ურეთრალური ვექტორი – ურთიერთობა

ურეთრალის ვექტორიანის დამოკიდებულებას ჯგუფთან აყალიბებს მისი შინაგანი მექანიზმი, რომლის საფუძველიცაა ბუნებრივი რანჟირება. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივია – ჯოგი ბელადს მისდევს როგორც ერთიანი ორგანიზმი. ჯგუფის სათავეში ურეთრალის ვექტორიანი ადამიანის დგომისას ამ ჯგუფის წევრებს უმეტესად აქვთ განცდა რომ საქმე სწორად მიდის და ყველაფერი კარგადაა. ბელადი ბუნებრივად ალტრუისტია (ალტრუიზმი-უანგაროდ გაცემა), მისი მიზანი ის კი არაა რომ ჯგუფისგან სარგებელი მიიღოს, არამედ პირიქით ის მზადაა ასი პროცენტით, სრულფასოვნად ჩააყენოს ჯგუფის სამსახურში თავისი თვისებები, მზადაა მისცეს მათ ყველაფერი რაც გააჩნია, სიცოცხლეც კი. ადამიანი რომელიც თავს შეიგრძნობს ჯგუფის სათავეში, არ საჭიროებს მიითვისოს ამ ჯგუფიდან რაიმე პირადი სარგებლისთვის, არამედ პირიქით, დაინტერესებულია გააფართოვოს ჯგუფი და მოუტანოს კეთილდღეობა მას. სხვა ადამიანები გრძნობენ, რომ ბელადი მოქმედებს არა პირადი არამედ ჯგუფური ინტერესებით, ის ზრუნავს მათზე და არა საკუთარ თავზე, ამიტომაც მიყვებიან მას, რადგან ბელადი (ურეთრალი) ერთადერთია ვინც გრძნობს რა ჭირდება მთლიან ჯოგს. ურეთრალის ვექტორიანი ბელადი გულმოწყალეა თავისი ჯგუფის ყოველი წევრისადმი, თითოეული მათგანი საჭირო და ფასეულია, მათგან ის მოითხოვს მხოლოდ მისი რანგის აღიარებას, რადგან მას ჭირდება საკუთარი დომინანტობის (ბელადობის) შეგრძნება.

ურთიერთობის თვისებები ურეთრალურ ვექტორში განსაზღვრავენ მის შესაძლებლობას მოაწყოს მომავალი საკუთარი მოქმედებებით,  გარდაქმნას ჯგუფი და წაუძღვეს მათ სასურველი მომავლისკენ. მიზანი, რომლისკენაც იღებს კურსს ურეთრალის ვექტორიანი, სრულად იმორჩილებს მას და მთლიანად იპყრობს მის ყურადღებას, სწორედ ამიტომ იგი ვერ ამჩნევს წვრილმან დეტალებს. გარეგნულად ეს შეიძლება გამოჩნდეს როგორც მოუთოკავობა და გაუფრთხილებლობა.

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი არ კონკურირებს სხვებთან, რადგან მას მუდმივად აქვს საკუთარი პირველობის შინაგანი შეგრძნება. მხოლოდ პერიოდულად თავისი ჯგუფით შეიძლება წარმატებულობაში  შეეჯიბროს სხვა ურეთრალის ჯგუფს.

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანის პასუხისმგებლობა – წაიყვანოს ჯგუფი წინ ვლინდება მის სექსუალურობაშიც – ბელადი არის პოლიგამი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ერთდროულად ჰქონდეს რამოდენიმე სრულფასოვანი ურთიერთობა. პოლიგამიის თვისება ეხმარება მას მომავალში უზრუნველყოს ჯოგი ახალი ადამიანებით (შვილებით).  ურეთრალის ვექტორიან ადამიანებს აქვთ ყველაზე დიდი სექსუალური სურვილი და ყველაზე დიდი სექსუალური მიმზიდველობა საწინააღმდეგო სქესისათვის. ამიტომ ურეთრალის ვექტორიანი მამრი ხშირად ისეთ ქალებთანაც ამყარებს სქესობრივ ურთიერთობას, რომლებსაც არ შეუძლიათ მიიზიდონ სხვა მამრი (წვება მახინჯებთან და ბებრებთანაც), ხოლო ურეთრალის ვექტორიანი მდედრი კი უარს არ ეუბნება სხვა ქალებისგან დაწუნებულ მამაკაცებს და ნაყოფიერდება მათგან. ურეთრალის ვექტორიანების ასეთი შესაძლებლობა მთელ ჯოგს უზრუნველყოფდა მომავალი თაობით.

თანამედროვე ეპოქაში აღარ დგას გამრავლების განსაკუთრებული საჭიროება (აღარ არის გამრავლების დეფიციტი), ამიტომ ჩვენს დროში ურეთრალური ვექტორის პოლიგამია შემოიფარგლება მხოლოდ სექსით, ბავშვების გაჩენის აუცილებლობის გარეშე. კერძოდ ეს გამოიხატება იმაში, რომ ურეთრალის ვექტორიანმა მდედრებმა, დედობის ნაცვლად, შეიძინეს ნამდვილი წინამძღოლების, ბელადების ფუნქცია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება ურეთრალის ვექტორიან ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შეასრულოს თავისი სახეობრივი როლი, ე.ი. შექმნას მომავალი მთელი ჯგუფისთვის.