სმენური ფსიქოტიპი: შემოქმედსა და წითელ ღილაკს შორის.

 

ისინი ხშირად ლაპარაკობენ ცხოვრების უაზრობაზე, სიცარიელეზე, სასოწარკვეთაზე, სევდაზე, “ეგზისტენციალურ კრიზისზე”, შინაგან წყვდიადზე. ღმერთი მოკვდა, არაფერია ჭეშმარიტი, ყოფნა – აბსურდია. მათი უტყვი, პასუხგაუცემელი კითხვები მთელ არსებას მსჭვალავს. ბევრია ასეთი, 15 წლისები რომ თითქოს უკვე მოხუცდნენ და აღარაფერი აინტერესებთ. მძიმე დეპრესიაში არიან, გაურბიან საკუთარ თავს, შვებას ალკოჰოლში, ნარკოტიკებში, მძიმე მუსიკაში პოულობენ. ეს ცარიელი სიტყვები არაა. წინა თაობებში ასეთი მდგომარეობები უფრო ნაკლები იყო. ისინი არც ჩვეულებრივი ბავშვები არიან და არც ჩვეულებრივი მოზრდილები. გარკვეული გაგებით განსაკუთრებულები. სმენის ვექტორიანები – დაზიანებული სმენით. ასეთი დიდები და ბავშვები იტანჯებიან, მაშინაც კი როცა არც მატერიალური სიკეთე აკლიათ და არც ახლობლების სიყვარული. რატომ?

რა საფრთხეებს შეიცავს აუვსებელი სმენა? და რას ნიშნავს საკუთარი აუვსებელი ვექტორი თითოეული სმენისთვის? რა ემართებათ როცა ასეთი დიდი ტკივილით ცხოვრობენ თითქმის უმიზეზოდ? რას ნიშნავს “სმენის ტკივილი”? რა არის ეგოცენტრიზმის არსი? რატომ მოიხმარენ ამდენ ნარკოტიკს და ანტიდეპრესანტს? რატომ იკლავს თავს ამდენი ადამიანი? რატომ გახშირდა მკვლელობები? ბოლოს და ბოლოს რისი ბრალია მსოფლიო კრიზისი ყველა დონეზე? რა აკავშირებს ამ ყოველივეს? და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები მომავალი თაობებისათვის? რა ვუყოთ საკუთარ თავში ჩაკეტილი სმენის ტოტალურ სიცარიელესა და მარტოობას?

გაითვალისწინეთ, რომ სმენების უმეტესობა (განსაკუთრებით ვიზუალის გარეშე), არასოდეს მოყვება საკუთარ მდგომარეობებზე. ისინი საერთოდ იშვიათად არ ელაპარაკებიან ადამიანებს.

“მოზარდობაში გამუდმებით აბებს ვყლაპავდი, საერთოდ არ ვაკეთებდი სხვა ადამიანების დიფერენციაციას, ვერც ვაცნობიერებდი მათ, ეს რაღაც ილუზია იყო. თითქმის არ მესმოდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი, ყველაფერი იმღვრეოდა და ირეოდა, იყო ის დროც როცა საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ არც სახლიდან გავიდოდი და არც არავის დაველაპარაკებოდი. ასეთ პირობას რომ დებ გეჩვენება რომ ასე იწმინდები, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა – ამ დროს ტანჯვა იწყება და ვენებს იჭრი რომ ამას თავი დააღწიო. ფიზიკურ დონეზე მესმოდა, რომ უნდა გარეთ გავსულიყავი, რაღაცა მეკეთებინა, ადამიანებს შევხვედროდი, მაგრამ უფრო ზედა დონეზე ამის გაცნობიერებას ვერ ვახერხებდი. ახლა უძლურებისა და ბრაზისგან ავტირდები, მაშინ ვინმეს რომ მოეყოლა ამაზე, ან თუნდაც წამეკითხა გახსენებაც კი ძალიან მიჭირს როგორი რთული იყო არსებობა და ფართხალი.”

 

“ნეტავი ვინმეს ეთქვა სმენაზე, ეთქვა ან ეჩვენებინა“.

 

ეს ტკივილისა და იმედგაცრუების სინათლის წლების ნანობაიტებია, რომლებიც შენს თავში თავსდება. იცით რას ვგრძნობდი როცა სმენაზე მესმოდა? ყოველ სიტყვას ვუღრმადებოდი და ვკანკალებდი, ტკივილიც ნელ-ნელა მტოვებდა. როცა ყველაფერი გავაცნობიერე ტირილი მომინდა. მთელი ცხოვრება იცი, რომ ვერც ერთი სულიერი შენ ვერ გაგიგებს, მხოლოდ ბრაზსა და უძლურებას გრძნობ მთელი ცხოვრება. გინდა ყველაფერს თავი დააღწიო იქ ცუდად ხარ, ფიქრობ ყველაფერს როგორ მოერიო და თითქოს თავსაც აღწევ ამ უბედურებას მაგრამ მერე ყველაფერი ხელახლა ბრუნდება უკან.

მერე კი ისევ ის ,,სულელი“ სმენები… ზოგი უბრალდო სახლში იკეტება, ზოგი ადამიანებს ხოცავს, სადგურზე აფეთქებებს აწყობს, ზოგი ფანჯრიდან ხტება… შეუძლბელია ამის მოსმენა! ყველაფერი მეწვის.”

ყველა შევხვედრილვართ ასეთ ადამიანებს, ვიღაცეებმა შესაძლოა თავისი თავიც იცნეს. ”მე სმენა ვარ”. აუცილებელია გვესმოდეს რა არის ეს. ვინ არის სმენა? რა მეტაფიზიკურ არსებას დაერქვა ეს სახელი? რა აისბერგი იმალება ამ სიტყვების მიღმა “მე სმენა ვარ”? რას ნიშნავს სმენის ვექტორის ქონა? რას წარმოადგენს სმენური სურვილები? რატომაა, რომ პოტენციური გენიოსები ფაქტიური დეგენერატები არიან?

ჩემს თავთან ყოველთვის ამპარტავანი ვარ – ბავშვობიდან მგონია, რომ “მე ყველაზე მაღლა ვგადავრ”. უბრალოდ ვიცი რომ მე სხვა ვარ, ამ სამყაროსთვის არ დავბადებულვარ. სმენა რვა ვექტორიანი პირამიდის წვეროა, ყველაზე დიდი სურვილებით – სწორედ ეს აქცევს დომინანატ ვექტორად. სმენა პირამიდის წვეროა და მასვე ევალება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – პირველმიზეზის გამორკვევა, სამყაროს, არსებობის მთავარი კანონის, საკუთარი თავის შეცნობა. ყველა ვექტორიდან მხოლოდ სმენას აქვს კითხვები “რაშია ცხოვრების აზრი? რა ხდება მერე? რისთვის ვცხოვრობ? ღმერთი არსებობს? ვინაა ის?”. სმენას ყელაზე ძლიერი სურვილი აქვს რაღაცას მიაღწიოს, აბსტრაქტული ინტელექტი და არარეალიზებულობის შემთხვევაში ყველაზე მეტი უკმარისობა და ტანჯვა. ცარიელი თაობა. საკუთარი თავის შეცნობასა და წითელ ღილაკს, გენიალობასა და შეშლილობას შორის.

სხვა ვექტორების შეგრძნებებში არსებობს “მე” (სხეულში) და “სამყარო ჩემს გარეთ” (ჩემს სხეულს გარეთ). ამავე დროს 7 ვექტორისთვის  ეს “სამყარო ჩემს გარეთ”, ესაა ფიზიკური გარე სამყარო. სმენებს ორივე სამყარო შიგნით აქვთ – ცნობიერი და ფარული არაცნობიერი. გარე სამყარო სმენაში ილუზორული, შეუცნობელია. სმენა ერთადერთია რომელიც თავის მეს თავის ფიზიკურ სხულს არ უკავშირებს.

სმენის ბუნებრივი ამოცანაა ქვეცნობიერს ცნობიერის საშუალებით მეტი ადგილი დაათმობინოს, უფრო მეტად ახადოს იდუმალების ფარდა. ამ ყველაფერს ვერბალური ახსნა მისცეს. გაიგოს თავისი არსებობის აზრი. ყველა წინადადებას “მე”-თი იწყებენ, ეს აჩვენებს რამდენად კონცენტრირებულნი არიან საკუთარ თავზე.

სხვა სიტყვებით რომ ვქვათ ჩვენს ფსიქიკურზე დაკვირვება ჩვენს არსის წვდომის საშუალებას გვაძლევს. როცა სმენა კონცენტრირებულია გარე ხმებზე, მის შიგნით კომპლიმენტარული აზრის განვითარების პროცესი მიდის, რომელიც მერე სერიოზულ იდეებად ყალიბდება. გარე სამყაროზე დაკვირვება აზროვნების განვითარებას იწვევდა და ფილოსოფოსებს ბადებდა. ჩანაფიქრი სმენის მიერ თავისი ეროგენული ზონით არაფიზიკური მდგომარეობების მიღწევაა.

სწორედ მაღალტემპერამენიან განვითარებულ სმენებზე ამბობენ – გენიოსი. გენიალური პოეტი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, იდეური რევოლუციონები, მწერალი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, სულიერი ლიდერი, ქირურგი. სმენა რომელიც თავის ფიქრებს სწორი მიმართულებითა ავითარებს წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევს. სმენები ახლაც ცდილობენ გარე სამყაროზე დაკვირვებით შინაგანად აზრები ჩამოიყალიბონ. ცდილობენ თავიანთი არსებობის მიზეზებს ჩასწვდნენ – წიგნებში, ფილოსოფიებში, რელიგიებში, თეოლოგიაში, ფიზიკაში, სექტებში, სოციალური აღზრდის იდეებში, ფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიაში, ეზოთერულ სწავლებებში, პროგრამირებაშიც კი. მიმართავენ იმას, რაც ადრე, წინა თაობებში მუშაობდა, მაგრამ დღეს უკვე ძველი ეფექტი აღარ აქვს. ბოლომდე აღარ აკმაყოფილებთ. ადრე მათ თავისუფლად შეეძლოთ ავსება თუნდაც მხოლოდ მუსიკით და პოეზიით, დღეს ეს უკვე საკმარისი აღარ არის. მიღწევების სურვილი გაიზარდა უზარმაზარი გახდა. დღეს ყველა სმენა ბავშვი პოტენციური გენიოსია. მაგრამ საკუთარ თავში გარკვევის ზემოთ ჩამოთვლილი იარაღები უკვე მოძველდა და დღენადელი სმენების ავსებას ვეღარ ახერხებს. სულიერი შიმშილი რჩება და მცდელობების მიუხედავად ძლიერდება.

რატომაა დღეს სმენობა ამხელა პრობლემა? იმიტომ რომ სმენის სურვილები გამრავლებულია ეგოცენტრიზმით და ვერ ავსებული აზრით. რადგანაც სმენა კონცენრირდება საკუთარ თავზე გარე სამყაროს გარეშე, პირდაპირ და ეგოცენტრიზმში იკეტებიან. სმენა დაბადებიდან ეგოცენტრულია, ის ინტროვერტია, მისი სამყარო შიგითაა, ჭკვიანია, მძლავრი აბსტრაქტული ინტელექტი აქვს. ეგოცენტრული სმენისთვის არანორმალურად ძნელი ასაღიარებელია, რომ ვიღაცა მასზე ჭკვიანია. ეს აღქმის აბერაციაა. სწორედ მათი ეგოცენტრიზმია ის დაბრკოლება რომელიც უნდა გადალახონ, თუ არადა ესაა გზა არსაით, განვითარების ნაცვლად არქეტიპში წასვლა.

სმენა ეგოცენტრიზმში ვერ კონცენტრირდება გარე სამყაროზე, ამის ნაცვლად ის მხოლოდ საკუთარ თავში იკეტება. ამ დროს არ იბადება აზრები, ან იბადება ცრუ აზრები, ხშირდ შიზოიდური – ღმერთის რჩეულობის, სექტანტური დაჯგუფების ან სხვების განადგურების – ფაშიზმი. სმენა თავისი გენიალობის ცრუ განცდით ცხოვრობს. ეს უზარმაზარ უვსებელ სიცარიელეს უქმნის. ეს კი ნელ ნელა დეპრესიაში გადადის. თუ ეგონეტრული სმენა საკუთარ თავში ჩაიკეტა, მას ,,უღიარებელი გენიოსობის“ შეგრძნება უჩნდება, ეს კი ხელს უშლის ახალი იდეის დაბადებაში და მის აუვსებელ სურვილებს უფრო ამძაფრებს. ხოლო რაც უფრო იზრდება მისი ეგოცენტრიზმი და საკუთარი გენიალობის შეგრძნება, მით უფრო შორდება გარე სამყაროს – ეს მისთვის უაზრო და ილუზორული ხდება და კავშირებიც სუსტდება, სხეული ფასეულობას აღარ წარმოადგენს. ამ დროს კი პოტენციური გენიოსი სმენები მორალურ დეგენერატებად გადაიქცევიან.

ალბათ ყველას გვყავს გარშემო ასეთი ეგოცენტრული სმენები, თუნდაც მსუბუქად გამოხატული. ეს ადამიანები თავს უზომოდ მნიშნელოვნებად თვლიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცაზე ორი წიგნით მეტი წაიკითხეს და უშეცდომოდ ასხვავებენ ერთმანეთისგან მუსიკალურ ჟანრებს. თუმცა არანაირი სულიერი მიღწევები არ გააჩნიათ და არც გენიალური მეცნიერები არიან. ვერ ხვდებიან, რომ მცდარი საზომით ზომავენ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავიანთი მცდარი შეგრძნებების ჭკუაზე დადიან. ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ მათ უზომოდ დიდი საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება აქვთ.

ეგოცენტრული სმენისთვის გარე სამყარო სრული ილუზიაა – ის არ ასებობს. არსებობს მხოლოდ “მე” და “ღმერთი”, მეტი არაფერი. სწორედ ეგოცენტრიზმის გამო სმენას ჰგონია, რომ ყველაფერი რაც სამყაროში ხდება მას უკავშირდება, ყველგან რაღაც ნიშნებს ხედავს. ასევე მხოლოდ სმენა შეიძლება იყოს მებრძოლი ათეისტები.

თუ სმენა საკუთარ ეგოცენტრიზმში ჩაიკეტება, გარე სამყარო სულ უფრო ილუზორული გახდება და ეს მორალურ-ზნეობრივ დეგენერაციამდე მიიყვანს. მორალი და ზნეობა გარე სამყაროს უკავშირდება – როგორც კულტურის მნიშვნელობა. ხოლო როცა გარე სამყაროსთან კავშირი ქრება კულტურის მეორეული შეზღუდვებიც ძალას კარგავს. სმენა არსს ვერ პოულობს და სხვა ადამიანების შეგრძნებაც უქრება. ამ დროს “აღარფერია საკრალური, ყველაფერი ნებადართულია”.

როცა სმენა ვირტუალურ თამაშს უზის, ის იძირება ილუზიაში რომელიც ართობს. ქმნის ცრუ არაემოციურ სქემებს, ვიღაცას ისე კლავს, რომ ეს არავის აზიანებს. ამავე მოდელით იწყებს გარე სამყაროს აღქმას. თითქოსდა შეიძლება დაუსჯელად აიღო ხელში ავტომატი და ადამიანები დაცხრილო (მორალური დეგენერაცია) და ამავე დროს არანაირ სინანულს არ განიცდიდე. სწორედ იმაზე როგორ კონცენტრირდება სმენური აზრი – საკუთარი თავის შიგნით თუ გარეთ დამოკიდებულია რა გაიზრდება – აინშტაინი თუ ბრეივიკი – ორივე ხომ სმენა იყო.

ეგოცენტრიზმის ზრდა თავის მხრივ დეპრესიასაც აძლიერებს და სუიციდალურ აზრებსაც ახშირებს. რადგან გარე სამყაროსთან კავშირი წყდება. თვითმკვლელობა (საკუთარი სხეულის მკვლელობა) ხდება მაშინ, როცა სმენა კარგავს იმედს რომ ,,ცხოვრებას აზრი აქვს“. და ქვეცნობიერად უსასრულო და მარადიულ სამყაროში გარბის “მოკლე გზით”.

როცა სმენა თვითმკვლელობაზე მიდის, ის სიკვდილს კი არა მარადიულ სიცოცხლეს გულისხმობს. ის ბოლოს და ბოლოს თავისუფლდება სხეულისგან და სამყაროს ერწყმის, რასაც მხოლოდ სხეული ეწინააღმდეგბა (ის ასე თვლის). თვითმკვლელობა საკუთარ ეგოცენტრიზმთან წაგებული ბრძოლაა. გამოდის, რომ სმენა ვერ განახორციელებს მასზე დაკისრებულ ამოცანას, ვერ ახორციელებს ჩანაფიქრს, არც ამბობს თავის ცხოვრებაზე. სხეული მიეცა იმიტომ, რომ მასში მყოფმა მიაღწიოს მარადიულს და უსასრულოს.

რატომ იკეტება სმენა? ყურის ეროგენული ზონა ყველაზე მგრძნობიარეა, უმცირეს რხევებსაც კი იჭერს. რა ხდება მაშინ როცა სამყაროში ვხვდებით? ის ხომ უამრავი ხმითა და ბგერითაა სავსე. ბავშვი დედის მუცელშიც კი ასხვავებს მათ. და თუ უცებ ყველაფერი ზრიალს, გუგუნს და ღრიალს იწყებს, თუ ყურიდან ნებისმიერი ნეგატივის მიღება იწყება (მაგალითად დედა ყურში ეუბნება “რა იდიოტი ხარ, ჯობდა აბორტი გამეკეთებინა”), მაშინ სმენა ტანჯვას რომ გაექცეს, აღქმის არხს ავიწროვებს, აქრობს ნეირონულ კავშირებს, ახლის შემეცნების შესაძლებლობას და სამუდამოდ არჩევით კონტაქტზე რჩება. ფსიქიკური დაავადებების დიდი წილი სწორედ სხვადასხვა კომბინაციის სმენებზე მოდის. შიზოფრენია სმენის ვექტორის ნევროზია.

მაშინაც კი, როცა ხმაურის გამო სმენა აუტისტი არ ხდება, ის მაინც გაურბის გარშემომყოფებთან ურთიერთობას. დაბადებიდანვე აცნობიერებს, რომ ცხოვრებისგან ის არ უნდა რაც ყველა დანარჩენს: შვილები, ოჯახი, სამუშაო, ურთიერთობები – ეს ის არაა რასაც ის ეძებს, რაც მას დააკმაყოფილებს. სმენას შეუძლია სულაც უარი თქვას ადამიანებთან ურთიერთობაზე. ”ჩემი არავის ესმის, ამქვეყნად ვერავინ მიგებს. მე მარტოსული ვარ“. სინამდვილეში მისნაირი სმენები მოსახლეობის 5%-ია. მაგრამ თავის ეგოცენტრზმთან ის ყოველთვის მარტოა. სმენებმა ისიც კი მოიგონებს, რომ ყოველი ადამიანი სხვადასხვნაირია, ყოველი მათგანი უნიკალურია, რათა საკუთარი მნიშვნელოვნებისა და ღვთისრჩეულობის იდეა გაემართლებიანთ.

სმენები მუსიკის დიდი მოყვარულები არიან: ელექტრონული, როკი, ექსპერიმენტული, დისონანსური, კლასიკური. გარე სამყაროსთან კავშირის გაწყვეტისას მძიმე მუსიკის მოსმენას იწყებენ. სამყაროსგან მუსიკის კედლით იზღუდავს თავს, რათა მისმა ხმებმა არ შემოაღწიოს. მძიმე მუსიკა ნეირონული კავშირების რღვევისთვისაც სჭირდება. დააკვირდით იმ ხალხს რომლებიც სცენისკენ მიილტვიან როკ კონცერტების დროს, ამ დროს მათში მილიონობით ნეირონული კავშირი კვდება და ამით ოდნავ უკეთ ხდებიან. ტანჯვა უმსუბუქდებათ, სამაგიეროდ ამას სიცარიელე მოსდევს – მაგრამ სული ხომ აღარ სტკივათ.

ამის მერე ტანჯვისგან გაქცევის კიდევ ერთი გზაა ნარკოტიკები. საკუთარი უზარმაზარი აუვსებელი სმენური სურვილის გასაჩუმებლად და მოჩვენებითი სიამოვნების დევნაში სულ უფრო მძიმე საშუალებებზე გადავდივართ და ბოლოს ვკლავთ მას – თრიფების ინტენსივობა სურვილს აცივებს, ნიველირებას უკეთებს. სმენა კი რომელიც უკვე აღარაფერს ეძებს, მშივდდება. ჩნდება ავსებისა და კმაყოფილების ცრუ შეგრძნება. ცრუ შეგრძნება, რომ მან უკვე შეიცნო მარადისობა, რომ მისი ძიება დასრულებულია, ნარკოტიკები – ჩიხია. ყველა არგუმენტი რომელიც ნარკომან სმენას თავის გასაართლებლად მოჰყავს – ესაა ბუნებრივი ამოცანის შეუსრულებლობის რაციონალიზაცია და დასახიჩრებული, ცოცხალმკვდარი შინაგანი ბუნების ჩვენება.

“ზუსტად არ მახსოვს როდის დაიწყო ეს, როცა ვიგრძენი რომ მხოლოდ სიცარიელე და სიბნელე ვიყავი და რეალობისგან გათიშვა მინდოდა, საკუთარ მეს ვეღარ ვგძნობდი. 14 წლისამ ეზოთერიკის კითხვა დავიწყე, 15 და 16 სკოლაში უკვე აღარ დავდიოდი, და აფთიაქის აბებით გატაცებაც დაიწყო. დღეები ისე გადიოდა, რომ არ მამასხოვრდებოდა. ყველაფერი ბუნდოვან სიზმრს გავდა და განსაკუთრებულადაც არაფერი მტკიოდა. ყველაფერი საშინლად მსაწყენი, სულელური და არასაჭირო გახდა. მუსიკის გარდა, მისი მონა და ფანატიკოსი ვიყავი, განსაკუთრებით რთული და ექსპერიმენტული ჟანრების. ასე გავიდა დიდი დრო, თითქოს რაღაცას ველოდი, ველოდი როდის დავახვევდი ამ უღიმღამო ქალქიდან სადაც დავიბადე. სკოლაში დეგენერატად მთვლიდნენ, კლასელებიც არანაკლები ზიზღით მექცეოდნენ. 9 კლასის მერე საკუთარ თავში ჩავიკეტე და სულ ჩუმად ვიყავი ან პლეერით ვჯდებოდი ბოლო მერხზე, ვხატავდი, ამ ყველაფერმა კი უცანურ ბავშვად მაქცია მათ თვალში. ისეთი მეგობრებიც არ მყავდა რომლებიც გამიგებდნენ, ამ ქალაქში არ იყო არაფერი ჩემეული, რადიოსაც კი ახშობდნენ. მე მაინც გამწარებული ვეძებდი რაღაცას “ჩემსას”, მაგრამ ისევ არაფერი და მაშინ უკვე სმაზე გადავედი. სახლში ყოფნა მძულდა, ვცდილობდი ჩემს ოთახში ჩავკეტილიყავი და არც კი დავლაპარაკებოდი მშობლებს. მერე უნივერსიტეტი საიდანაც ორჯერ წარმატებით გამომაგდეს, რადგან კომპიუტერს ვერ ვწყდებოდი და ეშმაკივით ვსვამდი. როგორც კი ინტერნეტი გაჩნდა – მეტიც არაფერი მინდოდა, ხარბად დავეწაფე ყველანაირ ეზოთერიკას – მილიონი ავტორის მისტიური წიგნი, ვიძირებოდი და ვიკარგებოდი იქ და ამ ყველაფერს ერთმანათში ვაქსოვდი გონებაში, შემეძლო კვირაობით არ გამოვსულიყავი სახლიდან (ალკოჰოლის ყიდვას თუ არ ჩავთვლით, ისიც ღამ-ღამობით). მაგრამ მერე მუშაობის დაწყება მომიწია და ისევ შევხვდი ზოგიერთ სმენას. მაშინ ერთი გატაცება მქონდა – როცა ძალიან ცუდად ვიყავი და სხეულს და რეალობას საერთოდ ვერ ვგრძნობდი ხელებს ვისერავდი და კანს სიგარეტით ვიწვავდი, რომ ცრემლს მაინც გამოეტენა ეს ტკივილი გარეთ.

ეს უზარმაზარი მარტოობა და გარე სამყაროსგან გათიშვა ძალიან მაწამებდა, უფრო მეტად ვიბნეოდი ჩემს შიზოიდ მეგობრებთან ერთად, განვიხილავდით ყველა ამ უაზრო მდგომარეობას, სიზმრებს, წიგნებს, მსგავსი მსგავსს ეძებს და ჩვენს ვკითხულობდით კროულის, ლავეის, უილსონს, ტელემას, ამოს, ანგელოზთა გამოცხადებას, აგჰორებს, შავ ტანტრისტულ სექტებს, მე სწორედ ეს შავი ფსკერი მიზიდავდა, რომელიც არასოდეს ჩანდა და მეც უფრო ქვემოთ და ქვემოთ ვეშვებოდი, ვიგონებდი საკუთარ რიტუალებს, ვერავის ვეკონტაქტებოდი,მშობლებთან კავშირი სრულიად გავწყვიტე, შემეძლო რამოდენიმე დღე ხმა არ ამომეღო, ღამ-ღამობით ვცოცხლდებოდი. მერე სხვა ქალაქში გადასვლა მომიწია, სადაც ყველაფერი უფრო გაუარესდა, ტკივილისგან ვიკლაკნებოდი, ვგიჟდებოდი, ვერ ვიგებდი რა გამეკეთებინა, სმა და ინტერნეტი, ემოციური ვამპირიზმი და სრული სიცარიელე სმენაში. ერთხელ კი ბოლო წერტილამდეც მივედი და თვითმკვლელობა ვცადე, არაფერი გამოვიდა, მხოლოდ ძლიერი მოწამვლა და რამდენიმე დღე ვერ ვდგებოდი ლოგინიდან.

მერე მოვახერხე და დავბრუნდი სადაც ვსწავლობდი, იქ ყველაფერი ძალიან შეცვლილიყო, მე და ჩემმა მეგობრებმა უფრო ძალიან გავრეკეთ და როცა სხვა ვეღარაფერი ვიპოვეთ სმენის ავსება ნარკოტიკებით ვცადეთ. ეს ყველაფერი ზვავივით გაიზარდა – ღამის კლუბები, უცნაური ხალხი, ახალ-ახალი და უამრავი ნარკოტიკი, რადგან ყველაზე მეტად იმას ვაფასებდით რასაც ისინი ფსიქიკას აძლევდნენ – ჟანგბადს, ყველაზე მთავარს. ნარკოტიკები საკმაოდ მძიმე იყო და მათი მოქმედება 20 და მეტი საათი გრძელდებოდა. ასე გრძელდებოდა ორი წელი, მერე კი ეს ვეღარ გვავსებდა და უფრო შორს  წავედით, გაცნობიერებული სიზმარხილვების სემინარები, ჰიპების თავყრილობები, მძიმე მუსიკა, ყველაზე რადიკალური სექტები. იქიდან აღარავინ დაბრუნებულია, წვერი მოუშვეს და ძენში გადასახლდნენ, ბერებთან დადიან ბაიკალს მიღმა მორიგი გასხივოსნებისთვის, ვიღაცეები ჯერ ისევ ნარკოტიკს მოიხმარენ. მე კი მეგობრებსაც გავემიჯნე, კი ნარკოტიკი ტანჯვას მიმსუბუქებდა, მაგრამ მათაც შევეშვი და სულაც შევწვიტე ჩემი და გარე სამყაროს გარჩევა, არც სწვლა მინდოდა არც მუშოაბს მხოლოდ უფრო და უფრო ღრმად ვეშვებოდი. ჯერ კიდევ მიზიდავდა მუსიკა და მეც ვუკრავდი, მაგრამ რაღაც სულელური ნარკოტიკების წყალობით გაფუჭებული ურთიერთობის გამო ამასაც შევეშვი, ყველას ვატყუებდი ოღონდ კი ფული მოეცათ, აღარავინ მასესხებდა – ინტერნეტი, ნარკოტიკები და ლოთობა. მამაც მომიკვდა და დედაც ფულს აღარ მაძლევდა, მასთან დაბრუნება მომიწია. იმავე ქალაქში, თუმცა ჩემთვის უკვე სულერთი იყოს სად დავიტანჯებოდი სინათლის გარეშე.

აქ უკვე ჰალუცინაციები დამეწყო. ვერ ვიძინებდი, ვგრძნობდი, რომ ოთახში ვიღაც იყო. საშინელ სიზმრებს ვხედავდი, მკვდარი მამაჩემი მეცხადებოდა, ღამე ყველაფერი აკაკუნებდა – კედლები, კარადა, აი სმენური შიშები – უკვე აღარ შემეძლო მარტო დარჩენა ოთახში, მარტოობის გარეშეც არ შემეძლო, პოლტერგეისტებმა ბოლო მომიღეს, მათი ხმა უკვე ოჯახის წევრებსაც ესმოდათ. ერთ ღამეს ზედმეტი დოზა მომივიდა და მეგონა რომ ვკვდებოდი, დედასთან გავიქეცი და გული წამივიდა. ამის მერე გადავწვიტე ყველაფერს შევშვებოდი, ამ ყველაფრისთვის თავი დამეღწია. მივატოვე ყველაფერი რაც მაწამებდა, მაგრამ ახლა ვეგანობაში გადავვარდი, ფანატიზმის მდგომარეობა არ მტოვებდა, და ისევ ინტერნეტი – ყველაფერი ისევ ძველი გზით წავიდა – სახლში კი დავბრუნდი მაგრამ ვერც სწავლა ვერც მუშაობა ვერ შევძელი – ვერაფერი მავსებდა – ვერაფერი რაც ვცადე…”

 

დღეს სმენებს სულ ადვილად შეუძლიათ სხვისი სიცოცხლის მოსპობა, რადგან საკუთარსაც არ აფასებენ. შეცნობის იდეა შეუძლიათ რელიგიებზე და სექტებზე დაახურდაონ. რეალურად შეცნობა კი ჯგუფებში შეუძლიათ, საკუთარი ეგოცენტრიზმის დაძლევით, შემეცნების გაფართოებით ერთიანი ორგანიზმისთვის – კაცობრიობისთვის. საკუთარი სახეობრივი როლის შესრულებით, დღევანდელი გლობალური სამყაროს შესაძლებლობების გამოყენებით.

სმენებს ცვლილებები უნდათ. უკმარისობები ახრჩობთ, ძიებაში აქეთ-იქეთ აწყდებიან, რაღაცას პოულობენ კიდეც. გარშემო ინფორმაციის ზღვაა, უამრავი სწავლება, იდეები, ადრე გასაიდუმლოებული ახლა კი გახსნილი. აღარ იციან რომელი ერთი აირჩიონ. პოულობენ, გემოს უგებენ და გზას აგრძელებენ (ან რჩებიან, თუ ტემპერამენტი დაბალია). ნების და არჩევანის თავისუფლება დღეს მოწოდებასავით ჟღერს, რომ სულიერი მხარე განვითარდეს. შეცნობა პირდაპირი გზით გახდა შესაძლებელი. კოლექტიურ შეცნობას უდიდესი შედეგები მოაქვს. დღეს მთალ მსოფლიოში ვითარება სმენების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მათ შემეცნება მოაქვთ თავიანთ რეალიზაციაზე გავლით. ამიტომაც სწორედ კოლექტიური სმენის მდგომარეობაზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა კატასტროფები სხვა და სხვა დონეებზე – შიმშილობები, ბირთვული ომები, სახელმწიფოების ნგრევა.

 

რატომ ვამბობთ რომ დღეს სვფ-ს შეუძლია სმენის ავსება? რა ავსება უნდა მოუტნოს ფიქოლოგიამ, როცა თითქოსდა არაფერი ესაქმება მასთან? სწორედ იმიტომ, რომ ამ ცოდნით შეიარაღებული სმენა გარეთ გამოსვლას იწყებს, სხვა ადამიანების ფსიქიკაზე კონცენტრირდება და თავის შინაგან აზრებს სწორი მიმართულებით მიმართავს ამით კი დიდებულ იდეებს აღწევენ. ეს ისაა რაც სმენებს სწყურიათ. ერთი ნაბიჯია – მთავარია საით გადადგამ – სიცარიელეში თუ მთელ სამყაროს ნათელს მოჰფენს.

“რაღაცამ გამაბედიან ეს ყველაფერი ამეღწერა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მეჩვენებინა როგორ შეიძლება ამ საშინელი მდგომარეობებიდან თავის დაღწევა მხოლოდ ტრენინგზე სიარულით და თერაპიით სვფ-ს მეთოდით. იქნებ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება და თავისთვის ნაცნობ სურათს დაინახავს. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ რაიმე მიშველიდა. როცა სვფ-ს შესახებ გავიგე ვიფიქრე, რომ ესეც მორიგი ყავარჯენი იყო – ასეთი ხომ ბევრი ვცადე.

მაგრამ თანდათან შესავალი ლექციების მოსმენით დავიწყე ყველაფრის სხვანაირად აღქმა. სხვებზე დაკვირვება დავიწყე, ვცდილობდი ყველაფერი სვფ-ს ჭრილში დამენახა და ამან მიშველა. ჩემს მორიგ უფსკრულში ჩავარდნილმა აღმოვაჩინე, რომ სინათლის სხვივი გაჩნდა, იყო ის რისთვისაც ღირდა ბრძოლა. მაგრამ ტრენინგზე ვერა და ვერ მივედი, მხოლოდ ზაფხულში, როცა ყველაფრის რაციონალიზებას შევეშვი და ტკივილს და სიმძიმეს შემოსვლის საშუალები ისევ მივეცი, მაშინ მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. მივხვდი, რომ აქამდე არაფეიც არ მცოდნია. ვერაფერს ვგრძნობდი და არაფერი მესმოდა. მხოლოდ დაკარგული წლები, წრეზე სიარული, არც აზრი არც მიზანი. ისიც კი არ ვიცოდი რომ კითხვებზე პასუხებს ვეძებდი.

სვფ-ს სესწავლამ და შემდგომმა თერაპიამ ყველაფერი ნათელი გახდა. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი არ ამითვისებია – მაგრამ ამჟამად სვფ ერთაერთი გზაა ყველასთის, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დონეზე“.

 

 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/mezhdu-tvorcom-i-krasnoj-knopkoj-zvukoviki?fbclid=IwAR3-0dvFSV3f_X5Stjvyhz0silRULIMzzR0VKQJvaaz_x5nRj5fW_gaBfvU

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე.