ურეთრალური ვნების ძალა (ნაწილი პირველი)

რა არის განვითარების თვისება ურეთრალში? რა აქვს მას ისეთი, რომ მხოლოდ საკუთარს კი არა, მთელი ჯოგის რანგს ამაღლებს? ამ თვისებას ეწოდება ვნება. ნამდვილი ცეცხლოვანი, ბობოქარი, მხეცური, არაფრით შეზღუდული, მოუთოკავი ვნება. ეს ვნება ურეთრალს ყოფნის მთელი ჯოგის წასაყვანად. ამ ვნებას ურეთრალი მიყავს ზღვრამდე, სრულყოფილებამდე, თავის ნებისმიერ ქმედებაში. ვნება არის ის, რაც ურეთრალში ყოველთვის უზრუნველყოფს რეზულტატს. ეს არის ის, რაც ურეთრალს ეხმარება 100% დაიხარჯოს. ეს ეხმარება ომში იბრძოლოს სიკვდილამდე, ან გამარჯვებამდე, თუ ქეიფობს ბოლო წერტილამდე გაილეშოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ვნების წყალობით ბოლომდე აკეთებს. ვნება ესაა უსასრულობა, ესაა შემოსაზღვრულობის უარყოფა. თავის ვნებას ურეთრალი გულში სათუთად კი არ ინახავს, ან რომანტიულად ვარსკვლავების ყურებით კი არ ტკბება. ის საკუთარ ვნებას ყველას გულუხვად უზიარებს. სწორედ ვნების წყალობით ახერხებს ბელადობას, მას აღიარებენ, ენდობიან დამიყვებიან. მთელი ისტორიის მანძილზე, სწორედ ვნების წყალობით უზრუნველყოფდა ბელადი თავისი მებრძოლების გამარჯვებას. როდესაც იულიუს კეისარს რომაელთა არმია გერმანელთა წინააღმდეგ საომრად მიყავდა, ყველამ იცოდა რომ უნდა შებრძოლებოდნენ, თითქმის პირველყოფილ დონეზე მყოფ მეომრებს, ნამდვილ მხეცებს და ამის გამო რომაელთა შორის საბრძოლო სულისკვეთება დაცემული იყო. ცუდი საბრძოლო სულისკვეთება ომის წინ კი ნიშნავს, გარანტირებულ მარცხს. კეისრის ჯარში კი ცუდი საბრძოლო სულისკვეთება იყო. კუნთის ვექტორიანები ერთად იყვნენ შექუჩულები, კანის ვექტორიანებს თვალი გაქცევაზე ეჭირათ, ზოგი გალეშილი მთვრალი ეგდო, რომ როგორმე შიში დაეძლია, ორალები პანიკას თესავდნენ (საერთოდ ორალები პანიკიორები არიან), ხვალ ყველას თავებს დაგვაჭრიანო. როგორ გინდა ასეთი მეომრებით გერმანელების დამარცხება?! მაგრამ ბოლოს გამარჯვება მაინც რომაელებს დარჩათ. როგორ მოხდა ეს? ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, ბრძოლის წინ ურეთრალის ვექტორიანი იულიუს კეისარი გამოვიდა, სიტყვით მიმართა თავის ჯარისკაცებს და თავისი სულისკვეთება გადასდო მათ, აღანთო ისინი გამარჯვების წყურვილით და იმედით. თითოეულ მათგანს ჩაუნერგა, რომ თუ მას გაყვებოდნენ, მსოფლიოს ვერცერთი არმია მათ წინაღმდეგ ვერაფერს გახდებოდა. ანუ კეისარი გახდა თავისი არმიის გამარჯვების გარანტი. კეისრის სიტყვა ანალური მსჯელობა, ან კანური ლოგიკური არგუმენტების მოყვანა კი არ იყო, არც ორალური ყვირილი, ის თავისი გამარჯვების უნარს აჟღერებდა, ამით აღანთებდა თითოეულ მეომარს და არწმუნებდა მოსალოდნელ გამარჯვებაში. ყოველი მეომარი გრძნობდა, რომ კეისრის გვერდით არაფრის უნდა შეშინებოდა. საიდან მოდის ეს დამაჯერებლობა? იქიდან, რომ ურეთრალი თავად იწვის შინაგანად. ურეთრალს არ აქვს ეჭვები, არ ჭორჭმანებს შემიძლია თუ არაო. ის შინაგანად ანთებულია ვნებით და ეს ვნება მის ნებისმიერ მტერს აშინებს. ამ ვნების წყალობით ურეთრალს ყველა უკან მისდევს, რადგან გრძნობენ, რომ მათი წინამძღოლი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია უწინამძღვროს თავის ხალხს და გაფართოვოს მათ საცხოვრებელი სივრცე. ეს ბუნებრივი მექანიზმია. ურეთრალი შექმნილია იმისთვის, რომ ლანდშაფტი შეცვალოს და ამას ყველა გრძნობს. ურეთრალს აქვს შინაგანი ძალა. როდესაც ურეთრალის ვექტორიან რიჩარდ ლომგულს ხედავდნენ, მისი მტრები გარბოდნენ. როდესაც ურეთრალის ვექტორიანი გიორგი სააკაძე ომში შედიოდა, მტერში პანიკა ჩნდებოდა. ურეთრალი გორგასალის დანახვაზე მტრები დაპანიკებულნი ყვიროდნენ მოერიდეთო.
ურეთრალის ვნებას აქვს ის უნიკალურობა, რაც მას გამოარჩევს დანარჩენების ფონზე. კერძოდ: თუ თქვენ შეხედავთ ანალის, ან კანის ვექტორიანს, მათი განვითარების თვისებები, ნებისყოფა და თვითკონტროლი, მუშაობენ შინაგანი ძალისხმევის შედეგად. ორივე ეს ვექტორი ვითარდება შინაგანი დაძაბულობის ხარჯზე. რაღაც აზრით მათი განვითარების გზა, არის მათრახის გზა. თუ კანის და ანალის ვექტორიანები არ დაძაბავენ ძალებს, ისინი დაკარგავენ საკუთარ რანგს. ურეთრალს კი რანგის დაკარგვა არ ემუქრება, რადგან მისი რანგი თანდაყოლილია. ამ აზრით ურეთრალი ერთადერთია ვინც წინ მიდის არა მათრახის, არამედ ნამცხრის გზით. ანუ მისი განვიტარება გადის არა ტანჯვაზე, არამედ სიამოვნებაზე. ურეთრალს არ ჭირდება ხელოვნური მოტივატორი ქმედებისთვის, ის მუდამ თავისით იწვის იმ მიზნისთვის, რომლის მიღწევაც სურს. ეს კიდევ ერთი წახნაგია ურეთრალური გაცემის თვისებისა, ურეთრალური პოლიგამიისა. ანალის ვექტორიანი იყენებს თავის ნებისყოფას, მაგრამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ან თავისი ოჯახისთვის აკეთებს. კანის ვექტორიანს ოჯახიც ,,კიდია”, ოღონდ თავისი მიიღოს. კანის ვექტორიანები მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ. მაშინაც კი თუ კანის ვექტორიანს ოჯახი ჰყავს, ის პირველ ადგილზე მუდამ საკუთარ თავს აყენებს, კანის ვექტორიანებს საკუთარ ფსიქიკაში მხოლოდ თავისი თავისთვის აქვთ ადგილი. ერთვექტორიანი კანი ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოქმედებს. ურეთრალი კი არა. ურეთრალის მიზნები ყოველთვის ჯგუფისთვისაა. არ არსებობს ისეთი ბუნებრივი მექანიზმი ურეთრალის შიგნით, რომ მიზანი ჯგუფური ჰქონდეს, მაგრამ განხორციელება არ უნდოდეს. ნებისმიერი სხვა ქვედა ვექტორის მიზნები მხოლოდ თავისთვისაა, ამიტომ მათში არ დევს ამ მიზნების შესრულების აუცილებლობა. თუ სხვები საკუთარ მიზნებს არ შეასრულებენ, ცუდ მდგომარეობაშიც მხოლოდ თვითონ აღმოჩნდებიან. ურეთრალზე კი მთელი ჯგუფია დამოკიდებული, მას სიზარმაცის უფლება არ აქვს, მას არ აქვს უფლება ჩავარდეს ცუდ მდგომარეობაში, რადგან მაშინ მას ,,სამეფო ტახტზე” არ აუშვებენ, მას არ აქვს უფლება არ იწვოდეს მიზნის მიღწევის სურვილით. ამიტომ ურეთრალს სწორედ თავისი მიზნები აღანთებს, არა რამე შინაგანი, არამედ ის, რაც გარეთაა გამოტანილი.