ს ვ ფ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (ნაწილი 2)

თ ა ნ დ ა ყ ო ლ ი ლ ი ტ ა ლ ა ნ ტ ე ბ ი

–მამიკო რატომ განსხვავდებიან ასე ჩვენი სურვილები?
–რატომ არის, რომ რაც მინდა მე არ უნდა სხვებს, აკი ის მშენიერია
–როგორ გამოვიცნო რა უნდა სხვებს?
–შენ შეგიძლია ჩემი აზრების წაკითხვა?
–რა უნდა ღმერთს?
როცა მე მესმის ასეთი კითხვები ჩემი გოგონა-სმენისაგან, უცაბედად წამოსტყორცნილი ხატვის დროს, ფანქრის გავლებისას ან მანქანაში, როცა მივდივართ ბაღში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გულწრფელი საუბრები მაინც არ რჩებიან უყურადღებოდ დარჩენილნი, თუმცა მეჩვენება, რომ მე უფრო ვსაუბრობ ჩემთვის, ვიდრე მისთვის.
დიახ, მას ბევრი რამ ავიწყდება, ჯერ ვერ აფორმირებს გამოკვეთილად კითხვებს, მაწყვეტინებს, ერთვება კამფეტებზე, მულტფილმებზე, სათამაშოებზე, მაგრამ ვხვდები, რომ ნაღდად ესმის იმაზე მეტი, ვიდრე მე მგონია. ვცდილობ მასთან, როგორც თანატოლთან, მაგრამ 5 წლის ბავშვთან, უბრალო და გასაგები ენით საუბარს, ვაძლევ მას საკვებს დაფიქრებისათვის და საკუთარი დასკვნისათვის, რომლებიც ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებენ. ასეთ შემთხვევის დროს კი მე პატიოსნად ვაღიარებ ხოლმე, რომ არ ვიცი პასუხი და ვთავაზობ მას მისი ერთად მოძებნას.
ჩვენი სურვილები, იმიტომ არიან განსხვავებულნი, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა შეასრულოს ზუსტად ის სამუშაო, რომლის გაკეთებაც მას უნდა, ეს კი ნიშნავს იმას,რომ შეასრულოს ის ყველაზე უკეთ. ერთ ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი, ხომ მართალია? და მარტო ცხოვრებაც არ შეუძლია, ესეც ხომ ასეა? თვით მაშინაც კი როცა ვიღაცას ოჯახი ან ნათესავი არ გააჩნია, მიუხედავად ამისა ის მაინც მარტო არ არის, ვინაიდან ის ცხოვრობს ადამიანთა შორის, საზოგადოებაში, სადაც ყოველი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ჩვენი სამყარო იმიტომ არის ასეთი მრავალფეროვანი და მშვენიერი, იმიტომ გამოგვდის ცხოვრება და განვითარება, სწავლა და ახლის გამოგონება – მზრუნველობას ვიჩენთ ერთმანეთზე, რომ კარგად იყოს ყოველი ადამიანი.
ყ ვ ე ლ ა ზ ე  დ ა მ ჯ ე რ ი  ბ ა ვ შ ვ ე ბ ი
აბა, დაფიქრდი, თუ ადამიანები მხოლოდ იცხოვრებდნენ და არ შეინარჩუნებდნენ წარსულზე მოგონებებს, არ შეინარჩუნებდნენ ცოდნას და დაივიწყებდნენ ყველაფერს, რა მოხდებოდა? ის მოხდებოდა, რომ მე და შენ ვერ შევძლებდით კითხვის და დათვლის სწავლას, ვინაიდან ასოები და ციფრები ჩვენი გამოგონილი არ არის, არამედ იმ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩენამდე დიდი ხნით ადრე, და ეს ცოდნაც გადაეცემებოდა თაობიდან თაობას.
იმის წყალობით, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნარი აქვთ შეინახონ და გადმოსცენ ცოდნა, ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ის, რაც უფროსებმა იციან, შემდეგ მოიფიქრონ რაღაც თავიანთი და და დაუმატონ ცოდნის მარაგს, რომელიც უკვე იქნება ახალი, რაც წინათ არ იყო.
იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს ბევრი ცოდნის დაგროვება და შენახვა, ის უნდა იყოს ამით დაინტერესებული. ხომ მართალია? აი ამიტომაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უყვართ სწავლა. ასეთები არიან მშვიდნი და დაკვირვებულნი, რომ რაღაც დაიმახსოვრონ, მათი სურვილია, რომ ეს საკითხი შეისწავლონ ბოლომდე, გაერკვნენ, ჩასწვდნენ, და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სწრაფად ჩააწყონ ეს საკუთარ თავში ინფორმაციათა შესაბის თაროებზე. ადამიანებს, რომლებიც ფლობენ აზროვნების ასეთ განსაკუთრებულ ტიპს, ანალურ ფსიქოტიპს (ანალის ვექტორიანებს) უწოდებენ.
ისინი ფიქრობენ და ყველაფერს აუჩქარელივ და თანდათანობით აკეთებენ. თუ მათ ავაჩქარებთ, ისინი გადაუხვევენ ამ აზრებიდან და ვერ შეძლებენ გაგრძელებას, და მოუწევთ ყველაფრის თავიდან დაწყება. მაგრამ თუ ასეთი ადამანი იწყებს რაღაც სამუშაოს, ის აუცილებლად მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე და შეეცდება ის ყველაზე უკეთ შეასრულოს.
შენ იცნობ ასეთ ადამიანებს? ვინ ასრულებს აღმზრდელის ყველა დავალებას, ვინ ალაგებს თამაშის მერე ყველა სათამაშოს თავის ადგილას, მაგრამ ამას აკეთებს ნელა და გულისხმიერად, ვინ მიეჩვია ყველაზე უფრო საბავშვო ბაღს, ახალ მეგობრებს ან აღმზრდელს?
აი ასეთ ბავშვს უხარია, როცა აქებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მისი დედაა, მას სიამოვნებს, როცა ყველივეს თავის ადგილს უჩენს, მხოლოდ როცა ამთავრებს ერთ სამუშაოს, მერე კი გადადის მეორეზე.
ყველაზე ცუდი მისთვის – ეს არის, როცა აჩქარებენ, მირეკავენ, აწყვეტინებენ შუაში სიტყვას, საქმეს, მეცადინეობას. მაშინ გრძნობს ის თავს ცუდად, ღიზიანდება და ყველაზე ბრაზდება, ჯავრის ამოსაყრელად შეუძლია აწყენინოს სხვა ბავშვს, არა იმიტომ, რომ ის ბოროტია, არამედ იმიტომ რომ თავს ცუდად გრძნობს, რადგან მას შეაწყვეტინეს, მას კი უნდა, რომ ყველაფერი განაწილდეს თანაბრად: როგორც წყენა, ასევე სიხარულიც.
აი, მან ჩაამთავრა ყველა საქმე, ჩაამთავრა წიგნი, გაასწორა საწოლი, მიიღო ქება მშობლებისაგან ან აღმზრდელისაგან, და ისიც კმაყოფილია, თავს კარგად გრძნობს, მასთან ახლოს ყოფნა სასიამოვნოა, ის პატიოსანი და საიმედო ამხანაგია, დამჯერი და ბეჯითი მოსწავლე, მუდამ დაგეხმარება, ან აგიხსნის გაუგებარს, გასწავლის რაღაცას.
როცა მას მუდმივად აწყვეტინებენ, აჩქარებენ მან ვერ მოასწრო საქმის დამთავრება, ვერ ჩაამთავრა მოთხრობა, ვერ შეასრულა დავალება ბოლომდე, არ შეუქიათ, ვერ შეაფასეს მისი ნაშრომები, გამოდის ის ამაოდ ცდილობდა, ამიტომ ის ნაწყენია, ცუდ განწყობაზეა, არ უნდა არავისთან თამაში, არაფრის თავი არა აქვს. ის ნაწყენია, ცუდ გუნებაზეა, არავის მოსმენა არ უნდა, ყველაფერს ჯიბრზე აკეთებს, აწყენინებს პატარებს, ამტვრევს მცენარეებს და სათამაშოებს, და პანღურსაც კი სთავაზობს ძაღლებსა და კატებს. ის ცუდადაა და ის ცდილობს მის ირგვლივ ყველას ცუდი გაუკეთოს, არა იმიტომ, რომ ის ვერ იტანს ვერავის, არამედ, რომ თავს ძალიან ცუდა გრძნობს.
ახლა გესმის შენთუ რატომ ანდობენ ყველაზე დეტალურ, საკირკიტო და განსაკუთრებულად საყურადღებო სამუშაოს ყველაზე მეტად ასეთ ასეთ განსაკუთრებულ ადამიანებს?
ყველა მათი უნარი და სხეულისა თუ გონების განსაკუთრებულობები ბუნების მიერ შექმნილია სწორედ მსგავსი საქმიანობებისათვის – ინფორმაციის შენახვა, ბავშვთა განსწავლა, მეცნიერებით დაკავება და ა. შ. ასეთ შემთხვევებში ასეთი ადამიანი თავს გრძნობს საუკეთესოდ, და ყოველი ადამიანისთვის მოაქვს სარგებლობა თავისი მუშაობის სახით, სხვა მხვრივ ის ცუდად არის, და მის ირგვლივ ყოფნა არავის არ სიამოვნებს, და არავითარი სარგებელი მისგან სხვა ადამიანებისადმი არ არის.
როგორ ფიქრობ, როგორი სურვილები აქვს ასეთ ადამიანს? რა უნდა მას, რა უყვარს?
მართალია! მიიყვანოს თავის საქმე ბოლომდე, ნებისმიერი საქმე,დაამყაროს წესრიგი ყველგან, დაალაგოს ყველაფერი თაროებზე (სათამაშოები-კარადაში, ცოდნა-საკუთარ თავში). მას უნდა ყველაფერი გააკეთოს ყველაზე კარგად, მისთვის ადვილი და სასიამოვნოა იყოს დამჯერი და ბეჯითი, გამოავლინოს მონდომება და მოთმინება იმისთვის, რომ მიიღოს ქება უფროსებისაგან და აღიარება ამხანაგებისაგან, აი ეს არის მისთვის მნიშვნელოვანი, აი ამას მოაქვს მისთვის სიხარული, ეს არის სწორედ მისი ნამდვილი სურვილი.
როგორც მულტფილმში, გახსოვს? ფერიების ხეობაში არის წყლის ფერიები, სინათლის ფერიები, ყვავილების ფერიები, ცხოველების, და სხვების. ყოველს -თავისი ტალანტი აქვს. მხოლოდ ჩვენ- ადამიანები, ჩვენ რამდენადმე რთული ვართ ფერიებზე,რადგან შეგვიძლია ერთდროულად შევითავსოთ რამდენიმე ტალანტი და ვიყოთ ერთდროულად სხვადასხვა საქმიანობის უნარის მქონენი, მთავარია – განვსაზღოთ თუ რა მოგვწონს ყველაზე მეტად, რომ ავირჩიოთ მთავარი.
ს ხ ვ ა  ტ ა ლ ა ნ ტ ე ბ ი.
ახლა კი დაფიქრდი, თუკი ვიცხოვრებდით მხოლოდ წარსულით და მეტს არაფერს არ გავაკეთებდით, რა მოხდებოდა? უთუოდ ვერ განვვითარდებოდით,ვერ ვიმოძრავებდით წინ, ვერ გამოვიგონებდით ახალს, ეს კი ნიშნავს-ვერ შევქმნიდით ჩვენს ცხოვრებას უფრო მოხერხებულს, სწრაფს, მრავალფეროვანს.
ამისათვის კი არსებობენ სხვა ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებსაც გამოაქვთ ყოველისგან და ყველაფრისგან სარგებელი ამ ქვეყანაზე. დაწყებული თავის თავისთვის სასარგებლოდ, დამთავრებული მთელი კაცობრიობისათვის სასარგებლოდ.
სწორედ ასეთი ადამიანები მუდამ იგონებენ რაღაც ახალს; მაგალითად როგორ უნდა გაკეთდეს ისეთი რამ, რომ ზამთარში იყოს სითბო. მათ მუდამ უნდათ სწრაფად გადაადგილება, ამიტომ გამოიგონეს მანქანები, თვითმფრინავები, გემები. იმაზე ფიქრით, თუ როგორ უნდა გამხდარიყო ჩვენი ცხოვრება უსაფრთხო და მოსახერხებელი, მათ გამოიგონეს კანონები,რომელთა დარღვევა არ შეიძლება, ვინაიდან დავისჯებით. ასეთმა ადამიანებმა გამოიგონეს ტელეფონი და კომპიუტერები.
ისინი დიდი ცრუპენტელებია და გამომგონებლებიც, ორგანიზატორები და მეთაურები, მუდმივად ადგილს ვერ პოულობენ, ყველაზე აქტიურები, მოძრავი და ცოცხალი ადამიანები არიან. მუდმივ სადღაც იჩქარიან, დახტუნავენ, დაძვრებიან. მათ უბრალოდ მოძრაობის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ, ვინაიდან მაშინ გრძნობენ, რომ დროს კარგავენ ტყუილად! მათ ადვილად შეუძლიათ გუნდის შექმნა და ორგანიზაციის გაკეთება რაღაც შეჯიბრებების, სადაც თვითონვე მათ უნდათ გამარჯვება.
ისინი ყველაფერს აკეთებენ სწრაფად, ცდილობენ რომ ყველაფერში იყვნენ პირველები (მიირბინონ მოედნის ბოლოში, ახოხდნენ გორაკზე, შეჭამონ თავისი ულუფა, შეასრულონ დავალება), მათთვის მნიშვნელოვანია იყვნენ გამარჯვებულნი, გაუსწრონ, დაასწრონ, მიიღონ თავიანთ სასარგებლოდ სარგებელი. მათი განსაკუთრებული აზროვნება “ლოგიკად” არის წოდებული. მათთვის ყოველ მოქმედებას რეზულტატი უნდა მოჰქონდეს, ყოველ რეზულტატს სარგებელი, სხვა მხვრივ მოქმედება მათთვის უსარგებლოა, მისი გაკეთება არ უღირთ.
ასეთი ყმაწვილები ძალიან სწრაფად ერწყმიან კომპანის, იძენენ მეგობრებს, იმახსოვრებენ ყველაფერს, რა და სად არის, ვინ და რაშია მთავარი, ვის უნდა მოუსმინო, და ვისზე შეიძლება მბრძანებლობა. მოყვარულნი არიან იტრაბახონ თავიანთი მიღწევებით და ცოდნით, სისწრაფითა და მოქნილობით, ახალი ტანსაცმლითა და სათამაშოებით, და თავგადასავლებითაც.
გამარჯვების შეგრძნება ან სარგებლის მიღება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის სწორედ მათი სიხარული, მათი ჭეშმარიტი სურვილია – სასარგებლოა ჩადო შენი დრო, ძალა, ჭკუა და გონება. თავიდან, ჯერ კიდევ როდესაც ეს ყმაწვილები პატარებია, მათ ესმით მხოლოდ სარგებლობა თავიანთთვის ამიტომაც წამოიწყებენ თამაშებს, სადაც ზუსტად იციან, რომ შეძლებენ გამარჯვებას, ნებისმიერ სიტუაციის შენარჩუნებას ცდილობენ მხოლოდ ისე, რომ სასარგებლო იყოს მათთვის.
შეუძლიათ ასევე აიღონ უნებართვოთ და ამასთან ერთად მოიტყუონ, რომ არ დასაჯონ. ისინი ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათი გაგებით ეს გადაწყვეტილება ყველაზე ადვილი გზაა, უფრო საიმედო. მათთვის მნიშვნელოვანია დაეუფლონ რაღაცას, ვიდრე დაიცვან წესი, დაუჯერონ ან თქვან მართალი. აი თვითონვე სიხარულის ეს შეგრძნება უპირატესობის (მეტი სათამაშო,ტკბილეული, გაიმარჯვა თამაშში, რაღაც სწრაფად გააკეთა) იმდენად ძლიერია, რამდენადაც წესების დარღვევისაგან თავის დაცვა.
მაგრამ ისინი იზრდებიან, იწყებენ გაგებას, რომ საგრძნობლად დიდი სიხარული და, რა თქმა უნდა სარგებლობა – სარგებელი მიიღება სწორედ მაშინ, როცა ამათ სარგებლობა მოაქვთ ყველა ადამიანისათვის, როცა დაკავებული ხარ გამომგონებლობით, კანონებით, ტექნიკით, სპორტით ან ვაჭრობით. გამარჯვება რომელიც მოდის საკუთარი შესაძლებლობების ამაღლებით, მათთვის ხდება უფრო სასიამოვნო და სასურველი, ვიდრე მოწინაამღდეგესათვის ზიანის მიყენება.
აი ხედავ როგორ ადამიანებს უნდა დაუძახო, როცა რომელიღაც სამუშაო სწრაფადაა შესასრულებელი, როცა გიწევს რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად გაკეთება, როცა საჭიროა რაღაცის ეკონომია ან იპოვო ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება ყველასთვის. შენ ეს გესმის, რადგან იცი მათი ნამდვილი სურვილი – გამარჯვება, შეძენა, ეკონომია, სარგებლობის მოტანა, თავდაპირველად საკუთარი თავისთვის, მოგვიანებით-ყველასთვის.
იცნობ ასეთ ყმაწვილებს? რომლებიც ყველაზე ხშირად დაძვრებიან პატარა სპორტულ ქალაქში, ყველაზე ადრე წამოხტებიან შუადღის ძილის შემდეგ ან ყველაზე სწრაფად იცმევენ ქუჩაში?
ყოველი ტალანტი ჩვენ გვეძლევა დაბადებიდან იმისთვის, რომ გავახორციელოთ ის ცხოვრებაში, რომელსაც ყველასთვის ირგვლივ მოაქვს რაღაც კარგი,ჭკვიანური, კეთილი ან მოხერხებული. მხოლოდ თავის რეალიზებით სხვებისათვის, ცოდნის თვისებების და ხარისხის გაცემით, ჩვენ გვაქვს უნარი ვიგრძნოთ თავი კარგად, ვიყოთ ბედნიერნი, ვიმხიარულოთ და თან ვატაროთ სითბო სიკეთე და სიტკბო ჩვენი ცხოვრებისაგან.

 

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/svp-dlya-doshkolnikov-chast-2-vrozhdennye-talanty

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili