როგორ მუშაობს ურეთრალის აზროვნება პრაქტიკაში

შევხედოთ როგორ მუშაობს ურეთრალის აზროვნება პრაქტიკაში. ყველაზე მკაფიო საქმიანობა სადაც ისტორიულად თავს ავლენენ ურეთრალის ვექტორიანები, ეს იყო საკუთარი ჯგუფის ტერიტორიის გაფართოება ომით. ურეთრალები იყვნენ ცნობილი მხედართმთავრები. მოდით მაგალითისთვის ავიღოთ ცნობილი ურეთრალის ვექტორიანი, ალექსანდრე მაკედონელი და შევხედოთ როგორ მოიგო მან მთავარი ბრძოლები. მან მოიგო ორი უდიდესი ბრძოლა და ამ გამარჯვებებმა ისტორია შეცვალა. ეს იყო ბრძოლები სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომელსაც მართავდა დარიოს მესამე. ვნახოთ როგორ ომობდნენ ისინი ერთმანეთთან. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ალექსანდრე მაკედონელი ურეთრალის ვექტორიანი იყო, თექვსმეტი წლის ასაკში ის მთელი საბერძნეთის მეფე გახდა. ალექსანდრეს ერთ-ერთი ისტორიკოსი წერდა: მას ძალიან უყვარდა ომი და ქეიფი. დარიოს მესამე კი კანის ვექტორიანი იყო. ამიტომ ამ ორი ადამიანის დაპირისპირების მაგალითზე ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევადაროთ ერთიმეორეს ამ ორი ვექტორის მოქმედება ომში. ომი საკმაოდ სტრესული სიტუაციაა, ამიტომ ომში კარგად ჩანს თუ როგორ ავლენს თავს ერთი და როგორ – მეორე. როგორ მუშაობს ომის დროს ურეთრალის ვექტორიანის აზრები და როგორ – კანის ვექტორიანის აზრები. ამ ორ მეფეს შორის პირველი დიდი ბრძოლა ისიაში (ზოგგან წერია ისოში) მოხდა. შევხედოთ რა სიტუაცია იყო იქ. ალექსანდრე წამოვიდა თავისი სახელმწიფოდან ნამდვილი ურეთრალური მიზნით – დაეპყრო მთელი მსოფლიო. იმ დროისთვის საბერძნეთის ყველაზე ძლიერი მტერი სპარსეთის იმპერია იყო. როგორ უყურებდა სპარსეთის მეფე დარიოს მესამე ალექსანდრეს? ზუსტად ისე, როგორც კანის ვექტორიანები უყურებენ თავისი გაგებთ თავისზე დაბლა მდგომებს, ანუ როგორც უიღბლოს, როგორც წარუმატებელს. კანის ვექტორიანები ყოველთვის ყველაფერს ზომავენ, ადარებენ ერთიმეორეს. ამიტომ როდესაც დარიოსმა საკუთარი მებრძოლები გადათვალა, დაინახა, რომ მისი არმია რიცხვით რამდენჯერმე აჭარბებდა მაკედონელის არმიას. თუ გახსოვთ წინა ლექციებში ჩვენ ვწერდით, რომ როდესაც კანის ვექტორიანი გრძნობს, რომ თავისას მიაღწია, ის თავს უფლებას აძლევს მოდუნდეს, ამ დროს მას თითქოს შიგნიდან გულზე მოეშვება ხოლმე. ამიტომ ის ფიქრობდა: მე დიდებული მეფე ვარ, მყავს უამრავი მეომარი, მაქვს უზარმაზარი იმპერია, ვინ არის ალექსანდრე რომ ერთი მუჭა ჯარით ჩემი დამარცხება შეძლოს?! ომის წინა სიტუაცია ზედაპირულადაც რომ შევადაროთ, დარიოსს უდავო უპირატესობა ჰქონდა, რადგან ერთ ბერძენზე, საშუალოდ 6-7 სპარსელი მოდიოდა. ამიტომ დარიოსს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა ალექსანდრეს წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ ალექსანდრე ურეთრალის ვექტორიანი იყო, ეს კი სრულიად სხვა ფსიქიკაა, ეს სხვა მასშტაბის ხედვაა, ურეთრალის ვექტორიანი ლანდშაფტს მთლიანობაში აღიქვამს. რა სიტუაცია იყო მთლიანობაში, დარიოსს უამრავი მებრძოლი ყავდა, ეს რა თქმა უნდა უპირატესობაა, მაგრამ ყველაფერი არ არის, რადგან ამ არმიის დიდ ნაწილს დაქირავებული და დაპყრობილ ქვეყნებში შეგროვილი მეომრები შეადგენდნენ. რა გააკეთა ალექსანდრემ? მან იპოვა პირველი, საკმაოდ მარტივი გამოსავალი: კერძოდ ის, რომ საომარი ადგილი თვითონ შეარჩია. რა ადგილი იყო ეს? ეს იყო ვიწრო ადგილი, სადაც მტერი გაშლას ვერ შეძლებდა და შესაბამისად ვერ მოახერხებდა რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენებას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამას დარიოსიც წამოეგო. ამიტომ გეოგრაფიულმა მდებარეობამ გარკვეულწილად გაათანაბრა სიტუაცია. დაიწყო ომი. როგორ იქცეოდნენ მხედართმთავრები? გასაგებია, რომ ალექსანდრე პირველი თვითონ შევარდა წინა ხაზზე, იბრძოდა, მტერს ყოველმხრივ ჩეხავდა და მაგალითს აძლევდა საკუთარ ჯარს. დარიოსი კი ამ დროს იჯდა ამაღლებულ ადგილზე და ზემოდან უყურებდა ბრძოლის ველს, ის ხედავდა სურათს, რომელიც მას საშინელებას უქადდა. ის ხედავდა, რომ ალექსანდრე თავისი მეწინავე ჯარით მისკენ მიიწევდა. ახლა წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ბელადი მოქმედებაში, ომში ის გრძნობს, რომ ასრულებს საკუთარ სახეობრივ როლს, ამ დროს კი მისი მტერი შემაღლებულ ადგილზე ზის. ალექსანდრე ძალიან სწრაფად დაიძრა პირდაპირ დარიოსისკენ. რა მოიმოქმედა ამ დროს დარიოსმა? კანის ვექტორიანები ზედმეტ ზეწოლას ვერ უძლებენ, მათი ფსიქიკა ამაზე არ არის გათვლილი. ამიტომ როდესაც დაინახა რომ ალექსანდრე პირდაპირ მისკენ მიიწევდა, დარიოსი უბრალოდ გაიქცა და მთლი მისი უზარმაზარი არმიაც მას გაჰყვა. ამ დროს ალექსანდრეს არმიაში მყოფი ანალის ვექტორიანებმა მთელი ძალით შეუტიეს გაქცეულ მტერს. ანალის ვექტორიანებს ხომ საქმის ბილომდე მიყვანა უყვართ, ბრძლოლაში კი საქმე დასრულებულად მხოლოდ მტრის ბოლომდე განადგურების შემდეგ ითვლება. შედეგი კი ის იყო რომ მაკედონიის არმიამ ალექსანდრეს მეთაურობით, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სპარსელებზე. ეს კი უპირველეს ყოვლისა ურეთრალის ვექტორიანი ალექსანდრეს წყალობით მოხდა, რომელმაც საჭირო დროს მოახდინა ნახტომისებური შეტევა სპარსელთა ცენტრზე და ამ თავბრუდამხვევი იერიშით მოიგო საბერძნეთ – სპარსეთს შორის ომის პირველი რაუნდი. თუმცა მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო, ეს იყო გავგამელის ბრძოლა. დარიოსი დაბრუნდა სპარსეთში და ბევრად უფრო დიდ არმიას მოუყარა თავი, კანებს თავისებური გათვლა აქვთ, კანის ვექტორიანმა დარიოსმა იფიქრა: თუ ბერძნები 6-ჯერ დიდი ჯარით ვერ დავამარცხე, მაშინ ამას 12-ჯერ დიდი ჯარით გავაკეთებო. ამას ემატებოდა ისიც, რომ წინა ბრძოლის შემდეგ ალექსანდრეს არმიას პრაქტიკულად არ მოსვლია ახალი მაშველი ძალა. მაშ ასე მეორე უდიდესი ბრძოლა, შევაფასოთ ბრძოლის წინა სიტუაცია, დარიოსს ბევრად დიდი ჯარი ყავდა და დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, თანაც მან გაითვალისწინა წინა ბრძოლის გამოცდილება და მოემზადა ალექსანდრეს მხრიდან მოულოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად.
შევხედოთ რა ხდებოდა ამ დროს ალექსანდრეს ბანაკში. იქ ისევე როგორც წინა ბრძოლისას მტრის რაოდენობას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. როგორც უკვე გითხარით ურეთრალი ლანდშაფტის სრულ სურათს აღიქვამს. თანაც ალექსანდრემ წინა ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გაიმარჯვა, ამიტომ ალექსანდრეს ყოველ მეომარს გამარჯვების რწმენა ჰქონდა. ალბათ თქვენც ხვდებით რამდენს ნიშნავს ბრძოლის წინ ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება. და მეორე: დარიოსის ჯარი მზად იყო ალექსანდრეს იერიშის მოსაგერიებლად, მაგრამ საერთოდ მოუმზადებლები იყვნენ შეტევისთვის. მათ წინა ბრძოლიდან იცოდნენ, რას ნიშნავს ალექსანდრეს მხრიდან თავბრუდამხვევი სიჩქარის იერიში, ამიტომ მთელი ძალით ემზადებოდნენ ამ იერიშის მოსაგერიებლად. ალექსანდრემ კარგად დაინახა რას წარმოადგენდა დარიოსი და მიხვდა, რომ სპარსელები პირველები არ შეუტევდნენ. ამიტომ ალექსანდრე მაკედონელმა გადადგა ნამდვილი ურეთრალური ნაბიჯი. ის მიუბრუნდა თავის ჯარს და უთხრა: თანამებრძოლებო, იქ მშიშრები დგანან მაგრამ მათ ეს შიში ძალას აძლევს, ამიტომ ცოტა დავიცადოთ, დავისვენოთ, გამოვიძინოთ და მერე გავიმარჯვოთ. შემდეგ ბერძენთა ჯარმა დემონსტრაციულად გაშალა კარვები და ყველანი დასაძინებლად მიწვნენ. ახლა წარმოიდგინეთ სიტუაციის კურიოზულობა: დგას ერთი არმია, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, მთელი ძალით ბრძოლისთვის მზადმყოფი, რადგან იციან, რომ საქმე სერიოზულ მტერთან აქვთ, მტერთან რომელმაც მათი დამარცხება ერთხელ უკვე შეძლო და ელიან მის იერიშს. მათთვის ძალზე სტრესული სიტუაციაა, იმდენად დაჭიმულები არიან რომ განძრევის და მწყობრის მიტოვების თავიც არ აქვთ. მეორე მხარეს კი მცირერიცხოვანი არმია, რომლებსაც ძინავთ, სიმყუდროვეა, ჯარი მოსალოდნელი ბრძოლს წინ ისვენებს. მთელი ღამე ალექსანდრე და მისი მეომრები ისვენებენ საბრძოლოდ მომართული დარიოსის თვალწინ. თუ გაინტერესებთ როგორ გრძნობდნენ თავს ამ დროს დარიოსის მებრძოლები, აისხით 15 კგ აბჯარი, დაიკავეთ ხელში გრძელი შუბი, დადექით მწყობრში და იდექით ასე მთელი ღამის განმავლობაში, არ დაგავიწყდეთ ამას დაუმატოთ მოსალოდნელი ბრძოლით გამოწვეული შიში და ნერვიულობა. მეორე მხარეს კარგად გამოძინებული, დასვენებული მებრძოლები, კარგად დანაყრდნენ და გაემზადენ საომრად. დარიოსის მებრძოლები კი დგანან დაღლილები, ღამენათევები, უმეტესობას ზეზეულად ეძინება, საბრძოლო სულისკვეთება სრულიად განელებული აქვთ, თვითონ დარიოსი კანის ვექტორიანია, კანის ვექტორიანები სტრესულ სიტუაციას დიდხანს ვერ უძლებენ, ამიტომ დარიოსი ყვირის, ნერვიულობს, შეიძლება თითებსაც იკვნეტს. ბოლოს ბრძლა იწყება, ისე როგრც მოსალოდნელი იყო, დასვენებული და მხნედ მყოფი ალექსანდრე შეტევაზე გადადის და როგორც ანალის ვექტორიანებს უყვართ თქმა: ისტორია მეორდება. რაღაც ეტაპზე სპარსელთა დაღლილი ჯარი ალექსანდრეს შეტევას ვეღარ უძლებს, ერთი ფლანგი იშლება, ალექსანდრე ისევ დარიოსს უახლოვდება, დარიოსი ისევ კრთება და ბოლოს შეშინებული გარბის. შესაბამისად მთელი მისი უზარმაზარი არმიაც მას მიჰყვება (რა თქმა უნდა ისინი, ვისაც ჯერ კიდევ აქვს სირბილის თავი). ეს სპარსეთსა და მაკედონიას შორის გამართული ბოლო ბრძოლა იყო.