სწორია თუ არა სვფ-ში დასახელებული ვექტორების პროცენტული ფარდობითობა?

სვფ-ს ლექციებში ხშირად ამბობთ რომ სმენის და ვიზუალის ვექტორიანების დაახლოებითი რაოდენობა 5-5%-ია.  მგონია რომ ეს რიცხვები არარეალურია, რადგან ჩემს გარშემო უმეტესობას აქვს სმენის, ან ვიზუალური ვექტორი (ბევრს ორივე). თუ ეს პროცენტები სწორია, რატომ ხდება ასე?

არის სამი ძირითადი შტრიხი: 1. სუბიექტური ფაქტორი, ადამიანი საურთიერთოდ ირჩევს თავისთან ვექტორულად მაქსიმალურად ახლოს მდგომ პირებს. მაგალითად სმენის, ან ვიზუალის ვექტორიანისთვის უინტერესოა იურთიერთოს იმ ადამიანებთან, ვისაც ზედა ვექტორები არ აქვს. 2. თანამედროვე ეპოქში ქალაქები ზედა ვექტორებზე გავლით ვითარდება, ამიტომ ზედა ვექტორიანების დიდი ნაწილი ქალაქებშია კონცენტრირებული და იქ მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას საშუალოდ 4-6 ვექტორი აქვს. იმ ქვეყნებში რომლებიც ჯერ კიდევ კუნთურ, ან ანალურ ფაზაზე არიან (აფრიკა, ინდოჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ ამერიკის ნაწილი), განსაკუთარებით მათ პერიფერიებში მრავლადაა თავმოყრილი ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზედა ვექტორი საერთოდ არ აქვთ. სხვანაირად თუ ვიტყვით პროცენტულობა ნაწილდება თელ კაცობრიობაზე და არა ერთ კონკრეტულ ქალაქზე ან ერზე. 3. პროცენტულობა გამოთვალა სისტემის შემქმნელმა ვიქტორ ტლკაჩოვმა, თუმცა როდესაც ამ საკითხს იკვლევდა, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ არსებობს ვექტორული კობინაციები (შერეული ფსიქოტიპები), პირველი კომბინაცია კან-ვიზუალი, გახსნა იური ბურლანმა, შემდეგი ურეთრალ-სმენა კი მოგვიანებით ისევ ტალკაჩოვმა, ასევე აღმოჩდა, რომ ნებისმიერს აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი, რამაც პირველადი პროცენტული გათვლები ეჭვქვეშ დააყენა, რადგან აღმოჩნდა რომ ქვედა ვექტორების პროცენტულობა 100% ია და არა 84%. შესაბამისად იცვლება ზედა ვექტორების პროპორციულობა, თავად ტალკაჩოვს ახალი გამოთვლების ჩატარება არ დასცალდა (გადაიცვალა). ჩვენ კი ხელახალი გამოთვლები ახლახანს დავიწყეთ და ჯერ დასრულებული არაა, რადგან საკმად სერიოზული სამუშაოა ამ მხრივ ჩასატარებელი, ჩვენი ფინანსური და ადამიანური რესურსები კი ძალიან შეზღუდულია. ამიტომ ამ ეტაპზე მოცემულობად ჯერ კიდევ ტალკაჩოვის გამოთვლებს ვიღებთ (რადგან ჯერ სხვა უკეთესი არ არსებობს). 🙂