სხვაობა ზედა და ქვედა ვექტორებს შორის

აუცილებელია, რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ თავად ვექტორების მნიშვნელობას ფსიქოლოგიის ამ მიმართულებში და განვიხილოთ რა სხვაობაა ქვედა და ზედა ვექტორებს შორის.

პირველ რიგში რა არის თვით ვექტორი? მათემატიკიდან ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ვექტორი ესაა მიმართულების აღმნიშვნელი. განმარტებით ლექსიკონსი ვკითხულობთ: ,,ვექტორი vector “წამყვანი” – სწორხაზოვანი მონაკვეთი, რომელსაც გარკვეული მდგომარეობა და მიმართულება აქვს. ჩვენს შემთხვევაში ვექტორი ასევე მიმართულების გამომხატველია, უფრო კონკრეტულად, ის გამოხატავს სურვილისმიმართულებას.

მაინც რას ნიშნავს ეს? ნებისმიერი ჩვენგანი ვიბადებით რაღაც განსაზღვრული მოცემულობით, კონკრეტული სხეულით, სქესით, კანის ფერით, გენეტიკური თავისებურებებით, ნაციონალურ-ეთნიკური კუთვნილებით და ა.შ. ამ მოცემულობების გარდა თითოეულ ჩვენგანი მიეკუთვნება რაღაც ფსიქოტიპს. ვინც ჩვენს ლექციებს ეცნობით იცით, რომ სისტემური აზროვნება განასხვავებს სურვილის 8 ძირითად მიმართულებას და მათი კომბინირებით მიღებულ 256 სიმბიოზირებულ ფსიქოტიპს.

თუ ყურადღებით დავაკვირდებით დავინახვათ, რომ კაცობრიობა მოძრაობს დროის ღერძზე წინ, წარსულიდან მომავლისაკენ. თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს მოძრაობა არაა სწორხაზოვანი და მიმდინარეობს ორ ფიზიკური და მეტაფიზიკურ  პლანზე.

რა ხდება ფიზიკურ ღერძზე? აქ დგას ჯგუფი, რომელსაც წინ მიუძღვის ურეთრალი, მას მიჰყვებიან კანური ზომის კონტროლით შემოსაზღვრული კუნთის ვექტორიანები. ხოლო ანალის ვექტორიანები დგანან უკან და ჯგუფს უკანმოუხედავი წინსვლის ნაცვლად, აიძულებენ წარსულის გამოცდილების გათვალისწინებას.

რა ხდება მეტაფიზიკურ ღერძზე? პრინციპში თითქმის იგივე: არის სმენის ვექტორი, რომელიც ქმნის იდეას – როგორც ჯგუფის მომავალ მდგომარეობაში გადასვლის წერტილს, და ამ იდეით ადამიანებს უსახავს მიზანს და მიმართულებას. არის ყნოსვის ვექტორი, რომლის ძალაუფლების საცეცები გარს ეკვრის მთელ ჯგუფს, ახდენს მის რანჟირებას და აქცევს ერთი მმართველობის ქვეშ. არის ორალური ვექტორი, რომელიც ვერბალური ძაფებით აერთიანებს მთელ ჯგუფს. არიან ვიზუალები, რომლებიც ორიენტირდებიან მოცემულ მდგომარეობაზე, იმის დაცვასა და შენარჩუნებაზე, რაც უკვე არსებობს.

ქვედა ვექტორებს ჩვენ ვუწოდებთ იმ ვექტორებს, რომლებიც პირობითად განლაგებულნი არიან ფიზიკურ ღერძზე და რომელთა ძირითადი მახასიათებლები ორიენტირებულია ჯგუფის ფიზიკურ არსებობაზე, მის შენარჩუნება-გამრავლებაზე და წინსვლაზე ფიზიკური კუთხით. ესენია: კუნთის, ანალური, კანის და ურეთრალური ვექტორები.

ზედა ვექტორები ის ვექტორებია, რომლებიც ,,განლაგებულია“ მეტაფიზიკურ (მდგომარეობის) ღერძზე და რომელთა მახასიათებლებიც ორიენტირებულია მეტაფიზიკურ ფასეულობებზე, ჯგუფის მოძრაობაზე არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური კუთხით. ესენია: ორალური, ვიზუალური, ყნოსვის და სმენის ვექტორები.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე