ურეთრალური ვექტორი – სახეობრივი როლი

ურეთრალი ადამიანის როლი ნათელია: იყოს პირველი, წაიყვანოს თავისი ჯგუფი მომავლისკენ, დაეხმაროს მათ რომ გადარჩნენ დროში. ურეთრალური ვექტორის მქონე ადამიანის როლი ისტორიის მანძილზე იცვლებოდა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, და სწორედ ასევე თითოეული ურეთრალის ცხოვრებაში იცვლება მისი აქტივობის პერიოდები – გამრავლებიდან მსოფლიოს დაპყრობამდე.

პირველყოფილ ეპოქაში კაცობრიობის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო გადარჩენისა და გამრავლებისკენ. წინამძღოლი პირველყოფილ ჯოგში პასუხისმგებელი იყო სასიცოცხლო სივრცის გაფართოებაზე, ახალი მიწების ათვისებაზე ცხოვრების უკეთესი პირობებისთვის და გარე საფრთხეებისგან დაცვაზე. ამის გარდა ბელადი ეწეოდა ფიზიკურ აქტივობას ჯოგის გასამრავლებლად, უზრუნველყოფდა სპერმით გაუნაყოფიერებელ მდედრებს. ურეთრალი მდედრის როლი პირველყოფილ ფაზაში ასევე იყო სუსტი მამაკაცებისგან (ისეთებისგან რომლებიც მეწყვილის გარეშე იყვნენ) ბავშვების გაჩენა.

განვითარების შემდეგ ფაზაში დაიწყო ახალი მიწების აქტიური ათვისება და საზღვრების გადანაწილება. გაჩნდა სფეროები სადაც ურეთრალს შეეძლო საკუთარი ძალის გამოჩენა: მებრძოლები; დამპყრობლები; სახელმწიფოს მმართველები; მხედართმთავრები; მეამბოხეები და მეკობრეები (როგორც ქალები ისე კაცები). პირველყოფილი თემები გარდაიქმნენ სახელმწიფოებად – ბელადი კი გარდაიქმნა მეფედ; იმპერატორად.

დღეისთვის ურეთრალის როლი კავშირშია საკაცობრიო გაერთიანების იდეებთან. ურეთრალმა შეიძლება რეალიზაცია იპოვოს ნებისმიერ საქმეში, რომელიც კავშირშია განვითარებასა და ინოვაციასთან, ასევე საზღვრების მოშლასა და ექსტრემალურ პირობებში მუშაობასთან. განსაკუთრებულ როლს თანამედროვე ყოფაში იძენენ ურეთრალი ქალები – შექმნილია კარგი პირობები, რომ ბუნებრივი რანგი არ იყოს დამოკიდებული ფიზიკურ ძალაზე. დღეს ურეთრალ ქალებსაც და კაცებსაც ჩვენ ვხვდებით: სპორტში; ბიზნესში; მეცნიერებაში; შოუ ინდუსტრიაში, არმიაში; კოსმონავტიკაში და სხვა.