სქესი

ორ სქესად დაყოფის მნიშვნელობა უზარმაზარია. იგი იძლევა ნაპერწკალს, რომელსაც უწოდებენ «სექსი-მკვლელობის კორიდორს». ეს ნაპერწკალია სწორედ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ამ ნაპერწკლის წყალობით ქალი იზიდავს მამაკაცს, მამაკაცი კი — ქალს. ამ ნაპერწკალის წყალობით იბადებიან ბავშვები, ამ ნაპერწკალის წყალობით მიდის მამაკაცი ომში, სამსახურში, გარდაქმნის ლანდშაფტს, ომობს, გამოიმუშავებს და მოაქვს გამომუშავებული თავისი მდედრისთვის, და მხოლოდ ამ მდედრის გამო აქვს სურვილი, რომ იაროს და გამოიმუშავოს. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.

აი, მეზობლად ცხოვრობს ანალ-კან-კუნთი ვასია. სამი ქვედა ვექტორი, უზარმაზარი ლიბიდო, ბოინგ 747, ჯანმრთელი, მძლავრი, შეუძლია მუშტით ხარი დააგდოს. ზედა ვექტორები არ აქვს, ამიტომ ლიბიდო არაა დასუსტებული. ვასია დაბრუნდა ჯარიდან, 20 წლის, სექსუალური ენერგია იმდენი აქვს, რომ სახლში ყოფნა არ შეუძლია. ქუჩაში გადის, ცოცხალი ნივთიერების მთელი მდედრობითი ნაწილი სურს, იმდენად, რომ მმაჩ-ის ბიუროში ვერ აღიქვამს, რა ჰქვია პატარძალს. სტუმრები, სადღეგრძელოები, მილოცვები, მარადიულ სიყვარულს უსურვებენ ვასიას, რომელსაც ზედა ვექტორები არ აქვს, ძლივს გაუძლო, ძლივს მოითმინა ღამემდე. დაემშვიდობა სტუმრებს, ვისაც წასვლა არ უნდოდა, იმას დაეხმარა, კარი მიაჯახუნა და არაადამიანური ღრიალით… ნუ, თავადაც ხვდებით. პატარძალიც ასეთივეა, ანალ-კან-კუნთი განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით, ან საერთოდ ზედა ვექტორის გარეშე, ბედნიერია, ნამდვილ მდედრად გრძნობს თავს. თაფლობის თვე, სამი დღე თურქეთში, ოცი დღე ვასიას მამის დაჩაზე, სიყვარულობები, დასვენება, თევზაობა, უამრავი გეგმა: «აი, ახლა დავიწყებთ ცხოვრებას, საკუთარ ბიზნესს გავხსნით, სამოთახიან ბინას შევიძენთ». იმდენი ენერგია აქვს! იწვის ვასია, ისე უნდა, რომ იბრძოლოს, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით, ახლა კი მეგობრების მონახულება, დალევა, მწვადები, ცოტა ნაკლები გეგმა და ცოტა მეტი დასალევი, თევზაობა, ძმაკაცები, შემდეგ შემთხვევითი გასამრჯელოები. გეგმების ნაცვლად უკვე საკმაოდ მყარი ალკოჰოლური დამოკიდებულება. სკოლაში ვასია არც ისე ძალიან მონდომებული იყო, ამიტომ განსაკუთრებული განვითარება ვერ მიიღო, მშობლებსაც არ მოუკლავთ თავი მის განვითარებაზე, ვასია ვერ გახდა პროფესიონალი, რადგან არანაირი პროფესია არ იზიდავს. გადის თვეები, წლები, ცოლი მობეზრდა. კანის ვექტორი შეგრძნებების სიახლეებს ეძებს, ლტოლვა მიდის, მის ნაცვლად კი არაფერი ჩნდება. გასუქებული, გაზარმაცებული ვასია კიდევ ღრიალებს, მაგრამ არა იმ ცეცხლისგან, რომელიც შიგნიდან წვავს, არამედ საკუთარი არარეალიზებულობისგან, ყველა ფრონტზე ტანჯვისგან. ძლივს ახერხებს თავის დაძვრენას ცოლისგან, რომელიც მოდის და დოინჯშემოყრილი უყვირის: «გაიტანე ვედრო, საქონელო! რომ აგდიხარ მთელი დღე ტელევიზორთან! ერთი კვირაა სავარძლიდან არ ამდგარხარ! მალე ჩაფსმას დაიწყებ სიზარმაცისგან. რამდენი უნდა გეჩხუბო?! ბავშვს არაფერი აქვს საჭმელი, სახლი არეულია, შენ კიდევ განძრევაც არ გინდა!». «სიამოვნებით ჩავარტყამდი მუშტს, რომ არც თვითონ იყვიროს და არც სხვა აყვიროს!». არა, ვასიას უკვე აღარც სურვილი აქვს და აღარც ლტოლვა, აღარაფერი ანთია მასში, არაფერი არ უბიძგებს ომისკენ, მოპოვებისკენ, მამონტისგან ხორცის მოგლეჯისკენ და გამოქვაბულში მოტანისკენ. ვასიას ოჯახური ცხოვრების ფორმულაა — ფერადი ტელევიზორი «რადუგა» პლუს ალკოჰოლი, პლუს თავისნაირი ძმაკაცები. ცოლთან ურთიერთობის ფორმულა — «შემეშვი ლუსკა, შენს გარეშეც გული მერევა».

და აი, ერთხელ, ვასიამ გაჭირვებით ასწია თავისი ეროგენული ზონა სავარძლიდან და გაემართა უახლოესი ლუდხანისკენ. იქ კი ის დგას, ნამდვილი ქალი, ისეთი, რომელზეც ვასია მთელი ცხოვრება ოცნებობდა. იგი ლუდს უსხამს ვასიას, თან უღიმის, ვასიაც უყურებს მას და ასევე უღიმის. ისაუბრეს, იხუმრეს. ცხოველური დონის ტერმინებით — იყნოსეს ერთმანეთი. და ვასიას ცოლი საინტერესო ცვლილებებს აკვირდება. აი, ვასია ორი საათით გაქრა ჩულანში, აიღო ჰანტელები, რომელსაც უკვე ორი წელია არ მიჰკარებია. განსაკუთრებულად არ იდებს თავს ვარჯიშზე, მაგრამ უყურებს მაინც, რაღაცაზე ფიქრობს. ნახევარი წლის მანძილზე პირველად გაიპარსა წვერი, დაიბანა. წელიწადში პირველად გაიხეხა კბილები. და რეგულარულად დაიწყო მაღაზიაში სიარული. ისე შეუყვარდა ლუდი, რომ სადღაც მტვირთავობითაც დაიწყო გამომუშავება, რომ ცოტა ფული მაინც ჰქონდეს. რა არის ეს? იქნებ სიყვარულია? არა, ეს სიყვარული არაა, რადგანაც ვასიას არ აქვს ზედა ვექტორები. ეს სწორედ ის ლტოლვაა, ის ნაპერწკალია, რომელიც მამაკაცს მოძრაობას აიძულებს, ზარმაცი, მსუქანი ზღვის გოჭისგან მრისხანე, მებრძოლ ვეფხვს ქმნის. და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ლუდის გამყიდველს სწორედ იგივე ვექტორული ნაკრები აქვს, რაც მის ცოლს. მთავარია, რომ მიმდინარე ვითარებაში ვასიას ეს ქალი უფრო შეეფერება. სიახლის შეგრძნებას კანის ვექტორში თავისი წვლილი შეაქვს. და აი, ჩვენი ვეფხვი ამოძრავდა. რამდენია ასეთი ისტორია? უამრავი. თითქმის ყველა სახლში ხდება ასე.

რაშია ამ ისტორიის აზრი? იმაში, რომ სწორედ ეს ლტოლვაა ძრავი, რომელსაც მივყავართ კორიდორით — «სექსი-მკვლელობა», რომლის მეშვეობითაც ვიცვლებით და ჩვენს გარშემო სამყაროც იცვლება. ეს არაა სიყვარული, ასე ფიქრობს ვიზუალების უმეტესობა, და მრავალ არავიზუალს სჯერა მათი, და არც სილამაზეა, რომელიც სამყაროს გადაარჩენს, ესაა ცხოველური უხეში ლტოლვა მამრისა მდედრისადმი, ესაა სექსის სურვილი, რომელიც მამრს ბრძოლისკენ, ნადირობისკენ უბიძგებს. მას ბანანების ტოტი მოაქვს ქალისთვის, ბავშვი უჩნდებათ, ჩნდებიან ახალი სხეულები, იცვლება ლანდშაფტი. და ეს ახალდაბადებული სხეული, რომელსაც დედა და მამა ჰყავს, ცოტათი მეტი პოტენციალი აქვს განვითარებისთვის. მე ახლა ვსაუბრობ ქვედა ვექტორებზე, ლტოლვაზე. მე არ ვსაუბრობ ვიზუალურ გრძნობებზე, ვიზუალურ სიყვარულზე და ყველაფერ იმაზე, რაც შეეხება ვიზუალურ ვექტორს, რაზეც სიმღერების 95%-ში მღერიან, და რაც ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ ესმის. მამაკაცი რაღაცას მხოლოდ ლტოლვის გამო გააკეთებს, სექსისადმი სურვილის გამო, მხოლოდ ამის გამო იბრძოლებს.