ს.ვ.ფ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (ნაწილი 1)

იყო ბედნიერი –ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ.

-მამიკო,რომელია უფრო მეტი – ადამიანები თუ ვარსკვლავები?
-ო,ღმერთმა იცის, რამდენი ვარსკვლავია ცაზე
-მამიკო,როდის მოვკვდებით ჩვენ, და როდის აღგვადგენს ღმერთი?
-რა არის ცნობიერება?
-რა არის სამყარო?
-რა არის წონასწორობა?
მსგავსი კითხვები მესმის მე პატარასაგან,რომელიც მხოლოდ 5 წლისაა… და მესმის ისიც, რომ მისი თაობა კარდინალურად განსხვავდება ჩემისგან. ეს პატარა ადამიანები, უცნაური თაობა, რომელიც დაიბადა 2000 წლის შემდგომ, სამყაროსა და საკუთარ თავს სრულიად სხვანაირად აღიქვამენ. მათთვის პრიორიტეტს თავად სიცოცხლით ტკობა წარმოადგენს და ყოველი სხვა თავს მოხვეული თუ ნაკარნახები გარედან, მეორე პლანზე გადააქვთ. მათ უნდათ ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თვითნაბადი როლის აღსრულებით! სწორედ ეს წარმოადგენს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს. მათი სურვილია სიამოვნება და კმაყოფილება მიიღონ თავიანთი შემოქმედებისაგან, სხვა მხვრივ… ასეთი მაღალი დონის ტემპერამენტი უზრუვებელყოფს საშინელ ტანჯვას უკმარობისაგან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში თვით მათი სიცოცხლისათვის საშიშსაც კი წარმოადგენს.
შეცბუნებული ვარ. ვუყურებ ჩემს შვილებს და უცნაური გრძნობა მებადება. ადამიანები ასეთი დიდი ტემპერამენტით, კაცობრიობის არსებობის მანძილზე პირველად იბადებიან. ისინი შეიძლება გახდნენ ყველაზე ბედნიერნი, შთამაგონებელნი, ყველა დამოკიდებულებით აღსავსე და პროგრესულნი, რომლებსაც აქვთ შანსი იცხოვრონ კაცობრიობის განვითარების ახალ ფაზაში, მაგრამ ამასთან ერთად საკუთარ თავზე ღებულობენ თვითგანადგურების რისკს, ვინაიდან ამათგან ცოტას თუ შეუძლია იცხოვროს ასეთი ძალის მოჭარბების გამო ფრუსტრაციის განცდით.
გაუგოს საკუთარ თავს, ბუნებას, საკუთარი ფსიქიკის მექანიზმებს, თაობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე სიარულისა და ლაპარაკის ცოდნა. იმის გათვალისწინებით, რომ პასუხები იმ სტილში, როგორიც არის “გაიზრდები -გაიგებ” ან “სკოლაში გასწავლიან” მათ არ აწყობთ, მე დავრწმუნდი, რომ ვექტორული ფსიქოლოგიის საფუძვლებზე მოთხოვნილება გაიზარდა კრიტიკულ დონემდე, და შევეცადე დამეწყო ეს საუბარი.
როგორ ვესაუბროთ ბავშვს სისტემურ ვექტორულ ფსიქოლოგიაზე?
რითი განსხვავდება ყოველი ადამიანი დანარჩენი სხვა ადამიანებისაგან? მას შეუძლია სიარული, ლაპარაკი, გრძნობს და ფიქრობს, მაგრამ მთავარი რაც მას შეუძლია – ეს გრძნობს სურვილს, ა ნ უ სურვილით.
რა არის სურვილი? არსებობს სურვილი ჭამის და სმის, სურვილი ძილის ან სეირნობის, ცეკვის, ან კითხვის. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა სურვილს განიცდის. ყველას არასდროს არ უნდა ერთი და იგივე. ყველას თავისი სურვილი გააჩნია.
მაგრამ საიდან მოდიან ისინი? რატომ არის რომ სხვადასხვა ადამიანების სურვილები ასე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირნი ვიბადებით. გარეგნულად ყველანი ერთმანეთს ვგავართ – ხელები, ფეხები, თავი, ხოლო შინაგანად სრულიად განვსხვავდებით. და ზუსტად ისევე, როგორც ერთს შეუძლია დაიბადოს ხუჭუჭა ქერათმიანი, ხოლო მეორეს, მუქი და სწორი თმებით, ასევე ადამიანები იბადებიან სხვადასხვა ოცნებებითა და სურვილებით. ისევე როგორც ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ თმები და თვალები, არ შეგვიძლია შევიცვალოთ ჩვენი ოცნებები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მათი ასრულება ან ა რ ა…
შენ გიხარია, როცა გამოგდის რაღაც, რაც შენ ძალიან გინდოდა, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ამას ვერ აკეთებდი. შენ განიცდი ტკბობას,თავს კარგად გრძნობ ზეიმობ, მხიარულად ხარ, როცა ანხორციელებ შენს სურვილს.ზოგჯერ ეს ძნელია,ზოგჯერ ეს უცებ არ გამოდის, უნდა ხარჯო დრო, მთელი ძალისხმევა უნდა მიალიო, ძალიან შეეცადო ან თავდაპირველად უნდა გაივარჯიშო რამოდენიმეჯერ, მაგრამ როცა გამოგდის, შენ განიცდი ტკბობას. შენ იღებ იმას რაც გინდოდა,ეს შენი პატარა გამარჯვებაა, გმირობა, ნაბიჯი წინ. და ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ ეს შენ თვითონ გააკეთე.
ეს არის სწორედ ბედნიერება, შენი ბედნიერება! როცა შენ თვითონ ანხორციელებ იმას, რაც შენ თვითონ გინდოდა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე. ეს ყველაზე დიდი სიხარული და ტკბობაა–იცხოვრო შენი სულის სურვილით, ე.ი გაუგო საკუთარ თავს, იცოდე ის, რაც შენ გინდა, და განახორციელო ის ცხოვრებაში.
წინათ ეს ადამიანებისათვის შეუძლებელი იყო, ყველას არ შეეძლო გარკვეულიყო საკუთარ თავში, მაგრამ ეს შენთვის საგრძნობლად ადვილია, შენ ყოფნის ჭკუა, სურვილი და ძალა, ღომ გაიგო ის, თუ რა გინდა სინამდვილეში და რატომ. მე მჯერა შენი და ზძალიან მინდა რომ დაგეხმარო.
ნებისმიერი სურვილი ჩვენში წარმოიქმნება არა უბრალოდ ისე, არც ერთი სურვილი არ ხდება შემთხვევით, პირიქით, ყოველი მათგანი ჩვენ გვეძლევა დაბადებიდან. მეტიც, თუ შენ რამე გინდა, საითკენაც მიისწრაფვი, რაზეც ოცნებობ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ შენ შენ შეგიძლია განახორციელო ეს ოცნება.ის შ ე ნ ი ა! შენ დაიბადე ამ ოცნებით, და შენი სხეულისა თუ გონების ყველა უნარი შესაძლებლობა მოცემული გაქვს შენი ოცნების განსახორციელებლად.
თუ შენ გინდა, ეს ნიშნავს, შენ შეგიძლია. ყველა სურვილი გამაგრებულია შესაძლებლობით, რომ ის დააკმაყოფილო, თუ მხოლოდ ეს სურვილი ნამდვილად შენია, და არა შენი მეგობრის, დედის თუ მასწავლებლის. როგორ გავიგოთ, ის შენია თუ არა? გავერკვეთ, როგორებია ისინი, და ყური მივუგდოთ ჩვენს შეგრძნებებს იმ მომენტში, როცა სურვილი სრულდება.
სინამდვილეში, შენს მიღწევას, საქციელს, მოქმედებას თვითონვე თავისით მოაქვს შენთვის სიხარული, შენ მოგწონს პროცესი, რომელიც ხდება, როცა შენ ანხორციელებ შენს სურვილს, შენ ტკბები ყოველი მომენტით.
ს ხ ვ ი ს ი ს უ რ ვ ი ლ ე ბ ი
როცა შენ აკეთებ რაღაცას არა იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს გინდა, არამედ იმიტომ, რომ უცდი,რომ შეგაქონ, ან მიაღწიო მეგობრობას ვიღაცასთან, ან ჯილდოს სახით იმას, რაც სინამდვილეში გინდოდა,–აი, ეს, შენი სურვილი არ არის, ეს მეთოდია იმის, რომ მოიტყუო თავი, ჩიხია, რომელიც ხშირად მთავრდება არამოსალოდნელი სიხარულით, და თვით სრულიად პირიქითაც–განცვიფრებითა და წყენით. მაშინ შენ გრძნობ თავს ცუდად, შენ ხვდები რომ ეს შეცდომაა.
ასეთ მომენტში ბევრი ადამიანი ეძებს საკუთარ თავში გამართლებას, ისინი ყველაფერში სხვებს ადანაშაულებენ, ან მდგომარეობებს, მაგრამ არაფრით არ უნდათ გაიგონ, რომ შეცდნენ თვითონვე, რადგან სხვების სურვილები თავისად მიიღეს. ისინი აგრძელებენ ტანჯვას საკუთარი შეცდომებისაგან, უჩივიან ბედს, იმის ნაცვლად, რომ გაერკვნენ საკუთარ თავში. ამ დროს კი მათი ნამდვილი სურვილები ასე რჩებიან განუხორციელებულნი, ისინი მოითხოვენ თავიანთი პატრონებისაგან განხორციელებას ცხოვრებაში, აგრძელებენ თხოვნას მათ რეალიზებაზე, ისინი ცდილობენ დაკაკუნებას თავიანთი მფლობელებისათვის. სურვილი, რომელიც არ განხორციელდა, არსად არ ქრება!
როცა ღებულობ შენ არ ღებულობ იმას რაც გინდა, როგორ გრძნობ თავს? ცუდად. როცა არა გაქვს გამოსავალი გააკეთო ის, რაც გინდა, რას გრძნობ? ბრზობ, ნაწყენდები,ჭკუიდან იშლები, ტირიხარ კიდეც. აი ასე გვეუბნებიან ჩვენი სურვილები იმაზე, რომ მათ სჭირდებათ ასრულება, მათ უნდათ,რომ იყვნენ რეალიზირებულნი, და გვაიძულებენ ჩვენ, რომ თავი ვიგრძნოთ ცუდად.
ჩვენი ოცნებები–ეს უბრალოდ ჩვენი კაპრიზები და გამონაგონი არ არის, ეს ეს არ არის ფანტაზიებისა თუ სურვილების შემთხვევითი კრებული. ეს ის განსაკუთრებული ,დავალებაა როგორსაც ჩვენ გვაძლევს ბუნება დაბადებიდანვე . ყოველს, გამონაკლისის გარეშე! და ყოველს–თავისას.
ასრულებს რა ამ დავალებას, ყოველი ადამიანი დებს თავის წილს, ყველა ადამიანის, მთელი კაცობრიობის საერთო საქმეში, ერთი სიტყვით, პატარა ულუფა სარგებელი შეაქვს ცხოვრების მთლიან სურათში.
ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო, პატარა საქმით, ყოველი ადამიანი ხდის ყველა სხვა ადამიანის ცხოვრებას უკეთესად, კარგად, თბილად,, მოხერხებულად, ლამაზად. ზუსტად ასე, ერთი წვეთი, რომელიც ვარდება ციდან, შეიძლება იყოს უხილავი, მაგრამ როცა ეს წვეთი ბევრია, მაშინ ის იწოდება წვიმად და შეუძლია მორწყას ტყე და ბაღი, დააწყუროს ცხოველები და მცენარეები, აავსოს ნაკადულები და მდინარეები.
როცა შენ ცხოვრობ შენი გულისვე გამოძახილით, ხორცს ასხამ შენს ოცნებებს, აკეთებ იმას, რისთვისაც შეგქმნა ბუნებამ, ასრულებ შენს როლს ამ ცხოვრებაში, შენ თავს გრძნობ ბედნიერად. და რაკი ანხორციელებ შენს სურვილებს, ივსები სიხარულითა და ტკბობით, ამასთან ერთად შენ ერთდროულად სარგებლობა მოგაქვს ყველა ადამიანისათვის. მაშინ შენ ცხოვრებას, წვიმის წვეთის მსგავსად, ჩვენს სამყაროში შეაქვს კარგის, კეთილის, მხიარულების ნაწილაკი.
მაგრამ თუ ადამიანი ცდილობს სხვისი გზებით სვლას, ცხოვრებას არა თვისი ცხოვრებით, ცდილობს ფრთები შეასხას არა თავის სურვილებს, იგი მიათრევს საკუთარ თავს ცუდი მდგომარეობისკენ, რომელშიც უნარიანია მხოლოდ ამ სამყაროში შემოიტანოს მხოლოდ ნეგატივი, ბოროტება, წყენა და გაღიზიანება.
დარწმუნებული ვარ, რომ შენ გამოგივა შენს სურვილებში გარკვევა. შენ მუდამ გახსოვდეს იქნება, თუ რა გინდა სინამდვილეში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესძლებ კიდეც ყველა შენი ოცნების ასრულებას, რადგან იცი რომ ოცნებები ჩვენთან ისე უბრალოდ არ მოდიან, არამედ ისინი იბადებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გავხდეთ ბედნიერნი!

 

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/svp-dlya-doshkolnikov-chast-1-byt-schastlivym-znachit-byt-soboi

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili