სტოპ კადრი ანუ შეხედე შენს თავს გვერდიდან.

დროის უკმარისობის გამო ადამიანები იშვიათად განიხილავენ საკუთარ თავს საკმარისი ყურადღებით. პარადოქსია, მაგრამ ყოველთვის გვეჩვენება, რომ გარესამყარო, ადამიანები, მოვლენები, ნივთებიც კი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი „მე“-ს შესწავლა. თითქოს ჩვენ თავს ისედაც საკმარისად კარგად ვიცნობთ. თუმცა მეხსიერება საკუთარ თავთან მიმართებაში ისევე შერჩევითია, როგორც გარესამყროსთან მიმართებაში.  ჩვენ, როგორც წესი, უგულებელვყოფთ თვითშემეცნებისათვის ისეთ საჭირო, ხელმისაწვდომ და მომუშავე ხელსაწყოს, როგორიცაა დაკვირვება. არა და რა სირთულეა – გამოვნახოთ დღის განმავლობაში რამოდენიმე წუთი და დავაფიქსიროთ (ჩავიწეროთ ან დავფიქრდეთ მაინც) რა მეტად გვაღელვებს, რისკენაა ჩვენი ყურადღება მიბყრობილი, რაში ვხარჯავთ ჩვენ ძალებს და ენერგიას, რაზე ვოცნებობთ.

თვითშეფასება ეს არის ის – რასაც ჩვენ თავზე ვფიქრობთ.  საკმარისი იქნება გავაკეთოთ ერთი სტოპ -კადრი, შევხედოთ ჩვენს პირად სტანდარტებს: ურთიერთობებსა და ღირებულებებში, მდგომარეობებსა და შეგრძნებებში,  ქცევებსა და მოქმედებებში – მაშინ შევძლებთ სრული ზომით შევიგრძნოთ საკუთარი ფასეულობა.

ესაა ერთგვარად – გარედან მიპყრობილი მზერა ჩვენ თავზე.  ასე შევძლებთ გავერკვეთ თუ რა დავტოვოთ უცვლელი, რა გამოვასწოროთ, რაზე შეგვიძლია ვთქვათ უარი ჩვენი მიდრეკილებების სწორი ფორმირებისთვის,  და რას დავეყრდნოთ ჩვენი თვისებების, ღირსებებისა თუ ცხოვრებისეული  უნარჩვევების არსენალიდან.  ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვიახლოვდება ოცნება-ექცევა რა  მიზანი ყურადღების ფოკუსში. იმიტომ, რომ ახლა, მე, საკუთარ თვალში, მაქვს მეტი ფასი ვიდრე ამ წუთამდე. ესაა ერთგვარი ნაცნობობა საკუთარ თავთან შემდგომი მოქმედების დაწყებისათვის იმ როლის-რომელსაც ვგრძნობ ჩემ თავში,  და  იმ მდგომარეობის-რომელში შესვლასაც ვსწავლობ – გავლით, საკუთარი მეტაფორების მეშვეობით, რომლებიც იწვევენ განსაზღვრულ ალეგორიებს, ხატებებს, შეგრძნებებს სხეულში.

საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად ნელა

მიდიხარ, მანამდე, ვიდრე არ გაჩერდები.“ (კონფუცი)

ადამიანი ყოველთვის ეძებს გზებს გააერთიანოს თავისი სურვილები და შესაძლებლობები,  ოცნებები და რეალური მიზნები, თავისი შინაგანი და გარე სამყარო. ეს რეალობად იქცევა თუ გავეცნობით  საკუთარი თავის მართვის სისტემურ სამუშაოებს.  როდესაც იპოვი „შენ საქმეს“ და დაეუფლები ამ სამყაროში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის საჭირო თამაშის წესებს.  როდესაც ვიცი საიდან მივიღო საჭირო ენერგია მოქმედებისთვის და როგორ მივიყვანო პროცესი სასურველ შედეგამდე ცხოვრების ჩემ ვითარებაში, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, კონკრეტულ დროს, – მოგებულ პოზიციაში ვარ მე.

წყარო: http://training8.ru/observation/stop-kadr-v-zhizni

მთარგმნელი: ekoterine sagittarius