სტიქიებსა და ვექტორებს შორის არსებული შესაძლო კავშირი

სტიქიებსა და ვექტორებს შორის არსებული შესაძლო კავშირი

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის შესწავლისას გამიჩნდა მოსაზრება, რომ სტიქიები და ვექტორები დაკავშირებულია ერთმანეთთან. მაგალითად: ანალური ვექტორი ჰგავს მიწის სტიქიას. იგი ინახავს ინფორმაციას, ისე როგორც, მიწა ინახავს გენეტიკურ ინფორმაციას (მაგ. მცენარის თესლებს). ვიზუალური ვექტორი სიღრმით და ემოციურობით ჰგავს წყლის სტიქიას. კუნთის ვექტორი კლდეებივით მონოლითური და მყარია, ურეთრალური ვექტორი კი ხანძარივით დაუოკებელია. ამ მსგავსებების საფუძველზე ვვარაუდობ, რომ სტიქიებსა და ვექტორებს შორის შესაძლოა იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი.

სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში არის ოთხი მეოთხედი იმის გამო, რომ  ინფორმაცია და ენერგია გაორების პრინციპით ფიზიკურ სამყაროში ვლინდება დროდ და სივრცედ. ინფორმაცია არის მდგომარეობა და ენერგია ამ მდგომარეობის ცვლილების პოტენციალი.

ჰაერის და წყლის სტიქიები  არის ენერგიის და ინფორმაციის მეოთხედში, შესაბამისად მიწისა და ცეცხლის სტიქია ერთდროულად ხვდება ქვედა ორ: დროისა და სივრცის მეოთხედებში, თუმცა თითოეული განსხვავებულად ვლინდება.

ქვემოთ განვიხილავ სტიქიების მახასიათებლებსა და ვექტორებს შორის მსგავსებებს. ასევე, რა დამოკიდებულებაა ერთი და იგივე სტიქიის წარმომადგენლებს შორის.

 

მიწის სტიქია

კუნთის ვექტორი

მიწის სტიქია, როგორც კუნთის ვექტორი მთლიანად დედამიწას მოიცავს. ეს არის ერთიანი ფუნდამენტი. მიწა არის დედამიწის მატერია, ისევე როგორც კუნთის ვექტორი არის კაცობრიობის სხეული. ორივე უძრავი და მონოლითურია. დედამიწის განვითარების ისტორიას თუ შევხედავთ, კუნთის ვექტორსა და მიწის სტიქიის მსგავსებად შეიძლება ჩაითვალოს ნივთიერების განვითარების მინერალური დონე. დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ დედამიწა იყო გავარვარებული მტვრის მასა, რომელმაც თანდათან მიიღო პლანეტის სახე. მიწა არის პირველი გამოვლენილი სტიქია დედამიწაზე, რომელიც გახდა განვითარების საფუძველი, ბაზა. კუნთის  ვექტორიც ასევე არის საკაცობრიო სხეული. კაცობრიობა, როგორც კუნთური სხეული, განახლებას განიცდის სხეულების ცვლით.მიწის ჭრილში კარგად ჩანს მისი განვითარების ფენები. მიწის თვისებაა იარსებოს, შეინარჩუნოს თავისი თავი. ისევე როგორც კუნთის ვექტორის ფუნქციაა შეინარჩუნოს მატერია საკაცობრიო სხეულის სახით.

მიწის სტიქია სივრცის მეოთხედში არის  მყარი დედამიწა ანუ ბირთვი და მანტია.

 

ანალური ვექტორი

მიწის სტიქია ანალურ ვექტორში არის დედამიწა დაყოფილი კონტინენტებად, ერთგვარად გამოყოფილი ტერიტორიები. კუნთის ვექტორის წილი მიწის სტიქიისგან განსხვავებით, მიწის ეს ნაწილი სიცოცხლისუნარიანია. ანალური ვექტორი არის ნიადაგი-დედამიწის ზედა, ნაყოფიერი ფენა. ნიადაგი უზრუნველყოფს მცენარეული საფარის არსებობას. ნიადაგში ხდება ყველა არაცოცხალი ნივთიერების თუ ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების საბოლოო პროდუქტების დაშლა და გადამუშავებულის ხელახლა გამოყენება სასიცოცხლო ციკლში. ამ პროცესს სჭირდება დრო და დიდი მოცულობის ტერიტორია, რაც ნიადაგს ნამდვილად აქვს. ანალური ვექტორის ფსიქიკის მოცულობაც ასევე უზარმაზარია. მისი ფუნქციაა გადაამუშავოს ფსიქიკური ინფორმაცია, სასარგებლო შეინახოს და გადასცეს მომავალ თაობას. ნიადაგში მოხვედრილი მცენარის თესლი იღებს მისთვის სასიცოცხლო  მიწის „გამოცდილებას“-უკვე გადამუშავებულ ნივთიერებებს. ანალური ვექტორიც ასე  გადასცემს გამოცდილებას. ორივე მყარი და სტაბილურია. ანალური ვექტორი თავისი არსით მშობელია, ეს არის დედა-მიწა. ფიზიკურად ზრდის და ზრუნავს შთამომავლობაზე.

დროის მეოთხედში არსებული მიწის სტიქია არის დედამიწის ქერქი.

იმის გამო, რომ სხვადასხვა მეოთხედებში ხვდებიან, ერთი სტიქიის წარმომადგენლები ერთმანეთთან  დაჭიმულობაში იმყოფებიან. ორივე მიწაა, თუმცა ანალი გამოყოფს და კუნთი აერთიანებს. სივრცის მეოთხედში მიწის სტიქია გაერთიანებაა. დედამიწის ბირთვია და კონტინენტების სახით რა ცვლილებაც არ უნდა განიცადოს, მაინც ერთიანი წარმონაქმნია. დროის მეოთხედში კი მიწის სტიქია იცვლება კონტინენტების სახით.

 

ცეცხლის სტიქია

ურთრალური ვექტორი

ცეცხლი ურეთრალურ ვექტორში გამოხატულია მზის სინათლით. მზე დედამიწისთვის სითბოს და სინათლის მუდმივი წყაროა. ცეცხლის თვისება არის გარდაქმნა, ანუ ტრანსფორმაცია. ყველაფერი რასაც ცეცხლი ეხება, გარდაიქმნება. ტრანსფორმაცია არის პროცესი, რომლის მიმდინარეობისას ირღვევა, იშლება ძველი და იქმნება ახალი.

ცეცხლის თვისებაა წვის შედეგად სინათლის გაცემა. ურეთრალური ვექტორიც ასევე „იწვის“ და გასცემს.

მზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწისთვის, თუმცა მისი ზოგიერთი გამოსხივება დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს. ურათრალი იბადება ბელადად, თუმცა ყველა მათგანი არ ხდება ბელადი. მზის სხივებიც ასევე გაივლის “გადარჩევას“, სანამ დედამიწის ატოსფეროში შემოაღწევს. ურეთრალი მზის სხივივით მყისიერია. მზესავით ქარიზმატულია და სინათლესავით მიუძღვის ჯგუფს „სიბნელეში“. ურეთრალი მზის სხივივით მყისიერია. მზესავით ქარიზმატულია და სინათლესავით მიუძღვის ჯგუფს „სიბნელეში“. ურეთრალი მოძრაობა ნახტომისებურია. ისე, როგორც დღე და ღამე ენაცვლება ერთმანეთს. ყოველი ახალი დღე, ახალი გარღვევაა, რომელსაც მოჰყვება დასვენება ღამის სახით. ესაა ცეცხლის მოძრაობა დროში, რომელიც უსასრულოა.

ცეცხლის სტიქია დროის მეოთხედში არის მზის სინათლე, ის, რაც დროში უსასრულოდ არსებობს და მუდმივად ტრანსფორმირდება.

 

კანის ვექტორი

დედამიწის სივრცეს ანათებს მზის სხივები. კანის ვექტორი, როგორც ცეცხლის სტიქია დედამიწაზე სივრცეს შემოსაზღვრავს დღის სახით. დღის სინათლე დედამიწის ერთ ნახევარს ანათებს, მეორე ნაწილი გაუნათებელი რჩება. კანის ვექტორი, როგორც განვითარების ცხოველური დონე ანუ მოძრაობა, არის დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო. ღერძის გარშემო ბრუნვა იწვევს დღე-ღამის მონაცვლეობას. ამ მოძრაობით ხდება სინათლის მთელ დედამიწაზე გავრცელება. ისევე, როგორც კანის ვექტორის მიერ ურეთრალის ბრძანების გავრცელება მთელ ჯგუფში. კანის ვექტორიანი ფეხდაფეხ მიჰყვება ურეთრალს.

დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, შედეგად დღე და ღამე არ არის მყარი მოცემულობა. კანის ვექტორში გამოვლენილი ცეცხლის სტიქია არის დღე-ღამური მონაცვლეობა დედამიწაზე. კანის ვექტორი შემოსაზღვრავს სივრცეს და შედეგად ვიღებთ დღეს და ღამეს. ცეცხლის სტიქიის ამ ნაწილით ყოველ წამს იცვლება აწმყო. ყოველ წამში  დედამიწის ახალი ტერიტორიაა განათებული. ყოველი დღე არის ახალი ლანდშაფტი, ახალი მოცემულობა და ცოცხალი ნივთიერების კაფსულას სჭირდება ადაპტაცია მასთან. ღამე არის დასვენების და ენერგიის აღდგენის პერიოდი.

ცეცხლის სტიქია სივრცის მეოთხედში არის  დღე-ღამე, ის, რაც სივრცეში  უსასრულოდ არსებობს და მუდმივად ტრანსფორმირდება.

ორივე ცეცხლია, ურეთრალიც და კანიც, თუმცა კანი ერთი ნაბიჯით ყოველთვის ჩამორჩება ურეთრალს.

 

წყლის სტიქია

ორალური ვექტორი

წყლის სტიქია, როგორც ორალური ვექტორი არის მოძრავი წყალი, ჩანჩქერები, მდინარეები, ნაკადულები, ატმოსფერული ნალექები. წყალი, რომელსაც გააჩნია ენერგია სამოძრაოდ. წყალი, რომელიც ცვლის მდგომარეობებს.

წყლის სტიქია ენერგიის მეოთხედის გარე ნაწილში არის მოძრავი წყალი.

 

ვიზუალური ვექტორი

თუ ვიზუალს განვიხილავთ როგორც წყლის სტიქიის მუდმივ, სტაბილურ  ფორმად, ეს იქნება ოკეანეები, ზღვები, ტბები და ნებისმიერი წყალი, რაც დედამიწაზე დამდგარი სახით არსებობს. წყლის წრებრუნვაში მყოფი წყლისგან განსხვავებით  დამდგარი წყალი ფიქსირებულია, ინარჩუნებს ფორმას და პრინციპებს. ვიზუალიც ღრმა წყალივით ურყევია შინაგანად, მაგრამ ზედაპირზე ღელავს. ვიზუალური ვექტორი სიცოცხლის დამცველია. ეს ვექტორი ინახავს ემოციებს, ისევე როგორც წყალი ინახავს ინფორმაციას. ბუნებაში წყალი უნივერსალური გამხსნელია, ისევე როგორც ვიზუალი. მას ყველასთან „რეაქციაში შესვლა“  და გაგება სურს. ასეთი წყალი სიცოცლის დასაწყისია. ეკოსისტემის ჩამოყალიბება დამდგარ წყალშია შესაძლებელი, ამიტომ არის ვიზუალური ვექტორი განვითარების მცენარეული დონე.

წყლის სტიქია ინფორმაციის მეოთხედის გარე ნაწილში არის დედამიწის ზედაპირული წყლები ანუ დამდგარი წყლები. 

ორივე წყალია, თუმცა ვიზუალი  გამოყოფს და ორალი  აერთიანებს. ვიზუალი როგორც შემოსაზღვრული წყალი, გამოყოფილია დანარჩენი წყლის მასისგან. თითოეულ ტბაში თუ წყალსაცავში მისთვის დამახასიათებელი ეკოსისტემაა. ორალური ვექტორი, მოძრავი წყლის მსგავსად აერთიანებს ეკოსისტემებს, ორთქლდება ჰაერის მეშვეობით და მოდის ატმოსფერულ ნალექებად. იცვლის ფორმებს და მისთვის არ არსებობს საზღვრები და ხშირად არღვევს ტბებისა და სხვა დამდგარი წყლების სიმყუდროვეს. ორალსა და ვიზუალს შორის დაჭიმულობის მაგალითია, ორალის მიერ ვიზუალის დაცინვა და ვიზუალის პროტესტი ორალის ცხოველურ ბუნებაზე.

 

ჰაერის სტიქია

სმენის ვექტორი

დედამიწა გარშემორტყმულია აირების სქელი ფენით-ატმოსფეროთი. ჰაერი, როგორც სმენის ვექტორი გამოყოფილია დედამიწისგან და დანარჩენი სტიქიებისგან. ატმოსფერო დედამიწის გარსია, იგი სმენის ვექტორივით ჯგუფიდან მოშორებით იყოფება.

 

ყნოსვის ვექტორი

ჰაერის სტიქია ენერგიის მეოთხედის შიდა ნაწილში არის ჟანგბადი.  ატმოსფერო ხუთ ძირითად ფენად იყოფა. აქედან, დედამიწაზე სიცოცხლე ტროპოსფეროს საზღვრებს არ სცილდება. ტროპოსფერო ესაა ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ და გარშემორტყმული ვართ. ამრიგად, ტროპოსფეროს მნიშვნელობა სიცოცხლისათვის ცხადზე უცხადესია. ყნოსვის ვექტორი ჰაერივით უხილავი და ყველგანმყოფია. ყნოსვის და ჰაერის საერთო თვისებაა უხილავობა. ჰაერი,როგორც ყნოსვის ვექტორი არის ჟანგბადი. მისი მეშვეობით ხდება სუნთქვა. სუნთქვა თავისი არსით გაუცნობიერებელი აქტია. ჟანგბადის ორი ატომის შეერთებისას წარმოიქმნება აირი, რომლითაც ვსუნთქავთ. მაღალი ელექტრული ძაბვის განმუხტვის არეალში შეიძლება ამ ორ ატომს მესამეც დაემატოს – ეს უკვე ოზონია. ატმოსფეროს მაღალ შრეებში მიმდინარე ელექტრული განმუხტვისას ოზონი მუდმივად წამოიშვება და დედამიწის გარშემო გროვდება, ქმნის რა ოზონის შრეს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს.მსგავსად ყნოსვის მიერ ურეთრალი ბელადის ხელდასმისა. ოზონის ფენას ყველა მზის სხივი ვერ გაივლის. სიცოცხლის უსაფრთოების გარანტი სწორედ ეს გარსია.

ორივე ჰაერია, თუმცა სმენა ერთი ნაბიჯით უსწრებს ყნოსვას,მსგავსად ურეთრალისა, რომელიც კანზე ერთი ნაბიჯით წინაა.

 

 

ავტორი: ნინო მეგრელიშვილი