ურეთრალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაციის გამოვლინებები

ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაციებზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ ისეთი მოვლენა, როგორიცაა პოეზია. პოეზია თავისი პირველადი არსით სწორედ ურეთრალ-სმენურია. პოეზია ესაა იდეებისა და სიტყვების გაერთიანებული სამეფო. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ნაწარმოებები, რელიგიური ტექსტები (ვედები, თორა, გილგამეშიანი, შუმერული ეპოსი, კალევალა) თუ ლიტერატურული ნაშრომები სწორედ პოეზიის სახით დაიბადა. სმენის ვექტორმა სამყაროს არსის აღწერა ცადა სიტყვებით, მაგრამ ეს არ იყო უბრალო, ორალური ყოფითი საუბარი. ეს იყო ურეთრალურ გარღვევასთან შერეული სინთეზი, სიტყვათა მაღალფარდოვანი, არსის ამსახველი გამოვლინება, სადაც თითოეული სიტყვა არა მხოლოდ მარტივ ფიზიკურ სურვილებს (ჭამა, ძილი, გამრავლება და ა.შ.), არამედ აბსტრაქტულ ცნებებს აღნიშნადა და ახდენდა სამყაროს მეტაფიზიკურ არსის ცნებებით მატერიალიზაციას (სახელგანთქმული პოეტების უმრავლესობა: შექსპირი, რუსთაველი, გალაქტიონი, ბაირონი, შილერი, ნოვალისი, ბლოკი, სწორედ ურეთრალ-სმენები იყვნენ). იქმნებოდა პოეტურ სიტყვათა სამეფო, სადაც შექმნილი პოემები არა მხოლოდ გარითმული სიტყვები, არამედ მჭიდროდ აწყობილი სამყაროსეული ჰემატრიები იყო. მოგვიანებით, ანალური ეპოქის მომძლავრებასთან ერთად გამოვლინდა პოეზიის მეორე ანალ-ურეთრალ-სმენური სახე – სარაინდო-სამიჯნურო პოეზია, უფრო გვიან დაიბადა პოეზიის ანალ-სმენური სახეობა, პოეზია პატრიოტიზმის სამსახურში. კანური ფაზის შემოსვლასთან ერთად, პოეზიამ კან-ვიზუალური გამოვლინებაც ჰპოვა და რომანტიკული პოეზიის სახით.

სრული ტექსტი იხილეთ სვფ-ს ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე