ურეთრალური ფსიქოტიპის ბავშვები

ურეთრალი ბავშვები — ყველაზე მსუბუქები არიან. დაბადებიდან სრულიად ადეკვატურნი, პასუხისმგებლობით სავსენი არიან. არ არიან ანალებივით დამჯერნი, კანებივით მორჩილნი, არ არიან ვიზუალებივით კულტურულები და მორალურები, არ არიან სმენებივით სულიერები, ისინი ბუნებით ყველაზე მაღლა დგანან. მაგრამ ამასთან ყველაზე განვითარებული ვიზუალი უფრო ნაკლებად მორალურია, ვიდრე დაბადებიდან ალტრუისტი ურეთრალი.

ასეც უნდა აღზარდოთ — აქცენტი გააკეთოთ მის პასუხისმგებლობაზე, როგორც რეგენტი, მეფის დროს. «თუ შენ არა, მაშ, ვინ?». მნიშვნელოვანია, რომ არ შეზღუდოთ იგი და არ მოითხოვოთ მისგან მორჩილება.

უნდა გესმოდეთ, რომ ზეწოლას და ძალადობას ასეთი ბავში გაქცევით უპასუხებს, ამასთან აღმაფრენას განიცდის. შეგრძნება, რომ «სამყარო მტრულია», დაფიქსირდება, და მაშინ მომავალში ურეთრალი თავის ჯოგს მსოფლიოს წინააღმდეგ შექმნის, მის წინააღმდეგ იბრძოლებს. ასე იზრდებიან ყველაზე საშიში ბანდ-ფორმირებების მეთაურები. ამასთან, ურეთრალები არ არიან დაბადებით დამნაშავენი, მაგრამ ბანდების ყველაზე სახიფათო მეთაურები, აჯანყებების წინამძღოლები ხდებიან. რაზინები, პუგაჩოვები, სპარტაკები — ყველანი ურეთრალები არიან.

დღეს ურეთრალ ბავშვებს «ჰიპერაქტიურობის» დიაგნოზს უსვავენ, და სუპრესიული მკურნალობით ამახინჯებენ. ეს — ძალზე სახიფათო ტენდენციაა. ჯანმრთელი, საზოგადოების წინამძღოლი ურეთრალების გარეშე ჩვენ მომავალი არ გვაქვს. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია შესაძლებლობას იძლევა, რომ სწორად გავიგოთ მათი ბუნება და შევცვალოთ მათი აღზრდის უკვე არსებული მიდგომები.