ურეთრალური ფსიქოტიპის ზოგადი იერსახე

არარეალიზებულ ურეთრალებს უყვართ მანქანის მართვა დიდი სიჩქარით, თვით ეს სიჩქარის შეგრძნება და მოძრაობის პროცესი მათ ძალიან სიამოვნებთ. არარეალიზებული ურეთრალი მანქანას მაქსიმალური სიჩქარით მართავს, თან მაქსიმალურად მიდის რისკზე, ასრულებს სახიფათო ტრიუკებს. ბუნებრივად ამის სურვილი ნებისმიერ ურეთრალს აქვს, მაგრამ რეალურად ასე მხოლოდ არარანჟრებული ურეთრალები იქცევიან. საერთოდ ნებისმიერი ქვედა ვექტორის მატარებელი საკუთარ მდგომარეობას, მანქანის მართვისას ძალზე მკაფიოდ ავლენს. შესაბამისად ურეთრალის ვექტორიანი, როგორც ბუნებრივად ყველაზე კაშკაშა ინდივიდი, აქაც სხვებზე მკაფიოდ წარმოჩინდება. ის ერთი მეორის მიყოლებით ამტვრევს მანქანებს, ან მოტოციკლებს და ხშირად ამას ეწირება კიდეც. ის მანქანის სწრაფად ტარებით, ასევე საკუთარი დაძაბულობის მოხსნას ცდილობს.
ურეთრალის უნარი, ორიენტირდეს ახალ სიტუაციაში, იქნება ეს გზაზე მოძრაობა თუ საომარი მდგომარეობა, მოძრაობა, ახალი ჯერაც შეუსწავლელი და აუთვისებელი მიწებისკენ, ურეთრალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი რეაქციის სისწრაფე ბევრად აღემატება კანის ვექტორისას, საფრთხის დროს ის მყისიერად რეაგირებს. მისი ასეთი სისწრაფე ყოველთვის მოულოდნელია მტრისთვის, ზოგჯერ კი თვით მისთვისაც. რაც ყველაზე საინტერესოა მისი ნახტომისებური შეტევა ყოველთვის სწორადაა მიმართული. არანაირი დაფიქრება და წინასწარ მსჯელობა, მყისიერი რეაქციით, ელვისებური სიწრაფით, ის უცებ გაიაზრებს პოტენციურ დანაკარგებს და სარგებელს, ეს ასე მხოლოდ ურეთრალს შეუძლია. ამიტომაცაა რომ ავია გამანადგურებლის პილოტები ყველაზე ხშირად სწორედ ურეთრალები არიან. საერთოდ თვითმფრინავის პილოტი, როგორც პროფესია ძირითადად ორი ვექტორის პროფესიაა, ურეთრალის და სმენის. უმეტესად ან ერთი, ან მეორე ხდება პილოტი, საუკეთესო პილოტს კი აქვს ორივე ვექტორი. რატომ მაინცდამაინც ეს ორი? იმიტომ რომ ბუნებრივად ეს ორი ფსიქოტიპი (სმენური და ურეთრალური) საკუთრ თავს სხვებზე აღმატებულად, სხვებზე მაღლა შეიგრძნობს. ურეთრალი თავს შეიგრძნობს სამეფო ტახტზე მჯდომ მეფედ, რომელიც ფლობს ფართე ხედვას და ეს ხედვა სწვდება მთელ ჯგუფს. ხედვას, არა საკუთრი თვისთვის, არა მხოლოდ თავისი ოჯახისთვის, არა პირადი გამორჩენისთის, არამედ მთელი ჯგუფისთვის. ამიტომ მას ბუნებრივად აქვს ისეთი აზროვნება, რომ თავს შეიგრძნობს სხებისაგან გამოცალკევებულად, ის ადის ყველა დანარჩენზე მაღლა. სწორედ ასე ხედავს თავს ურეთრალის ვექტორიანი: ვარ მე და არის ყველა დანარჩენი. ასევეა სმენის ვექტორში, ვარ მე და ყველა დანარჩენი. მაგრამ ურეთრალისგან განსხვავებით სმენის ვექტორის ,,მეფობა“ ამ სამყაროს არ ეხება. ის თავს შეიგრძნობს იმდენად მაღლა მდგომად, რომ შეუძლია შემეცნების დონით თვით შემოქმედი არსის დონეს მიაღწიოს. ამაზე მაღალი შემეცნება კი არ არსებობს (როდესაც შემოქმედ არსზე ვსაუბრობთ, მხედველობაში სულაც არ გვაქვს შემოქმედის ცნების რელიგიური გაგება, არამედ ამაში ვგულისხმობთ უბრალოდ უფრო მაღალი წესრიგის სისტემას). სწორედ ამიტომ ურეთრალიც და სმენაც თავს შეიგრძნობენ სხვებზე მაღლა და პრინციპში ასეც არიან, რადგან მათში საკუთრი თავის ასე შეგრძნება ბუნებისგანაა ჩადებული. მაგრამ არცერთს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დაკავება გარანტირებული არ აქვს. შეიძლება ურეთრალმა მიაღწიოს კუთვნილ მდგომარეობას და იყოს სრულფასოვანი ბელადი. ან შეიძლება მთელი სიცოცხლე უბრალოდ იოცნებონ საკუთარი ადგილის დაკავებაზე, ეს კი ნიშნავს რომ იქნება არშემდგარი, არარეალიზებული ბელადი. ზუსტად ასევეა სმენის ვექტორიც. სწორედ ამიტომ გაფრენა, მათთვის იმის ქვეცნობიერ შეგრძნებას იძლევა, რომ ისინი სხვებზე მაღლა არიან. ისინი თვლიან რომ ასე შეიძლება გექცნენ მატერიალური სამყაროს მარწუხებს, გაფრინდნენ და ზემოდან უცქირონ კანონებს, ადამიანებს. ,,სხვა ადამიანებს ფრენა არ შეუძლიათ, მე კი დავფრინავ“. ფრენაში ისინი პოულობენ თავისუფლების შეგრძნებას, ხედავენ უსასრულო სივრცეს, სწორედ ამიტომ ხდებიან პილოტები ამ ორი ვექტორის მატარებლები. ხოლო თუ ავიღებთ ურეთრალური ვექტორის რეაქციის სისწრაფეს სწორედ ამ ზესისწრაფის გამო ურეთრალები ხდებიან სწორედ ავიაგამანადგურებლის პილოტები.

ორი სიტყვით შევეხოთ ურეთრალის გარეგნულ მხარეს, როგორ გამოიყურება ის? ჩვენ ვხედავთ ურეთრალის მოქმედებებს, ისინი დადიან მოშვებულად, თავისუფლად, ფართე ნაბიჯებით, აბსოლუტურად ურიტმოდ, მისი მოძრაობები არ ჯდება რაღაც წინასწარგანსაზღვრულ წესრიგში. ურეთრალებს ხშირად აცვიათ მოღეღილი, თავისუფალი სამოსი. მაგრამ ამ თავისუფლებასთნ ერთად მუდმივად ემჩნევა მზადყოფნა შეტევისთვის. ამიტომ ურეთრალი არ არის ანალივით აკურატული, მაგრამ არც ,,ბინძური“ ანალივით ბინძური და უწესრიგო არ არის. ურეთრალის ვექტორიანი აკურატულობის საწინააღმდეგო მხარეა, ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ანალურ წვრილმანებს. ურეთრალებს არ უყვართ ზედმეტად მოწესრიგებული ვარცხნილობის გაკეთება, მას საერთოდ კიდია როგორ გამოიყურება, უბრალოდ ადგება, მოიცვამს რაც ხელში მოხვდება და ისე გადის სახლიდან. ის არ დაიწყებს თმის ორად გაყოფას ანალის ვექტორიანივით, არ მოყვება კან-ვიზუალივით მოდური ვარცხნილობის გაკეთებას, შეიძლება საერთოდ გაჩეჩილი თმით გავიდეს სახლიდან.
ასევეა ურეთრალის ვექტორიანი მდედრიც (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ერთვის ვიზუალური ვექტორი). ის პატარაობიდანვე ასეთია, პირდაპირ საიუბილეო ბანკეტიდან, გამოსასვლელ კაბაში გამოწყობილი, შეიძლება გავარდეს შუა ქუჩაში თავისი თანმდევი ბიჭების ბანდასთან ერთად, შევარდეს პირდაპირ ტალახიან მინდორში და დაიწყოს ფეხბურთის თამაში. რაც ყველაზე სასაცილოა, ის კან-ვიზუალი გოგონასავით კარში კი არ ჩადგება, არამედ პირდაპირ თვდამსხმელი ფეხბურთელი იქნება, ის სათავეში ჩაუდგება საკუთრ გუნდს და ნებისმიერ ბიჭს აჯობებს. კანის ვექტორიანი დედა უკვე ისტერიკაშია ჩავარდნილი, უწივის: შვილო კაბა გაგესვრება! დაბრუნდი! ეს კი საერთოდ არ უსმენს. რა დროს კაბაა, როდესაც ის თავისი პირდაპირი ფუნქციის შესრულებითაა დაკავებული და ბიჭების არმიას ხელმძღვანელობს. შემდეგ ბრუნდება სახლში ტალახში ამოსვრილი, მაგრამ ბედნიერი, შერბის და ყვირის: დედა, ჩვენ მოვიგეთ, ჩემმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა! ასეთია ურეთრალის ვექტორიანი მდედრი, ლაღი, თვისუფალი, არანაირი ყურადღება წვრილმანებზე. ის არ ცნობს არავითარ სტერეოტიპებს. ყველაფერს აკეთებს უკანმოუხედავად, ყურადღებას არ აქცევს თანატოლებს, ყურადღებას არ აქცევს მოდას. ურეთრალის ვექტორიანი მდედრები იყვნენ პირველები ქალთა შორის, რომლებმაც დაიწყეს თმის მოკლედ შეჭრა. ეს ძველ დროში უბრალოდ გაუგონარი მოვლენა იყო, იმიტომ რომ ქალები ისტორიულად, მთელი ანალური ეპოქის მანძილზე ატარებდნენ გრძელ თმებს. მაგრამ ურეთრალ მდედრებს (მამრებსაც) საერთოდ ,,კიდიათ“ ტრადიციები, ამიტომ მათ პირველებმა დაიწყეს თმების მოკლედ შეკრეჭა. შემდეგ კი როდესაც უკვე მოდაში თმის მოკლედ შეკრეჭა შემოვიდა და ყველა მოდას აყოლილი კან-ვიზუალი გოგონა მოკლედ შეჭრილი თმით დადიოდა, ურეთრალ-ვიზუალმა მდედრებმა ასევე პირველებმა დაიწყეს კვლავ გრძელი თმის ტარება. ასეა ყველაფერში, ამასთანავე ურეთრალ მდედრებს საერთოდ არ აინტერესებთ, თუ როგორ აღიქვამენ მამრები მათ თავისუფალ ქცევას. აი მაგალითად: კან-ვიზუალი მდედრი, პირიქით, ძალიან დიდ ყურედღებას უთმობს თვის გარეგნულ მხარეს, ორი საათი იპრანჭება სარკესთან და თუ სახლიდან გასულმა აღმოაჩინა რომ სადღაც სულ ოდნავ ზედმეტი მაკიაჟი აქვს გაკეთებული, მთელი დღე ცუდადაა და თვლის, რომ საშინლად გამოიყურება. ურეთრალი მდედრი ასეთ წვრილმანებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და პრინციპში არც ჭირდება, ის ბუნებრივად გამოსცემს ისეთ ფერომონებს, რომ სადაც კი გაივლის ყველა მამრი შეთანხმებულივით მისკენ იყურება, ყველას მასთან ყოფნა უნდა.
ჯერ კიდევ ფროიდი, რომელმაც მხოლოდ ივარაუდა ურეთრალური ტიპაჟის არსებობა, აყალიბებდა სამ ძირითად თვისებას, რომლებსაც მისი აზრით ფლობდნენ ასეთი ადამიანები. ესაა მოუწესრიგებლობა, გაუფრთხილებლობა და ცეცხლოვანი გამოხედვა. საერთოდ ურეთრალის მთელი ცხოვრება ცეცხლოვანია, ის ცეცხლოვანია ნებისმიერ მოქმედებაში. ცხელი, მწველი, ვნებიანი, ეს ის შეგრძნებებია რასაც მუდმივად შეიგრძნობს ურეთრალი საკუთრ თავში. ერთვექტორიან ურეთრალს მუდმივად ცხელა, მუდმივად მხურვალეა. მხურვალეა როგორც ხასიათით, ისე სხეულებრივად (თუმცა არის ერთი უცნაური შტრიხი: თუ არარეალიზებულ ურეთრალს ერთვის სმენაც, ის მუდმივად გაყინულია, მისი შინაგანი სიმხურვალე თითქოს მთლიანად სმენას აქვს შთანთქმული). ის ტკბება სიცოცხლის ყოველი წამით, სიამოვნებას იღებს ყველაფრისგან რასაც აკეთებს, მთელი არსებით ერთვება ომშიც და სექსშიც. მაშინაც კი ოდესაც სამასი კაცით მთელ არმიასთან მიდის შეტევაზე, მიდის უეჭველ სიკვდილზე, ის არ განიცდის შიშს, უტევს მთელი არსებით, მთელი ძალით, მთელი მრისხანებით, და რაც ძალზე საინტერესოა ის ამითაც კი ახერხებს ტკბობის მიღებას. ეს ურეთრალის ვექტორიანს ეხმარება თავისი ფუნქციის შესრულებაში, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჯოგის გადარჩენაზე ყველაზე რთულ სიტუაციებში.
თუ ფართე შევხედავთ როგორ არიან ქვედა ვექტორები ჯგუფში განლაგებულნი, აღმოვაჩენთ ერთ უცნაურობას, მათი განლაგება დამოკიდებულია მათი მეტაბოლიზმის (მონელების) სისწრაფეზე. პირველი მიდის ურეთრალი, რომელსაც ძალზე სწრაფი მეტაბოლიზმი და რეაქციის ყველაზე დიდი სისწრაფე აქვს, მისი სისწრაფე აღემატება თვით ლანდშაფტის სისწრაფეს.
კიდევ რა არის აღსანიშნავი ურეთრალის გარეგნულ იერსახეში? მას სახეზე მუდმივად დასთამაშებს ღიმილი, მაგრამ არა ვიზუალივით გაცისკროვნებული, არა ორალივით სულელური, არამედ ნამდვილი მხეცური, მტრისთვის თავზარდამცემი, ღიმილი, ღიმილი რომელიც ძალიან გავს მგლის ღრენას. ღიმილი რომელიც გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანი ტკბება სიცოცხლით. თითქოს მის გონებაში არ არის არცერთი ისეთი აზრი, რომელიც განწყობას გაუფუჭებს. აბსოლუტურად თვისუფალი, შეუზღუდავი. შეხედავ ადამიანს ხელებზე, კისერზე, და მაშინვე შეამჩნევთ რომ ის ცოცხალია, რადგან ხელებზეც და კისერზეც მკაფიოდ ემჩნევათ მფეთქავი ძარღვი. ამ ძარღვის ფეთქვაზე მაშინვე ცხადი ხდება როგორ ფეთქავს სიცოცხლე. ანალის ვექტორიანები ურეთრალის ღიმილს თავხედურ ღიმილს უწოდებენ. ანალის ვექტორიანები ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ ამ ღიმილში არ არის ავტორიტეტებით შემოსაზღვრულობა. ამ ღიმილში არ იგრძნობა არანაირი ზეწოლა, არაფერი არ ამძიმებს. ურეთრალი არ არის ისეთი ყველა რომ ,,დაიკიდოს“. უბრალოდ ის არ არის შებოჭილი სტერეოტიპებით. ის უბრალოდ არ ცნობს ავტორიტეტებს, არ ცნობს შაბლონებს. იმიტომ რომ ავტორიტეტები, შაბლონები, სტერეოტიპები, ეს ყველაფერი რაღაც ჩარჩოებში ზის. ურეთრალის ვექტორიანი პასუხისმგებელია მომავალზე, მომავალი კი უსასრულოა და არ შეიძლება რაიმე საზღვრებში ჩაჯდეს. კანის ვექტორიანები ურეთრალზე ამბობენ: რომ ის უპასუხისმგებლოა. წარმოიდგინეთ, კანის ვექტორიანი მთელი თვისი არსებით, მთელი ბუნებით შემოსაზღვრულია, ის თავადაა საზღვარი, საჭმელსაც ზღუდავს, სექსისგანაც კი კვირაობით თავას იკავებს, ის ამ შეზღუდვით შემოსაზღვრით იღებს სიამოვნებას. ამ დროს კი ხედავს ისეთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არაფრით არ იზღუდება. ურეთრალი აკეთებს რაც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა და როგორც უნდა. ყავს იმდენი პარტნიორი – რამდენიც უნდა და როცა უნდა. მოკლედ არაფრით არ იზღუდება. ვიღაცის ასეთი ქცევა კი კანის ვექტორიანი ადამიანისთვის დამამცირებელია. კანის ვექტორიანი ყველანაირად ცდილობს ყველა გააკონტროლოს, მართოს ფულის დახმარებით. ეს ურეთრალი კი არავის ემორჩილება, უმართვია, საერთოდ ,,კიდია“ ფული, იმიტომ რომ დათვლა მომავლის უკუმხარეა, იმ აზრით, რომ დათვლა შეიძლება მხოლოდ იმის რაც აწმყოში არსებობს. ურეთრალი მომავალია, მომავალს კი ვერ დათვლი. ამიტომაც ურეთრალი არის თავისუფალი, გამბედავი, უშიშარი, ზღაპრული გმირი და გმირი რეალობაშიც. ურეთრალი აბსოლუტურად თავისუფალია, მაგრამ არა კანის ვექტორიანივით უმიზეზოდ შარიანი, ან ანალივით სადისტი და დესპოტი. მისი თავისუფლება კანური უპასუხისმგებლობა, ან ანალური სიჯიუტე კი არ არის, არამედ ნამდვილი შინაგანი თავისუფლება.