ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები

კანის და ანალურ ვექტორებში ჩვენ გითხარით, რომ განსაზღვრული გადახრისას, განსაზღვრულ კომბინაციებში ისინი ქმნიან მთელ რიგ ფილოსოფიებს. როდესაც მათ ერთვით სმენა, ის დარღვეული ვექტორის ფასეულობებში აღძრავს მთელ რიგ ფილოსოფიებს, რაც კავშირშია ამ გადახრასთან. თუ გახსოვთ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითებიც: კანის ვექტორში, ,,ზიდე საკუთარი ჯვარი”, ან ,,ბედნიერება მხოლოდ ტანჯვით მიიღწევა”. ანალურ ვექტორში, ,,გამოსცადე შენი თავი, დაამტკიცე რომ შეგიძლია!”. ყველაფერი ეს ძირითადად კან-სმენის, ან ანალ სმენის სიტუაციებია, ქვედა ვექტორში დარღვევის დროს. აქ კომბინირდება მდგომარეობა ქვედა ვექტორში და იდეა ზედა ვექტორში. რა განსაკუთრებულობაა ურეთრალთან? პირველ რიგში, როგორც უკვე გითხარით, აქ არ გვხვდება გადახრები და შუალედური მდგომარეობები. აქ არის ან კი – ან არა. ურეთრალი ან ახერხებს ველადობას და მაშინ ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ბელადობას ვერ ახერხებს, ეს გადახრა კი არა, არამედ ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარია, ეს ნევროზია. თუ განვითარების ტერმინებით ვისაუბრებთ, ესაა მდგომარეობა როდესაც ურეთრალს მიუღწეველი მიზნები კი არ აღანთებს, არამედ აშინებს. ურეთრალური შიში, ჩვეულებრივი ადამიანების შიშს არ ჰგავს, ესაა ჯგუფის წინაშე პასუხისმგებლობის აღების შიში. ამ შიშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ურეთრალი ვეღარ გრძნობს საკუთარ ფუნქციას, ვერ გრძნობს მომავალს. აქედან კი გამომდინარეობს მომავლის მოყვანის უნარში დაურწმუნებლობა. არა საკუთარი, არამედ – ჯგუფის მომავლის. რაც ძალზე საინტერესოა, ურეთრალის ცუდ სცენართან დაკავშირებული რაიმე ფილოსოფია, პრაქტიკულად არ არსებობს. სამაგიეროდ ურეთრალებს აქვთ საკუთარი უტოპიური იდეა, რომელსაც ეწოდება: ანარქია.

ანარქია, ესაა საზოგადოება, რომელსაც არ აქვს კანონები. რეალობაში ჩვენ ვხვდებით 8 ვექტორს, მათ შორისაა კანის ვექტორი, რომელიც ქმნის კანონს, ის თავადა კანონი. ამიტომ რეალობაში საზოგადოება რომელსაც არ აქვს კანონები, არც არსებულა და არც არასოდეს იარსებებს. მაგრამ ყოველი ვექტორი სამყაროს საკუთარი გადმოსახედიდან უყურებს, ურეთრალიც ასევე. ურეთრალურ გონებაში დაიბადა მოდელი საზოგადოებისა, რომელიც ურეთრალური წესებით ცხოვრობს. საზოგადოებისა, სადაც თავისუფლება უდრის პასუხისმგებლობას. ეს ბუნებრივად ასე მხოლოდ ურეთრალურ ვექტორში მუშაობს, ყველა დანარჩენი აქამდე უნდა გაიზარდოს. ამიტომ ასეთი საზოგადოება იქნება დაუბალანსებელი. თუ გახსოვთ, ჩვენ აღვწერეთ მეკობრეთა ერთობა და დონელი კაზაკები. ეს ერთობები ურეთრალური კანონებით იყო მოწყობილი. მაგრამ ამას მუდამ გარე ლანდშაფტის, სხვების ხარჯზე აღწევდნენ. ცხოვრობდნენ ყაჩაღობით. მთელი სახელმწიფოს ასეთი პრინციპით მოწყობა კი ვერასოდეს ვერ გამართლებს.