ურეთრალური ვექტორი – გარეგნული იერი

არის რამდენიმე მკაფიო შტრიხი გარეგნობაში, რითაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ურეტრალური ვექტორის მქონე ადამიანი სხვების ფონზე: მუდმივი, მდგომარეობის მიუხედავად (იქნება ეს გასეირნება თუ საომარი ოპერაცია), ფართე, გახსნილი ღიმილი სახეზე, რაღაცით მიმსგავსებული მხეცის ღრენასთან (похожая на звериный оскал). მოძრაობს ხელების ქნევით, ურითმოდ, გახსნილად, მოდუნებულად და თავისუფლად მაგრამ არა მოშვებულ – მოღვენთილად. ერთვექტორიან ურეთრალს აქვს მხურვალე სხეული, ამიტომ ხშირად ზამთარშიც კი გახსნილი ქურქით დადის. მოუწესრიგებელი და არააკურატულია, მაგრამ არა ბინძური. გარეგნობასთან ასეთი დამოკიდებულება არანაირად არ აისახება მის მიმზიდველობაზე. ურეთრალის ვექტორიანს ყოველთვის აქვს განსაკუთრებული მიმზიდველობა, საზოგადოება ამას ქარიზმატულობას უწოდებს. ურეთრალის ბუნებრივ სექსუალურობა და მომხიბვლელობა, გამოირჩევა ყველა ქვედა ვექტორისგან.

მთლიანობაში ურეთრალები არ ესწრაფვიან ყურადღება მიაქციონ იმას თუ როგორ გამოიყურებიან. როგორც წესი ურეთრალ ქალებს საერთოდ არ აღელვებთ მოდური ტენდენციები. ურეთრალ ადამიანს თავად შეუძლია გახდეს მოდის კანონმდებელი, თუ რა თქმა უნდა მას ამის სურვილი გააჩნია (თუ ვიზუალური ვექტორი არ ერთვის ურეთრალი არ გახდება დიზაინერი).

ურეთრალებს ხშირად უყვართ ამაღლებულ ადგილზე ჯდომა, როგორც ტახტრევანზე (სამეფო სკამზე). საკუთარი ბუნებრივი როლის შინაგანი შეგრძნება, პასუხისმგებლობა დანარჩენებზე, აიძულებს მას დაიკაოს ნებისმიერ სიტუაციაში სტრატეგიული მდგომარეობა. ბუნებრივი რანგის შეგრძნება, ბელადის მდგომარეობა, ხსნის მისი მოქმედების მანერასაც და მისი ცხოვრების სტილსაც. ფუფუნების საგნებს მისთვის არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა როგორც სხვებისთვის – მაგრამ მაინც იკრებს მათ (ფუფუნების საგნებს) თავის გარშემო როგორც საკუთარი ძალაუფლების ატრიბუტებს. თუმცა თუ აუცილებელი გახდა ადვილად შეელევა მათ – შეიძლება დაუნანებლად აჩუქოს ძვირფასი ნივთი ისეთ ადამიანს რომელსაც ჭირდება.

ურეთრალი ადამიანის სახლი – არის როგორც სიმბოლური თავშესაფარი, ნებისმიერს მისი ჯოგიდან შეუძლია იქ თავის შეფარება. ურეთრალი არ მიესწრაფვის პირად კომფორტს ან მყუდროებას. მას ნამდვილი კომფორტი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მის გარემოცვაში ყველაფერი რიგზეა.