ტკივილისა და ტკბობის მნიშვნელობა (2)

,,სანამ ადამიანი არ დანებდება, ის საკუთარ ბედისწარაზე ძლიერია“ (ერიხ მარია რემარკი).

ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ ნეგატიური განცდები უფრო ძლიერი გვეჩვენება, ვიდრე – პოზიტიური, პოზიტიური ემოციები ჩვენთვის უფრო მსუბუქი და სათუთია. მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, აზროვნების შეგნებული ცვლილების გზით. თუ განვლილ ნეგატიურ სიტუაციაში იპოვნით იმას, რაც მან გვასწავლა და მომავლისთვის დავიტოვებთ მხოლოდ მიღებულ გამოცდილებას, შევძლებთ დღევანდელთან შედარებით გავხდეთ უფრო მთლიანები და ბედნიერები…
ტკივილისგან და მასთან ერთად აწმყოში, ჯერ დაუწყებელი ახალი ურთიერთობებისგან გაქცევით, ჩვენ ასევე გავურბივართ იმ პოზიტიურ ემოციებს და განცდებსაც, რომლებიც სამომავლოდ კავშირში იქნება ამ ურთიერთობებთან და მოვლენებთან. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელმაც დაცემის შემდეგ სიარულის სწავლა გადაიფიქრა. ამით ის უარს ამბობს მომავალში სრულფასოვან ცხოვრებაზე. ზრდასრული ადამიანები ზუსტად ასე იქცევიან, როცა ახალ მოცემულობასთან ადაპტაციის მცდელობის და თვალსაწიერის გაფართოების ნაცვლად, ცდილობენ უსიამოვნებას გაექცნენ და ამით თავისდაუნებურად იკეტებიან ნეგატიური მდგომარეობის ჩარჩოებში.