სომატიზაცია, სხეულის დაავადება თუ სულის ტანჯვა?

ჩვენი სხული ფსიქიკური პროცესებისგან განუყოფელია, ეს ურთიერთქმედება ხშირად ძალიან საინტერსოა და მოულოდნელი გზით ამჟღავნებენ თავს.

არსებობს ასეთი მოვლენა – სომატიზაცია – ჩვენი უფრო ხშირად გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური წარუმატებლობის სხეულებრივ სიმპტომებად ტრანსფორმაცია.

სომატიზაციის სიმპტომები სრულიად განსხვავებულია – დაღლილობიდან და სისუსტიდან დაწყებული თავის ტკივილით, გულის რევის შეგრძნებით, თავბრუსხვევით, საშარდე სისტების მოშლით, მოხრჩობის შეგრძნებით, უჰაერობით, სხვადასხვა ფიზიკური ტკივილით დამთავრებული.

როგორ გავარჩიოთ სომატიზაცია ავადმყოფობისგან? როგორ გავიგოთ სიმპტომი რაიმე სერიოზული დაავადების ნიშანია თუ უბრალოდ ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფიზიკურ ტკივილად ტრანსფორმაცია?

სომატიზაციის დროს პაციენტის ჩივილები სხვა და სხვა ტკივილზე და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებზე არ გვაძლევენ კონკრეული დაავადების სურათს და როგორც წესი წინააღდეგობრივია. გარდა ამისა დამატებითი დაკვირვებისას როგორც წესი აღმოჩნდება, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.

ეს კი ექიმსა და პაციენტს შორის რთულ სიტუაციას ქმნის – ექიმი უცხდებს, რომ დაავადება ვერ აღმოუჩინეს. პაციენტი კი იბნევა – “კი მაგრამ მე ხომ არაფერს ვიგონებ, მე მართლაც ცუდად ვარ, ხომ უნდა იყოს ამის მიზეზი. თქვენ ის უბრალოდ ვერ იპოვეთ“. და იმედგაცრუებული სხვა ექიმთან მიდის. ასე თავისი დაავადების ძებაში უამრავ სპეციალისთს შემოივლის, მაგრამ დასკვნა იგივე რჩება რომ ადამიანი საბოლოოდ თვლის, რომ ექიმებს არაფერი შეუძლიათ და მას ვერავინ დაეხმარება. ზოგიერთი ექიმის მცდელობას, აუხსნას რომ დაავადების მიზეზი შესაძლოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა იყოს პაციენტი უბრალოდ უკუაგდებს. ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ ფსიქიკურ დისკომფორტს, ის დამატებით ტკივილს გაურბის ეშინია ხალიდან გაუშვას ის ცოტაოდენი მორალური კომპენსაცია რომელსაც “დაავადება” სთავაზობს. ბევრ პაციენტს არ უნდა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა  შეცვალოს თავისი თავიცა და ცხოვრებაც. ასეთი საქციელი ფსიქოლოგიური თავდაცვის მცდელობაა.

მკურნალობის ძირითადი მეთოდი ამ დროს ფსიქოთერაპიაა. რომლის მიზანია თავად პაციენტისგან დაფარული მისივე ფსიქოლოგიური კონფლიქტებსა და სომატურ სიმპტომებს შორის კავშირი გამოააშკარაოს. არსებობს ძალიან ბევრი ფსიქოთერაპევტული ტექნიკა რომელიც ხელს უწყობს პაციენტის მდგომარეობის დროებით შემსუბუქებას, მაგრამ ვერ ერთი მათგანი ვერ აღწევს პრობლემის წარმოშობის ფესვებამდე, რომელიც ღრმად ქვეცნობიერში მიდის. ეს მექანიზმები განარძობენ მოქმედებას და მხოლოდ მათი გაცნობიერების შემთხვევაში აქვს ადამიანს შესაძლებლობა, საბოლოოდ შეცვალოს თავისი მდგომარეობა და თავი დააღწიოს სხეულებრი დისკომფორტს.

 

მაგალითი პრაქტიკიდან.

მიღებაზე მოდის პაციენტი, რომელიც უჩივის ტკივილს მკერდის არეში, თავბრუსხვევას, გულის რევას და სისუსტეს. თვალები შესიებული აქვს მთელი მისი იერი დათრგუნულ მდგომარეობას გამოხატავს. ის ყვება, რომ როგორც კი გაიღვიძებს, სიმპტომები სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინც მჟღავნდება. დილა მისთვის ყველაზე რთული პერიოდია. ის აღწერს თავის შეგრძნებებს გამოღვიძების შემდეგ და გასაგები ხდება, რომ მომავალი დღე მძიმე ტვირთად აწევს იმის გამო, რომ ვერაფრით ავსებს. ეს აზრი ძალას აცლის, მან კოლოსალური ენერგია უნდა დახარჯოს, რომ საწოლიდან ადგეს და ახალი დღე დაიწყოს მაშინ როცა ერთადერთი რაც მას იმ წუთას უნდა საბანში გაეხვეს და მთელი ცხოვრება იძინოს.

-რისთვის მომეცა ეს ცხოვრება? – ნაღვლიანად კითხულობს ის.

-თქვენ არაფერი გახარებთ? რისი კეთება გიყვართ?

– საერთოდ ხელსაქმე მიყვარს, კულინარია, კითხვა მაგრამ… რატომ? ყველაფერი ისე აზრს მოკლებული ჩანს! რა შეიცვლება თუ ამას არ გავაკეთებ? ან გავაკეთებ? ხელში წიგნს ვიღებ და ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ნუგეშია… – ცხოვრება ისეთი ცარიელია უნებურად თვითმკვლელობაზე იწყებ ფიქრს.

ამ ქალში მისი არარეალიზებული სმენის ვექტორი ლაპარაკობს. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ივსება, დასტრესილი სმენის ვექტორი სხვა ვექტორების სურვილებს ავსების საშუალებას არ აძლევს. ის სულ შემდეგისთვის დებს ქსოვას, წიგნებს და საკუთარ ქმედებებში აზრს ვერ ხედავს. მისი ანალის ვექტორი ,,გაშეშების“ მდგომარეობაშია და მოქმედებას ვერ იწყებს.

მისი აუვსებლი ვიზული შიშებითა და შფოთით რეალიზდება.

ვუსმენთ მას და ვხვდებით, რომ მისი სხეულებრივი შეგრძნებების სხვა და სხვა სახის ტკივილების, გულისრევის, სისუსტისა და თავბრუსხვევის ნამდვილი მიზეზები – მისივე არსებობის უაზრობის საშინელი განცდაა. მიზეზი იმაშია, რომ ის ვერაფრით გამოხატავს თავს, ყველა სურვილი რომელიც მოქმედებისგენ მოუწოდებდა და ყველა მოქმედება რომლესაც თუ მიმართავდა რეალიზაციის ბედნიერებას მოუტანდა ერთი წარუშლელი აზრის კედელზე იმსხვრევა – რისთის? რა აზრი აქვს ამას? (ასე გამოიხატება დეპრესია სმენის ვექტორში).

ეს მდგომარეობა 30 წლისას დაეწყო ამ დროისთვის უკვე რამოდენიმე წელია ანტიდეპრესანტებზე და დამამშვიდებლებზე ზის. აღარც საკუთარი თავის და აღარც ბედნიერების აღარ სჯერა და ვეღარც თავის უპასუხო კითხვებს უმკლავდება. ის თავის ფსიქიატრზეა დამოკიდებული, მაგრამ ისიც ვერ სცემს პასუხებს… მხოლოდ დროებით უმსუბუქებს მდგომარეობას…

ვეკითხებით: თუ უნდა საკუთარ თავს გაუგოს, გაიგოს რა ხდება მის თავს საიდან ჩნდება ასეთი აზრები რა განაპირობებს მათ ანდა როგორ მოექცეს? როგორ შეცვალოს თავისი მდგომარეობა? გამოცოცხლდა, თვალებში ინტერესის ნაპერწკლები გაუკრთა. რა თქმა უნდა – გვპასუხობს.

არ არსებობს არაფერი შემთხვევითი – არც აზრი და არც გრძნობა. ყველა რეაქცია განსაზღვრულ კანონზომიერებას ეყრდნობა. არსებობს რეალური შესაძლებლობა ისწავლო და გაიგო შენი მდგომარეობის დანახვა და ამის წყალობით ის ცოტა თუ ბევრად მართვადი გახადო. გაერკვე შენს სურვილებში და იცოდე როგორ შეივსო ისინი. შეიძინო შიშების მიზეზების შეცნობის უნარი და სამუდამოდ მოიშორო ისინი, ღრმა გაცნობიერების და ბუნებრივი თვისებების საჭირო მიმართულებით გაშვების საშუალებით. შეგვიძლია ჩვენი მდგომარეობების სხვა და სხვა სიმპტომებს გაუმკლავდეთ ანდა დახმარება ექიმებისგან და ფსიქოლოგებისგან მივიღოთ. მაგრამ თუ გვინდა ჩვენი ცხოვრების ბატონ-პატრონები გავხდეთ გვინდა ის ტყულად კი არა აზრიანად გავატაროთ მაშინ საკუთარ თავზე ჩვენი არსებობის გაცნობიერების პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.

 

კიდევ ერთი მაგალითი ცხოვრებიდან.

ერთი 45 წლის ქალის ამბავი, რომელიც ექიმთან მოხრჩობის და უჰაერობის სიმპტომებით მივიდა. ის გამოიკვლიეს და ვერავითარი ფიზიკური გადახრა ვერ უპოვეს და მაინც სუნთქვის დარღვევა პროგრესირებდა და უკვე ყლაპვის გართულებაც დაემატა. ამ ქალის პირველადი დათვალიერებისას თვალში გეცემოდათ მისი მოუსვენრობა და შეფარული ემოციური შანტაჟი. ის გამოხატულად პროვოცირებდა გარშემომყოფებს შეემჩნიათ და ყურადღება მიექციათ. საერთო ჯამში დათრგუნული, ჩაკეტილი და გაუცხოებული როცა თავის შეგრძნებებზე ყვებოდა ოდნავ ცოცხლდებოდა თანაგრძნობისა და გაგების მოლოდინში.

ფიზიკურ გადახრებზე უფრო დეტალურად დაკვირვებამ საავადმყოფოში ვერაფერი გამოავლინა. გასაგები გახდა, რომ პაციენტის ჩივილები მის ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდა. მკურნალობა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგრძელდა, აქ მასზე დადებითად იმოქმედა განმარტოებამ, ექიმების ნდობამ, დამამშვიდებლებმა და ანტიდეპრესანტებმა. ერთ თვეში მოხრჩობის სიმპტომები გაქრა.

ო, სამუდამოდ რომ გამქრალიყვნენ! მაგრამ არა, ეს მხოლოდ დროებითი შვება იყო. ქალი ოჯახში დაბრუნდა და მალე ფიზიკური ჩივილებიც ისევ დაუბრუნდნენ. ახლა უკვე კუჭიც უარს ამბობდა საჭმლის მიღებაზე, ის თვალსა და ხელს შუა დნებოდა და სუსტდებოდა. სახლზეც და თავად მასზეც მისი ყურადღებიანი მეუღლე ზრუნავდა. მერე ქალაქში აიყვანეს დ თითქოსდა უკვე წინასწარ შეურიგდნენ გამოკვლევის შედეგს – კიბო! მაგრამ არა –  ყველა ანალიზი ნორმაში აღმოჩნდა და ისევ ფსიქიატრიულ კლინიკას მიაშურეს. ისევ ყველაფერი განმეორდა. მისი შემდგომი ცხოვრება ავადმყოფობის სხვადასხვა სიმპტომების მონაცვლეობა გახდა – ტკივილები სასქესო ორგანოებში, საშარდე სისტემის მოშლა, ძილის გართულება, მოხრჩობა… ფსიქიატრიული კლინიკა მის მეორე სახლად იქცა.

თუ სიტუაციას სვფ-ს მიხედვით განვიხილავთ გავარკვევთ სინამდვილეში რა დაემართა ქალს. ვექტორული თვალსაზრისით ეს ქალი კან-ვიზუალ-სმენაა. არარეალიზებულმა დასტრესილმა სმენის ვექტორმა ის კალაპოტიდან ამოაგდო და ძილის დარღვევა, თავის ტკივილები და დატრგუნული მდგომარეობა გამოიწვია. დეპრესიულ მდგომარეობაში ის უკვე ვეღარ ავსებდა სხვა ვექტორების სურვილებს და მათი გამოვლენა უკვე გამოხატულად ავადმყოფურ ხასიათს ატარებდა.

კანის ვექტორმა თავი მოუსვენრობით და ყველაფრის მკაცრი კონტროლითა და შეზღუდვით გამოავლინა. ნაკლებად განვითარებული ვიზუალის ერთადერთი ავსების გზა კი ყურადღების მიღება გახდა გაუცნობიერებელი შიშებისა და მოუსვენრობის გავლით. ეს დაავადება მისთვის სინამდვილიდან გაქცევა გახდა. ერთის მხრივ წყნარი პალატა და სასურველი მარტოობა ფსიქიატრიულ კლინიკაში დროებით კომპენსირებდა მის სმენურ მდგომარეობას. მეორეს მხრივ მის ვიზუალის ვექტორსაც მიეცა ავსების საშუალება ექიმების და ახლობლების ყურადღებით.

როგორც წესი სომატიზაციით ძირითადად კან-ვიზუალები ან ანალ-ვიზუალები იტანჯებიან. არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი სმენის ვექტორის ქონა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას, ყველაფერს დეპრესია და ცხოვრების აზრის გაქრობაც ემატება. ადამიანი ჩივის აპათიაზე, თავის ტკივილებზე,დაღლილობაზე, ძილიანობაზე, ან პირიქით უძულობაზე.

საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი კანის ვექტორიანები ადვილად ადაპტირებენ ტკივილთან. საჭირო განვითარების უქონლობისას, კანები ტკივილისგან სიამოვნებასაც კი იღებენ, ეს მათთვის გარკვეულ ავსების საშუალებედეც იქცევა. გარდა ამისა კანური სხეული და ფსიქიკაც ძალიან დრეკადია და ყველაფერს ადვილად იღებს სხეულზე ვიზუალის ვექტორის შთაგონებული შიშები გადააქვთ.

შიშში მყოფ ვიზუალის ვექტორს კი ძალიან ეშინია სიკვდილის და ამიტომ ადვილად ექცევა შთაბეჭდილების ქვეშ. ვიზუალური შიშები, შფოთვა და განგაში, კანის მიერ ადვილად ტრანსფორმირდება დაავადების სიმპტომებად. ვიზუალი ფაქტიურად თავს შთააგონებს დაავადებებს და თავადვე შეუძლია მათი განკურნება პლაცებოს ეფექტის გავლენით.

ანალის ვექტორიც უწყობს ხელს სიმპტომების გაჩენას,თავისი სტრესებითა და ვერრეალიზებით, უპირველეს ყოვლისა წყენის მდგომარეოთ და ადაპტაციის სირთულეებით. მათ შემთხვევაში სიმპტომატიკა კან-ვიზუალებთან შედარებით უფრო ხშირადაა ფსიქოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/somatizatsiya