან სურათში.  პ.ს. ზოგიერთ მდგომარეობაში კი პირიქით სმენის ვექტორიანი მიდის საკუთარი პარტნიორის გაიდეალება-გაღმერთებამდე.