ურეთრალური ვექტორის ფუძე

შევხედოთ ურეთრალურ ვექტორს. ვნახოთ რა საფუძველი აქვს მას, ურეთრალური ვექტორის ფუძე მომავალია, ვფიქრობ ამას უკვე ყველა მიხვდით. რა არის მომავალი? უკვე ესეც არაერთხელ ვახსენეთ. ნებისმიერი სისტემა რომელიც ნარჩუნდება ბუნებაში, მუშაობს გაფართოებაზე, წინსვლაზე. თუ ასე არ მუშაობს მაშინ მიდის ლანდშაფტიდან (ტოვებს ლანდშაფტს). ასე მიდიან როგორც ცალკეული ადამიანები, ისე ჯგუფები და ცივილიზაციები. ამიტომ გაფართოება, გაფართოება და გაფართოება. როცა ხალხი ცდილობს ერთმანეთს რამენაირად ხელი შეუშალონ, ხელი შეუშალონ ერთმანეთის განვითარებას, ამით ისინი გაფართოების საშუალებას ართმევენ ერთმანეთს. საშუალებას ართმევენ გამოავლინონ საკუთარი თავი გარემოში, ხალხი ართმევს ერთმანეთს ტერიტორიას. ექვსი ათასი წლის განმავლობაში ომის გარეშე, მხოლოდ 300 დღე ვიცხოვრეთ. ეს მე არ დამითვლია, ეს ჭკვიანმა ისტორიკოსებმა დაითვალეს. 6000 წლის განმავლობაში მხოლოდ სამასი დღე, ერთ წელიწადზე ნაკლები. მთელი დანარჩენი დრო ადამიანთა ერთი ჯგუფი ცდილობდა გაემარჯვა მეორე ჯგუფზე, წაერთმია ტერიტორიები და ამით წაერთმია მომავალი. წაერთმია კულტურა ტრადიციები და მათთვის თავს მოეხვია საკუთარი, ამით გაენადგურებინა მათი კულტურა და მომავალი. დღეს ისეთი სიხშირით უკვე აღარ ვომობთ და არ ვართმევთ ერთმანეთს სხეულებს. მაგრამ ვართმევთ ერთმანეთს ქონებას. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ გავლენას, გავლენას ვახდენთ ერთმანეთის შემოსავლების მიღებაზე და ამით სამომავლოდ ან ვზრდით, ან ვამცირებთ ერთმანეთს შანსებს. ჩვენ კაცობრიობამ, მთლიანობაში, ამ თემის ირგვლივ ბევრი რამის კეთება ვისწავლეთ. ყველაზე საშინელი წესების გამოგონებამდე დამთავრებული. პირველი საქორწინო ღამის უფლების მსგავსი. როცა ინგლისმა დაიპყრო შოტლანდია, შოტლანდიელები როგორც ნებისმიერი მთის ხალხი, ძალიან ებღაუჭებოდნენ თავიანთ ტრადიციებს, კაცურ სიამაყეს, ღირსებას. რა მოიფიქრეს ინგლისელებმა? საქორწინო ღამის პირველობის უფლება, ნებისმიერ შოტლანდიელს რომელსაც ცოლის მოყვანა უნდოდა, პირველ ღამეს საცოლე უნდა მიეყვანა ინგლისელი ლორდისთვის, რომელსაც ეს ტერიტორია ებარა, ეს ძალიან მკაცრი საშუალებაა, ხალხს მომავალი წაართვა. მაგრამ ყველა ჩამოთვლილი – ტერიტორია , ფული, პირველი ღამის უფლება, ეს გვერდითი საშუალებებია. ეს არ არის ურეთრალური ვექტორის მიერ თავს მოხვეული. ერთი მხრივ თუ გადავხედავთ ძველ ანალურ ისტორიას აღმოვაჩენთ, რომ ერთმანეთის მომავლის წართმევის მცდელობისას ხალხი შეეხო ურეთრალურ ზომას როგორც ასეთი. მაგალითად: დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია, რომ თუ საჭიროა ჯოგის, ჯარის ან ხულიგანთა ჯგუფის შეჩერება, მათი ბელადი უნდა მოკლა. ხალხი ამას იყენებდა ადრე და იყენებენ დღემდე. თუ გინდა გააჩერო საიტი „ვიკილიქსი“- ჩასვი ჯულიან ასანჟი ციხეში. თუ გინდა დაშალო კომპანია ემ ემ ემ-ი ჩასვი მავროდი ციხეში. პრინციპი იგივეა. როგორ ებრძოდნენ ძველი ადამიანები ურეთრალ ბელადს? კლავდნენ პირველ შვილებს და ამით ართმევდნენ მომავალს და არამარტო ართმევდნენ, არამედ მომავლის შანსსაც არ უტოვებდნენ. და კიდე ერთი პრაქტიკული საშუალება იყო, რომლის პრაქტიკა ჯერ კიდევ ახლო წარსულში იყო, პრაქტიკული საშუალება მდგომარეობდა იმაში, რომ მოეკლათ ბელადის მდედრი. ბელადის მდედრს, რომელსაც მომავალში გავარჩევთ, აქვს უზარმაზარი გავლენა ბელადზე, იმიტომ რომ ზუსტად ბელადის მდედრი აღვივებს ბელადში ვნებას.
თუ ავიღებთ ქვედა ოთხ ვექტორს, მათი განვითარება განსაზღვრული სახით ხდება. ეს ფსიქიკის მეხუთე ფენაა. ორი ვექტორისთვის – ანალისთვის და კანისთვის, განვითარება ხდება შინაგანი ძალისხმევით. ანალური ვექტორისთვის ნებისყოფით, კანისთვის კი თვითდისციპლინით, თვითშეზღუდვით. მაგრამ არის ორი სხვა ვექტორი ურეთრალური და კუნთის ვექტორი, რომელთა განვითარებაც ხდება გარე ფაქტორებით. არა შიდა ძალისხმევით არამედ გარე ფაქტორებით. ურეთრალურ ბელადში ვნება დუღდება, ინთება, ქრის და წინ მიყავს, ზუსტად მაშინ როცა მის გვერდით ჩნდება კან-ვიზუალი მდედრი, სპეციალური ქალი, ბელადის მდედრი. არ არის მდედრი, არ არის ვნება, ესე იგი ჯგუფი წინ არ მიდის. ამას ბევრი იყენებდა. მაგალითად ემილინე პუგაჩოვის ჯარიდან, კაზაკებმა მისი მდედრი მოკლეს რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა, და მის მაგივრად გაასაღეს თავიანთი წრის ქალი. არის ვერსია რომ მახნოსთანაც იგივე მოხდა, რომ მისმა გარემოცვამ მისი მდედრი მოკლა, რატომ? იმიტომ რომ მას დიდი გავლენა ქონდა ბელადზე. ეკატერინე პირველი ეს ისაა ვის საპატივცემულოდაც გაჩნდა წმინდა ეკატერინეს ორდენი. ის ეკატერინე დიდის საპატივცემულოდ კი არ გაჩენილა არამედ ეკატერინე პირველის საპატივცემულოდ გაჩნდა. პეტრე პირველის ქალი, რომელსაც დაუჯერებელი ძალაუფლება ჰქონდა პეტრე პირველზე. პეტრე პირველი ძალიან მკაცრი მეფე იყო, ძალადობრივი ხასიათის, საკუთარი ხელით ასრულებდა ჯალათის როლს როცა მსროლელებს სჯიდა, მაგრამ ეკატერინეს ხელში დამჯერი, კეთილი და საყვარელი ირემივით ხდებოდა. ეს ხუმრობა არ არის ეს ბუნებრივი მექანიზმია. ის თუ როგორ ვითარდება ბელადი, და ამ მექანიზმით ჯოგს მომავალი ეძლევა. ამიტომ ყველაზე დიდი ყურადღება მტრებისაც და მეგობრებისაც ბელადის მდედრისკენაა, ეს ასე მუშაობს.
როგორია ურეთრალური ვექტორის ფუძე? ჩვენ უკვე გავარჩიეთ ადამიანი რომლის ფუძეც წარსულია (ანალური ვექტორი). თუ დავაკვირდებით ურეთრალური ვექტორი ურთიერთსაწინაღმდეგოა ანალური ვექტორის. ჩვენ ამას ბევრჯერ მივაქცევთ ყურადღებას. ანალური ვექტორი მონოგამია – ურეთრალური პოლიგამი, ანალი ყოველთვის ჩამორჩება, ნელია – ურეთრალი კი ყოველთვის წინაა. ანალური ვექტორი აღიარებს სამართლიანობას შიგნით თავისი თავისთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი ხალხისთვის და სხვების ხარჯზე. ურეთრალისთვის კი სამართლიანობა გარეთაა ყველა ბავშვისთვის, ყველა ოჯახისთვის და ა.შ. ამას ხშირად შევხვდებით. რაც ჩვენ ახლა გვაინტერესებს, ესაა ძირითადი განსხვავება, რისგანაც გამომდინარეობს სხვა დანარჩენი. ეს განსხვავება მგდომარეობს იმაში, რომ ურეთრალი უსასრულოა, როგორც თვით მომავალი. აი წარსული ყოველ მომენტში დამთავრებულია. ჩვენ ვზივართ ახლა და ვიღაც რაღაცას იწერს, ვიღაც რაღაცას აკეთებს, ვიღაც რაღაცას უსმენს. დროის ყოველ მომენტში წარსული დამთავრებულია, წერტილი. ანალის ვექტორიანებს უყვართ წერტილები, მათი წინადადებაც ისევე დამთავრებულია, როგორც წარსული. ურეთრალი კი პირიქით, მომავალი უსასრულოა. ყოველ ახალ ნაბიჯზე ჰორიზონტი იწევს უკან კიდევ ერთ ნაბიჯზე და ის მიუღწეველია. ზუსტად ასევე ურეთრალის ფსიქიკა არაფრითაა შეზღუდული.
თუ ჩვენ ავიღებთ ქვედა ვექტორებს, ქვედა ოთხი ვექტორი როგორც არ უნდა ატრიალო მაინც ერთი მთლიანია, ისინი იძლევიან ყველა შესაძლო კომბინაციებს ყველა შესაძლო თვისებებით. თითქოს ფორთოხალი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. ავიღოთ მოცულობები. მაგალითად დიდი მოცულობა ანალური, არის პატარა მოცულობა კანის, არის საშუალო მოცულობა ურეთრალური, და არის კუნთის ვექტორი, რომელიც პრინციპში საერთოდ მოცულობის გარეშეა. რაც შეიძლება სამყაროში ამ მოცულობას მოუვიდეს აღწერილია ამ ოთხი კატეგორიით. და ყველა ერთად იძლევა ერთ მთლიანობას, ერთიან მოცულობას. თუ ავიღებთ ერთ-ერთ ფენას, მაგ: მოძრაობას, არის პრინციპულად უმოძრაობა, ეს ანალური ვექტორია. არის პრინციპული მოძრაობის შესაძლებლობა – ეს ურეთრალია და არის უბრალოდ მობილურობა ლანდშაფტის ცვლილების საპასუხოდ, თვითონ არ მოძრაობს მაგრამ მას ამოძრავებს ლანდშატი – ეს კანის ვექტორია. არის მეოთხე, ეს საკუთარი მოძრაობის არქონაა – კუნთის ვექტორი. ანალური ვექტორით არ მოძრაობს, კანის ვექტორით მობილურია და ურეთრალურით მოძრაობს. ყველა ერთად იძლევა ერთიან მოცულობას, ანუ საკითხის ყოველმხრივ განხილვას, მოძრაობის ყველა შესაძლო ტიპს. სისწრაფესთანაც იგივეა. ზესწრაფი ურეთრალი, ლანდშაფტთან თანაბარი სისწრაფის კანის ვექტორი, ჩამორჩენა ანალური ვექტორი, და საკუთარი სიჩქარე არ გააჩნია – კუნთის ვექტორი. სულ ეს ოთხია რაც შეგვიძლია ვთქვათ სისწრაფეზე, მეტი, ნაკლები, ტოლი, და საკუთარი არ გააჩნია. ეს როგორც უსასრულობა, როგორც ჩაკეტილი, დაბეჭდილი სისტემა. თუ შევხედავთ უსასრულობას აქაც ზუსტად ასევე მუშაობს. როგორც უკვე ირკვევა უსასრულობა სხვადასხვანაირია. არის პრინციპიალური დასასრული, ეს ანალური ვექტორია, რომელიც მთლიანად შეზღუდულია თავისი ფსიქიკით, იმით რაც მის გარშემოა. აზროვნება განყოფილებებით, რომ ესენი ახლობლები არიან, ესენი კი უცხოები. მოძრაობა მოცემული მდგომარეობით, განვითარებით და შედეგით, იმიტომ რომ ნებისყოფის გამოყენება ყოველთვის განაპირობებს რეზულტატს. როგორც არ უნდა მიუდგე და როგორც არ უნდა ატრიალო, ანალური ვექტორი შეზღუდულია. არის კანის ვექტორი რომლის ფსიქიკა მობილურია, უსასრულოდ მობილური, მაგრამ არა დამოუკიდებელი, იმიტომ რომ მის მოძრაობას ლანდშაფტი განაპირობებს, მოძრაობს ლანდშაფტი – მოძრაობს კანის ვექტორის ფსიქიკა და ეწყობა. კანის ვექტორი ყოველთვის მიდის ლანდშაფტის თანაბრად მაგრამ ლანდშაფტის ცვლილების საპასუხოდ. აი მაგალითად მარჯვენა მაღაზიაში პურზე ფასდაკლება იყო და იქ დავდიოდი, ესესაა დაიწყო ფასდაკლება მარცხენა მაღაზიაში, მე იმწამსვე გადავეწყვე და დავიწყე მარცხენა მაღაზიაში სიარული. ყველაფერი ლანდშაფტზეა მორგებული. უსასრულოა? კი. მაგრამ შეზღუდულია? ასევე კი. შუალედური მდგომარეობა როგორც ყველგან, წარსულსა და მომავალში, ასევე უმოძრაობასა და მოძრაობას შორის. არის ურეთრალი, უსასრულო პირდაპირი გაგებით. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. არ არის შეზღუდული ლანდშაფტით და სხვა ვექტორებით. არ არის შეზღუდული კანის ვექტორის კანონით, ანალური ვექტორის ტრადიციებით და მხედველობის ვექტორის მორალით, არაფრითაა შეზღუდული საკუთარი სხეულის გარდა. და ეს ფსიქიკის ზუსტად ის თავისებურებაა, რომლისგანაც გამომდინარეობს ფსიქიკის ყველა დანარჩენი თავისებურებები.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks