ურეთრალური ზომის განვითარება ისტორიულ პერსპექტივაში

ურეთრალური ვექტორი ანალურ ფაზაში ასრულებდა ორ ძირითად მოვალეობას: მხედართმთავარი ომში, და სმენის იდეათა გამავრცელებელი. მაგრამ პრინციპში ურეთრალის ფუნქციები ანალურ ფაზაში ამით არ ამოწურულა. დრო გადიოდა, რაღაც იცვლებოდა, და თანდათან აღმოჩნდა, რომ ხალხი გამრავლდა, მაგრამ ბრძოლა ყველას აღარ უნდოდა, რა თქმა უნდა წინ კიდევ ბევრი ომი იყო, მათ შორის ორი მსოფლიო ომი. მაგრამ ,,მე“ გაიზარდა, აზროვნება შეიცვალა. და გამოვლინდნენ ისეთი ურეთრალის ვექტორიანი მეფეები, რომლებიც იყურებოდნენ წინ და ხედავდნენ, რომ მხოლოდ ომით საქმე არ გვარდებოდა. ისინი ფიქრობდნენ: ,,რა მოხდება თუ …… ომის მაგიერ ვეცდებთ ახალი მიწების აღმოჩენას?!“. გამოჩნდნენ ურეთრალის ვექტორიანი გემის კაპიტნები, რომლებიც თვის ეკიპაჟებს გაუძღვნენ ახალი მიწებისაკენ. მოხდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ამ აღმოჩენების წყალობით კაცობრიობამ გაიგო, რომ დედამიწა უსასრულო არ არის და ჩვენ ყველა ამ დედამიწის შვილები ვართ. არ გეგონოთ რომ ეს იოლი იყო, წინ იყო ისეთი ადგილები სადაც ადამიანს ფეხი არასოდეს დაედგა. არავინ იცოდა რა დახვდებოდათ იქ. ამიტომ როდესაც მეფე იკითხავდა ვინ წავა და ვინ აღმოაჩენს ახალ მიწებსო, ანალის ვექტორიანები პირდაპირ უარობდნენ, კანის ვექტორიანები ამბობდნენ სხვა სულელი ნახეთო. აი ურეთრალის ვექტორიანებს კი თხოვნაც არ ჭირდებოდათ. ურეთრალის ვექტორიანმა კორტესმა ისე აღჭურვა გემი და ისე გაცურა ოკეანეში, რომ მეფისგან ნებართვაც კი არ აუღია. გადავიდა ახალ მიწაზე და რამდენიმე ასეული მებრძოლით მრავალმილიონიანი აცტეკების იმპერია დაიპყრო.