ურეთრალური ვექტორი – აზროვნება

ურეთრალი მთლიან ჯგუფს აღიქვამს როგორც ერთ მთლიან მექანიზმს, რომლის თითოეული ელემენტიც თანაბარმნიშვნელოვანია და გამორჩეულია საკუთარი პოტენციალით. ყოველი ცალკეული ინდივიდი საჭიროა ჯგუფისათვის: თითოეულს შეუძლია შეასრულოს თავის დავალება და განვითარდეს. განვითარება აუცილებელი მომენტია ურეთრალი ადამიანის აზროვნებისთვის – შეიგრძნობს რა ჯგუფის პერსპექტივებს, მის შესაძლო მდგომარეობას მომავალში, ურეთრალი ხედავს ყოველი ცალკეული ადამიანის სამომავლო პერსპექტივას და მათ გამოსადეგობას ჯგუფისთვის.

ადამიანის დადებითი ან უარყოფითი პოტენციალიდან გამომინარეობს ურეთრალის მათთან დამოკიდებულება. ყოველი ელემენტი, რომლის გავლენაც სახიფათოა ჯგუფისთვის, დაუოვნებლივ უნდა მოიკვეთოს ჯგუფისგან.

საკუთარ თავს ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ხედავს ჯგუფისგან ცალკე, ამ მექანიზმის მეთაურად, რომელიც პასუხისმგებელია მთლიანობის განვითარებაზე. ბელადის ფუნქციის მატარებელი ადამიანი დამოუკიდებლად ირჩევს გზას თავისთვისაც და ჯგუფისთვისაც, შეიგრძნობს მოქმედების თავისუფლებას და არაფრითაა შეზღუდული, ისე კი არა, თითქოს სისტემის ნაწილი იყოს, არამედ როგორც სისტემის ზემოთ მდგომი. ასეთი ადამიანი ფლობს მასშტაბურ ხედვას, არა ჯარისკაცის, არამედ მხედართმთავრის ხედვას და შეუძლია დაინახოს ჯგუფის ლანდშაფტში გადაადგილების მთლიანი სურათი. ამიტომ მისი ხედვა ყოველთვის წინ უსწრებს მისი გარემოცვის ხედვას, ურეთრალი ყოველთვის ფიქრობს ხვალინდელ დღეზე.

ჯგუფზე დომინირების შესაძლებლობა აიძულებს ბელადს იგრძნოს პასუხისმგებლობა მთელ თავის ჯოგზე. ურეთრალი ადამიანის ყველა ინტერესი – არის ჯგუფის ინტერესები რომელსაც ის ხედავს, ამიტომ ცხოვრებისეულ სიამოვნებას მაშინ იღებს როცა დანარჩენებისთვის ცოცხლობს. ნაკლები მასშტაბის სიამოვნებას არ შეუძლია მისი დაკმაყოფილება და ვერ მისცემს მას სრულფასოვან რეალიზაციას.

ბელადის დავალებაა შეკრას და წაიყვანოს ჯგუფი როგორც ერთიანი მექანიზმი, ისე რომ ყოველი ელემენტი იყოს თავის ადგილზე. ამ ჯგუფის ზომა დამოკიდებულია ურეთრალის აზროვნების განვითარების დონეზე და მისი მომწიფების ხარისხზე. ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ზრდის პროცესში აგროვებს ძალას თავისი ჯგუფის გასაფართოებლად.

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი გარემომცველ ადამიანებს უყურებს ჯგუფისთვის მათი პოტენციური სასარგებლოობის კუთხით. ამას მიყავს იქამდე რომ თავისი ჯოგის ყოველი წევრისადმი ბელადი ხდება ტოლერანტული და სამართლიანი, თუმცა ერთიერთობაში შეიძლება იყოს უკომპრომისოც: ჯოგის განვითარების გზის მისეული ხედვა დაუშვებლად მიიჩნევს კურსიდან გადახვევას. ერთადერთი, რასაც ურეთრალი ადამიანი არ ითმენს – არის რანგის შეურაცხყოფა (დაქვეითება), ე.ი. მის ბუნებრივ როლში ეჭვის შეტანა და ასევე ვინმეს მიერ საკუთარი ინტერესებისათვის ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფას. ასეთ გამოხტომებზე ბელადი ყოველთვის რეაგირებს მყისიერად და მრისხანედ.