ურეთრალური და ორალური ვექტორების კომბინაცია

წინა ლექციებში არაერთხელ გვითქვამს, რომ როგორც წესი ორალური ვექტორის მხეცური ბუნება ხშირად ნებისმიერი ვექტორის განვითარების დონეს ერთი საფეხურით უკან წევს, თუმცა ურეთრალურ ვექტორთან კომბინაციაში ეს ასე იშვიათად მუშაობს. როგორც იცით ურეთრალური ვექტორის ფუძეა – მომავალი. რაც გამოხატულია მისი ფსიქიკის განსაზღვრული თვისებებით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ცხოველურ ალტრუიზმს (გაცემის თვისება). ურეთრალები არიან ისინი, ვინც ჯოგს წინ, მომავლისკენ მიუძღვიან. ორალური ვექტორი ურეთრალის აწყვეტილ ბუნებას მატებს მეტ ენერგიულობას, ძალას და მჭერმეტყველებას რაც ურეთრალურ ქარიზმატულობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უხსნის. თუ ურეთრალ-ორალს ერთვის ვიზუალიც, ასეთები იდეალურად ახერხებენ შოუ-ბიზნესში რეალიზებას (პუგაჩოვა, მადონა, უილ სმიტი, ჯოდი ფოსტერი).
სმენის ვექტორზე საუბრისას აღვნიშნეთ, რომ სწორი რეალიზაციის პირობებში, ორალური ვექტორი ექვემდებარება სმენას და ხდება მისი იდეების გამჟღერებელი, თითქმის იგივე ხდება ურეთრალურ ვექტორთანაც. ორალი დგება ურეთრალური თვისებების, ურეთრალური ვნების გავლენის სამსახურში და თავისი ორატორული ხელოვნების დახმარებით ჯგუფს აღანთებს. ურეთრალი ნაპოლეონი, რომელსაც არ ჰქონდა ორალური ვექტორი, ბრძოლის ველზე ყოვლისშემძლე ბელადი იყო, მაგრამ ბრძოლის შემდეგ, თუ სადმე სიტყვით გამოსვლა უწევდა საცოდავად ბლუყუნებდა ხოლმე ,,ომის ღმერთი ჩემს მხარესააო“. ურეთრალ-ორალ კასტროს კი თავისი გამოსვლებით მილიონობით ადამიანის აყოლიება შეეძლო.
ურეთრალ-ორალი ესაა ურეთრალი, რომელიც თავის ჯგუფს აღანთებს არა მხოლოდ ურეთრალური ენერგიით, არამედ სიტყვის ძალითაც. ესაა ურეთრალი, რომელსაც შეუძლია ჯარის წინაშე ისეთი შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვას, რომ თითოეული განიმსჭვალოს მისი გაყოლის სურვილით. ამასთან ამ კომბინაციაში ვხვდებით ერთ უნიკალურობასაც. ურეთრალ-ორალები არ არიან ანალ-ორალებივით ,,მეზღაპრეები“, არც კან-ორალებივით მატყუარა ჭორიკნები. რა თქმა უნდა ჯგუფის წინაში სიტყვით გამოსვლისას მათაც ჩვევიათ გაზვიადება, მტრის ხატის შექმნა და მათი ლანძღვა (როგორც ფიდელ კასტროს), მაგრამ ინდივიდუალურ ურთიერთობებში იშვიათად თუ იტყუებიან. ამასთან ორალური ვექტორი ურეთრალს ძალას და სიმხეცეს მატებს. როდესაც ურეთრალ-ორალი სააკაძე ბრძოლაში ეღვებოდა, მის მხეცურ ღრიალზე მტერი დაპანიკებული გარბოდა. ურეთრალ-ორალი რიჩარდ ლომგულის ყვირილი მის მტრებს ძარღვებში სისხლს უყინავდა.

კიდევ ერთი უნიკალურობა რასაც ორალური ვექტორი ძენს ურეთრალურს, ეხება მის სექსუალურობას. ურეთრალურ ვექტორზე საუბრისას არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ის პოლიგამიური ვექტორია. ამასთან ურეთრალები გულუხვები და ხელგაშლილები არიან. ურეთრალმა პარტნიორს შეიძლება საღამოს უძვირფასესი საჩუქარი გაუკეთოს, ვნებიანი ღამის შემდეგ კი, დილით მისი სახელიც არ ახსოვდეს. რა ხდება მაშინ, როდესაც ურეთრალის მოუთოკავ სექსუალურობას ერთვის ორალი, რომელიც ნებისმიერ ლიბიდოს მინიმუმ ახუთმაგებს? ასეთ დროს ვიღებთ ყოვლსმომცველ, მოუთოკავ და სრულიად დაუბალანსებელ ვნებას. ვნებას, რომელსაც ვერაფერი აჩერებს, ვნებას, რომელსაც შეუძლია ყველაფერი წალეკოს. თუ ურეთრალ-ორალი ვნებამ აიტანა, მისი შეჩერება წარმოუდგენელია, ის მთელი ძალით, მთელი აწყვეტილობით ეძლევა სექსს, მთლიანად იკარგება სექსში, მისი პარტნიორი კი მასთან სექსის შემდეგ თავს ისე გრძნობს, თითქოს სექსის დემონთან იწვა. მთლიანად ძალაგამოცლილია, მაგრამ ნეტარებით აღსავსე. ურეთრალი კი მოცემულ მომენტში ვნებისგან დაიცალა, მაგრამ დილით ის სრულიად მზადაა ბრძოლისთვისაც, სექსისთვისაც და ჯგუფის გაძღოლისთვისაც. მის ურეთრალურ ვნებას ორალი უშრეტი ენერგიით ამარაგებს.