ურეთრალური ვექტორი – მოძრაობა

ურეთრალის საქმიანობა – ყოველთვის მთელი ცხოვრების საქმეა, დიდი მასშტაბისა, რომელიც არაა შეზღუდული ერთი ვიწრო სპეციალობით ან პროფესიით. ურეთრალის საქმიანობა მთელი მისი ჯგუფის საქმეა, ამიტომ რეალიზებული ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ყოველთვის მეთაური და წინამძღოლია, იქნება ეს ჯარი თუ რაიმე დიდი კომპანია. არჩეული მიმართულებით მოძრაობისას ურეთრალი ყოველთვის ენერგიული და შეუჩერებელია. ის ბუნებისგან დაჯილდოებულია აზროვნების და რეაქციის მაქსიმალური სისწრაფით, რომელიც ეხმარება მას რომ იყოს მდგომარეობაზე სწრაფი (შეეძლოს ნებისმიერ შექმნილ სიტუაციაში მყისიერად რეაგირება). ურეთრალის ვექტორიანის აზროვნება არაა შეზღუდული დადგენილი ნორმებით და სტერეოტიპებით, რაც აძლევს მას ისეთ რანგს, რომ შეუძლია იყოს ნოვატორი და გამბედავი გადაწყვეტილების მიღებისას. აზროვნების ასეთი სტილი ურეთრალის ვექტორიან ადამიანს ხდის ძალიან მოქნილს და ეხმარება მას იპოვოს ახალი, უფრო შესაფერისი გზები მთელი ჯგუფის წინსვლისთვის. ერთადერთი რაშიც ის ვერ ავლენს მოქნილობას – ესაა მისწრაფება მიზნისკენ, რომელის მიღწევაც ნებისმიერ ფასად უნდა, ასევე უნდა ბუნებრივი რანგით დარწმუნდეს იმაში, რომ მას თავად შეუძლია უწინამძღოლოს საკუთარ ჯგუფს. ურეტრალის ვექტორიანის მიზნისკენ სვლა ხასიათდება სიტყვებით: ,,მყისიერი”, ,,არათანაბარი”, ,,რევოლუციური”.

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ბავშვობიდანვე სინჯავს შეუძლია თუ არა მიზნისკენ მოძრაობა და საკუთარი ხედვის შესაბამისი მომავლის შექმნა. ეს ვლინდება როგორც საკუთარი თავის გამოცდა გამძლეობაზე, მიდრეკილია ექსტრემალური გართობისა და ხშირად გაუმართლებელი რისკისკენ. ხშირად ურეთრალის ვექტორიანი გვეჩვენება გაუწონასწორებელ ადამიანად, რომელიც მზადაა სრულიად უმიზეზოდ ჩაიგდოს თავი საფრთხეში. თუკი ჯგუფს ვერ აგროვებს ან მის მიერ შეკრებილი ჯგუფი არ შეესაბამება მის ბუნებრივ ტემპერამენტს, ის თავის ფსიქიკას იკმაყოფილებს სპორტით, ან თუ სტრესშია ყაჩაღობით, აზარტული თამაშებით, ალკოჰოლით, აწყვეტილი სექსით ან სხვა დამღუპველი ჩვევებით.

დარღვევები არსებობს მოძრაობის საფეხურზეც, ესაა როცა ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ბუნებრივ რანგს, ვერ შედგება ბელადად და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ დავალებას. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, კერძოდ, თუ მას ერთვის ვექტორი ინფორმაციის მეოთხედიდან (სმენა ან ვიზუალი), ხდება ურეთრალის ცხოველური, მოუთოკავი ბუნების დამუხრუჭება. ასეთ შემთხვევაში, ურეთრალის ვექტორიანი ვარდება სტრესში: ამ დროს შეიძლება გახდნენ ყაჩაღური ბანდის მეთაურები ან პათოლოგიური მშიშრები და მარტოხელები. იმის მაგივრად რომ გახდნენ ბელადები, უბრალოდ ლოთდებიან. ურეთრალის ვექტორიანი ქალები კი სტრესისას (განსაზღვრულ მდგომარეობაში) შეიძლება გახდნენ ლესბოსელები.

(პ.ს. ისე არ გაიგოთ თითქოს ურეთრალის ვექტორიანისთვის ყოველთვის საშინელება იყოს როცა ინფორმაციის მეოთხედიდან ერთვის რომელიმე ვექტორი (სმენა ან ვიზუალი). თუ ის სწორად რეალიზდა და მასში დომინირებს ვექტორები ინფორმაციული მეოთხედიდან ის შეიძლება გახდეს გენიალური მსახიობი, პოეტი, მეცნიერი ან სულიერი ლიდერი).