ურეთრალური ვექტორი – განვითარება

განვითარების თვისებები ურეთრალის ვექტორიან ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გააფართოვოს საკუთარი ჯგუფი და შეუქმნას მას (ჯგუფს) იდეალური პირობები. ყოველი ურეთრალის ვექტორიანი ბელადი ხედავს საკუთარი ჯგუფის მომავალს, მდგომარეობას რომლის დაკავებასაც შეაძლებინებს ჯგუფს სირთულეების მიუხედავად. რაც მეტად იყენებს ურეთრალის ვექტორიანი განვითარების თვისებებს, მით უფრო მკაფიოდ და მასშტაბურად ხედავს მომავალს და მით უფრო თვდაჯერებულად მიუძღვის წინ ადამიანებს.

მდგომარეობა რომელიც ურეთრალში  წარმოიშობა განვითარების დონეზე არის ვნება. იმისთვის რომ გული აუნთოს სხვებს და გაიყოლოს დიადი მიზნისკენ, ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი თვითონვე უნდა იყოს ამ მიზნით შეპყრობილი. ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი მთელი ცხოვრება მტკიცედ მიჰყვება თავის გლობალურ მიზანს და ურყევად მიდის წინ. რაც უფრო წინ მიდის, მით უფრო დიდი და ძლიერი ხდება მისი ჯგუფი. მაგრამ კონკრეტული მიზანი ურეთრალური ბელადისთვის არაა საბოლოო რეზულტატი, რადგან მომავალი ყოველთვის რჩება მიუღწეველ მომავლად. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ურეთრალის მიზნები, მისი მოქმედება და მისი ჯგუფის განვითარების პროცესი უსასრულოა.