სოციალური არაადაპტირებულობა

გულს სამართებელივით მისერავს საშინელი ტკივილი– რისთვის ვარ ამ სამყაროში? რისთვის ვცხოვრობ?

ორი მიგდებული დიპლომი…. დანგრეული ოჯახი… ფსიქიატრიულში გატარებული ერთი წელი…. სადაა ამ წყვდიადის ზღვარი? როდის დამთავრდება ეს საშინელება? ნეტავ მალე დამთავრდეს… ნეტავ დავიძინო და აღარ გავიღვიძო რა.. ყველა რაღაცას ელის ჩემგან… მშობლებს ერთი სული აქვთ სანამ სამსახურს ვიპოვი… სულ ფიქრობენ „ასეთი ჭკვიანია, ყველაფერს ბრწყინვალედ სწავლობდა, რეალურად კი ვერფერს აკეთებს–საზოგადოებაში გასვლაც კი ეზარება და პანიკობს”.

რეალურად რამის კეთების ნაცვლად, მთელი ღამეების ინტერნეტში გატარება, რაღაც სიცოცხლის და ახალგაზრდობის ელექსირის ძიებაში, გაუჩერებელი ტკივილის მიზეზების გამუდმებული ძიება.. გარესამყაროსგან სრული გარიყვა და ფიქრების ქსელში გახლართვა.. თითქოს ადამიანთა სამყარო მეჯავრება კიდეც…  სრულ გაუგებრობაში ვარ რატომ ვცოცხლობ, რა საჭიროა შვილები, საერთოდ რატომაა ეს ყველაფერი გარშემო?  ოჯახი ჩემი გულგრილობის გამო დამენგრა, „ქვის გული გაქვს“ – მეუბნებოდა ქმარი. „ბოლოსდაბოლოს როდის უნდა იპოვო სამსახური?“ – სევდანარევი ხმით მითანაგრძნობდა მამა. „გაუფრთხილდი თავს“– მანუგეშებდა დედა. ყველა მათ სიტყვებში ცხოვრებისადმი ჩემი უსუსურობა გამოსჭვიოდა. სუსტი ვარ… ან საერთოდ სად ვიპოვო ეს ძალა, თითქოს პროგრამული არევა მოხდა ჩემი დაბადებისას და ჩემი საზოგადოებრივი ცხოვრებაც სრულიად აირია..

სიზმარსა და რელობას შორის

მატარებელში მგზავრობისას არ გეჩვენებათ რომ ადამიანები რაღაცა ილუზიებივით არიან? ყველა რაღაცას კითხულობს, რაღაცას ღეჭავს… ამ ყველაფრის არარეალურობას ვგრძნობ.. თითქოს კომპიუტერულ თამაშში ვარ, სახელად „სამყარო“. ჭკუიდან შეშლის შიში მუდამ თან მდევს, ან იქნებ უკვე გავგიჟდი კიდეც… „ჰეეეი ჭამის დრო მოსულა“ გაჰკივის ჩემი მუცელი.. ისევ სხეული, მუცლის პერიოდული ტკივილით მახსენებს ხოლმე, რომ მეც აქ, მათთან ერთად  ვცხოვრობ… ძმა, რომელიც უკვე რამის ბიზნეს მაგნატად იქცა, მუქთახორას მეძახის.

როგორც იქნა ავათრიე ჩემი თავი და წავედი სასწავლებლად, ისევ ახალი პროფესია. სწავლის დროს დოცენტების შექება და ნაკლები ინტელექტის მქონე თანაკურსელების შური – „შენ ყოველთვის კარგად სწავლობ– პერფექციონისტო– იდეალური მახსოვრობაა–აშკარად შორს წახვალ“ – აი, ასე მხედავენ ისინი. მე კი ჩემს თავს ერთ უსუსურ არსებად აღვიქვავ, რომელიც სულიერი ტკივილითაა სავსე, სულ რომ გამოფხიზლებას ცდილობს სიზმრისეული ყოფისგან. ნეტა საერთოდ მოვკვდე ძილში. მაინც არანაირი აზრი არ აქვს ამ სხეულის რაღაცა უაზრო ტოკვაში. სოციალური არაადაპტირებულობაა. ერთადერთი მშობლიური ადგილი ჩემი ოთახია. სიჩუმე, სიბნელე, მარტოობა და ციმციმა მონიტორი…

რა მინდა?

მინდა სხვებივით ვიყო…სხვებივით ვიცხოვრო, აღარ მინდა თავი ვიგრძნო შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლად, რომელიც ჯერ კიდევ ტოტზე კონწიალობს მაშინ, როცა სხვა ფოთლები უკვე დაცვივდნენ და აღასრულეს თავისი ფუნქცია. აღარ მინდა ვიყო უცხოპლანეტელივით. მეც მინდა სიხარულით ვიარო სამსახურში და ვისწავლო წვრილმანი ყოფითი ცხოვრებით ბედნიერება, როგორც ამას ყველა ჩემი ახლობელი აკეთებს. მინდა ყველაფერ ამაში აზრი ვიპოვნო და საერთოდ– ვიპოვო ყველაფრის აზრი! ბოლოსდაბოლოს ის, სადღაც მიანც ხომ უნდა იყოს!

მინდა ჩემი ფუნქცია გავიგო ამ სამყაროში და საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დავიმკვიდრო! აღარ მინდა მძულდეს ადამიანები იმისთვის, რომ ისინი მუდმივად რაღაცა საინტერესოთი არიან დაკავებულნი და მთელი ამ ალიაქოთისგან სიამოვნებას იღებენ. მინდა მომცილდეს ეს საშინელი დეპრესია და ბედნიერების მუდმივად გვერდით ჩავლის შეგრძნება! მინდა გამოვძვრე დეპრესიული „ აღარაფერი აღარ მინდა“ შეგრძნებიდან და შევაბიჯო „ მინდა სიცოცხლის“ შეგრძნებაში.

დიახ, მე ვიცი ძალიან ბევრის მიღწევის პოტენციალი მაქვს. მაგრამ ამავე დროს გაყინულივით ვგრძნობ თავს, თოთქოს უზარმაზარი ყინულის ლოდი მაწევს გულზე, რომელიც კლავს ჩემში ყველაფერს რაც ცოცხალია და სუნთქავს.  ოხ როდის გალღვება ეს საშინელი ყინული და დაიღვრება სურვილებად და მიზნებად!

აი ასე გრძნობენ თავს სმენის ვექტორის მქონე ბედნიერი ადამიანები.

არაამქვეყნიური

სვფ–ს თანახმად, ადამიანს სურვილები მართავენ, რომელთა არსებობაც ფსიქიკის თვისებების ნაკრებით – ვექტორებითაა განპირობებული. სულ რვა ვექტორია და ადამიანებიც ამ ვექტორების განვითარების ხარისხით და დონეებით განსხვავდებიან.

ზემოაღნიშნული აზრები და შეგრძნებები წარმოიშობა სმენის ვექტორის მქონე ადამიანში, რომელიც, აზრის გაგების უმძლავრესი სურვილით, გარკვეულწილად ახშობს ჩვენს მატერიალურ და ცხოველურ სურვილებს. თუ სმენა, უფრო კი მისი სურვილები არ არის შევსებული, მაშინ სხვა მიწიერი სურვილები ვერასოდეს გამომჟღავნდება. როცა სმენის სურვილები ავსებულია, სხვა სურვილებიც ავლენენ თავს და ადამიანიც იწყებს დეპრესიისგან გამოფხიზლებას და მათ რეალიზაციას. სმენა თავის თავს არ აღიქვამს ისე, როგორც სხვები, თავის თავს მუდმივად სხვებისგან განცალკევებულად გრძნობს. მისი სურვილები ხშირად დეპრესიული განწყობის ბურუსში იმალებიან. დეპრესია კი ძირითადად მისთვის უმნიშვნელოვანეს კიტხვაზე – „ვინ ვარ? რა არის სიცოცხლის აზრი? რა მისია მაქვს?“ პასუხის უქონლობიდან ჩნდება.

 

შავი წერტილი სინათლის ოკეანეში

სმენები გრძნობენ განცალკევებულებას სხვა ადამიანებისგან, ჩვეულებრივ ყოველდღიური ადამიანური სურვილებისგან და ხშირად ძალიან ბევრი მატერიალური სიამისაგან ამბობენ უარს, გრძნობენ რა მათ უაზრობას. მატერიის ასეთი უარყოფა მეტად ზრდის მათ კონცენტრაციას საკუთარ თავზე და აძლიერებს ნეგატიურ მდგომარეობებს.

იკვრება  ჩაკეტილი წრე –რომელშიც მუდმივად ტრიალებს  ურთიერთობის უარყოფა, ამავე დროს სამყაროს და ადამიანების, მათი ბუნების  შეცნობის სურვილი და მათთან კავშირების გაბმა.  სურვილი და მისი ასრულების შეუძლებლობა ქმნის დაძაბულობას და არცთუ ისე იშვიათად იწვევს სამყაროს და ადამიანების და საერთოდ, სიცოცხლის სიძულვილს. სმენის სიცოცხლე ყოფითი ცხოვრების აზრის პოვნის მუდმივ მორევად იქცევა. სმენა მთლიანად მხოლოდ თავის თავზე კონცენტრირდება და თავს ჩაკეტილ შავ წერტილად გრძნობს სიცოცხლის და სინათლის უზარმაზარ ოკეანეში, რომელიც მისთვის აბსოლიტურად მიუწვდომელია. თავის ნაჭუჭში გახვეული ის ყოველდღე კვდება და მხოლოდ ღამე ცოცხლდება ინტერნეტის პარალელურ რეალობაში პასუხების დაუსრულებელი ძიების დროს სიბნელეში, სიჩუმეში და მარტოობაში.

 

რა შეიძლება გავაკეთოთ

რა უნდა გააკეთოს სმენამ გაუცხოების ეს საშინელი ტკივილი რომ შეწყვიტოს? სვფ სმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სმენა თავის თავზე კონცენტრაციისგან უნდა  გადავიდეს ახლობლებზე, ადამიანებზე, მათ ფსიქიკაზე, შინაგან სამყაროზე  კონცენტრაციაზე. სწორედ ამ გზით შეძლებს ის თავისი პოტენციალის სრულ გახსნას.

სხვა ადამიანის ფსიქიკაზე კონცენტრაცია სმენას საშუალებას აძლევს გამოვიდე სთავისი დეპრესიული ნაჭუჭიდან და გააცოცხლოს უმძიმესი სმენური დეპრესიის ლოდის ქვეშ მთვლემარე სურვილები და მისწრაფებები.

როგორ მოვახდინოთ სხვა ადამიანზე კონცენტრაცია და ამ კონცენტრაციით  სამყაროს და საკუთარი თავის შეცნობა? როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიიდან ახლად აღმოცენებულ სურვილებს და მიზნებს?  როგორ ვიპოვოთ ჩვენი გზა და როგორ მოვახდინოთ არსებულ რეალობასთან ადაპტირება? ამ ყველაფერს სვფ–ს შესწავლისას გაიგებთ

წყარო: http://zvukofrenia.ru/v-poiskah-sebya/zvukovye-zamorochki/socialnaya-neadaptantka-ili-zachem-ya-v-etom-mire/

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი