ურეთრალური ქმედების მაგალითი ისტორიიდან

არის ერთი უნიკალური ისტორიული მაგალითი, როცა ბრძოლის დროს ურეთრალმა გამოავლინა თავისი აზროვნების სისწრაფე, უკანასკნელ მომენტში აიცილა საფრთხე და გამოვიდა გამარჯვებული ისეთი გამოუვალი სიტუაციიდან, სადაც ნებისმიერი სხვა(რვიდან შვიდი) უბრალოდ დანებდებოდა.
მაშ ასე, უძველესი იაპონია,ორი უდიდესი მხედართმთავარი: ურეთრალ-ყნოსვა იასუ ტოკუგავა და საზიზღარი კანი იასუდა მიცუნარი; ურეთრალ-ყნოსვა და კანი, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალა. იყო ასევე მესამე მხარე, ძალიან ახალგაზრდა,ნორჩი ანალი ბიჭი, სავსებით ახალგაზრდა,მაგრამ მრავალრიცხოვანი ჯარით. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ კარგი ადამიანის გარშემო მყოფი ცუდი ხალხი ცდილობენ მის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას. მიცუნარიც და ტოკუგავაც ცდილობდნენ ამ ანალი ახალგაზრდა სარდლის გადაბირებას. ამ ახალგაზრდასთან პირველი მივიდა ურეთრალ-ყნოსვა ტოკუგავა, შეხედა ამ ანალნმა,ნახა რომ არის უპრინციპო, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლება უნდა და უარი უთხრა: არა! თუმცა ანალებისთვის რთულია თქვან არა, მაგრამ მან მაინც თქვა. შემდეგ მივიდა კანი მიცუნარი, რომელიც ასევე ცდილობდა მის გადაბირებას. ხადიაკიმ იფიქრა, იფიქრა და დათანხმდა. მაშ ასე, ანალი ხადიაკი დათანხმდა კან მიცუნარის ურეთრალ-ყნოსვა ტოკუგავას საწინააღმდეგოდ. კი დათანხმდა, მაგრამ ანალებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება (რესტორანში ოცი წუთი ფიქრობენ რა აირჩიონ მენიუდან). ამიტომ კი დათანხმდა,მაგრამ კიდევ ფიქრობს სწორად მოიქცა თუ არა, სამართლიანად გადაწყვიტა მიმხრობა თუ არა. კარგი იქნებეოდა რომ არავის მიმხრობოდა,მაგრამ რადგანაც სიტყვა მისცა, ბავშვი ხომ არ არის რომ შეცვალოს,ის ზრდასრული მამაკაცია. ამიტომაც პირობას ასრულებს. ანალი ხადიაკი მთაზეა დაბანაკებული, დაბლა მინდორში მარჯვნივ კანი, მარცხნივ-ურეთრალი. ასეთია სიტუაცია ომის წინ და ანალი სარდალი კიდევ ფიქრობს, სამართლიანი არჩევანი გაკეთა თუ არა. ომის წინ მიდის მასთან მიცუნარი და ეუბნება რომ გადამწყვეტ მომენტში მან, ანალმა სწრაფად უნდა იმოქმდოს და უნდა გადაწყვიტოს ბრძოლის ბედი, ბარემ წინა ხაზზე გაეშვა ამ იდიოტს, ანალი ხომ ისედაც ფიქრებს დაუმძიმებია და გაურკვევლობაშია და აქ უკვე ის ხვდება რომ შეცდა. ის ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე გზავნის ტოკუგავასთან ელჩს და აბარებს რომ მისთვის ძნელია ამის აღიარება, რომ შეცდა და ითხოვს პატიებას, უცხადებს თანადომას. მაშ ასე ბრძოლის წინ არის ასეთი სიტუაცია: არის მთა, ამ მთაზე დგას ჩვენი ანალი სარდალი , გადმოყურებს ბრძოლის ველს და ფიქრობს სწორია თუ არა. დაბლა კი მინდორზე მარცხნივ დგას ტოკუგავა, ხოლო მარჯვნივ-მიცუნარი. ორივე ფიქრობს რომ ანალი მათ დაეხმარება ომში. თუ მოვაშორებთ ხადიახის გავლენას, ძალთა გადანაწილება ასეთია: კან მიცუნარის აქვს უპირატესობა, მას უფრო დიდი ჯარი ყავს. ამასთან ტოკუგავას ცუდი საქმე დაემართა, მისმა უმცროსმა შვილმა თავის გამოჩენა გადაწყვიტა და თავისი ჯარი სხვა ფლანგზე წაიყვანა. სანამ ის იქ ერთობოდა მთავარ ბრძოლაში დაიგვიანა. ტოკუგავას ჯარის 30 % კი მის განკარგულებაში იყო. ტოკუგავას შანსები ისეც მცირე იყო, ახლა კი კიდევ უფრო შემცირდა. ურეტრალ ტოკუგავას აფრთხილებდნენ რომანალი ხადიაკი მასმოატყუებდა. მათ ხომ მაშინ არ იცოდნენ სვპ და არ შეეძლოთ იმის დიფერენცირება რომ ანალი არ იტყუება,მაგრამ ტოკუგავას ჰქონდა ასევე ყნოსვა და ენდო ანალ სარდალს. ასეთია სიტუაცია ბრძოლის წინა ღამეს. გათენდა დილა და მზის ამისვლასთან ერთად იაპონიის ორი უდიდეს არმია ჩაება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.პირველად იაპონიის ისტორიაში დაქსაქსული სამთავროები გაერთიანდნენ ორ დიდ არმიად. ეს იყო იაპონიის გაერთიანების დასაწყისი. ათასობით სამურაი ველური ყვირილით და ბასრი ხმლებით ეკვეთნენ ერთმანეთს. ისვნიან ზარბაზნებს (ამ დროს უკვე იყო დენთი). ტოკუგავა ებრძვის მიცუნარის, ხადიაკი კი დგას მთაზე და როგორც ჩვენ ვხვდებით ძალიან უნდა ტუალეტში. რას ხედავს ის? ის ხედავს მუდმივად ცვალებად სურათს. ურეტრალი ტოკუგავა პირველი გადავიდა შეტევაზე და თავისი მცირერიცხოვანი ჯარით დაიწყო მიცუნარის შევიწროება თავისი გამრღვევი შემტევი ძალით, როგორც ეს ვთქვით მაკედონელის და დარიოსის შემთხვევაში. მაშინაც ყველაფერი გადაწყვიტა შეტევამ და აქაც იგივე გაიმეორა ტოკუგავამ. თავიდან ის კარგად უტევდა მაგრამ ძალები უთანასწორო იყო, გეოგრაფიული მდებარეობაც არ უწყობდა ხელს,ამიტომ თანდათან მოექცა მიცუნარის ალყაში, დადგა გადამწყვეტი მომენტი. ცოტაც და ტოკუგავას ჯარი გაიქცევა, დაიწყება პანიკა, მიცუნარი პრაქტიკულად გამარჯვებას ზეიმობს. მიცუნარი აძლევს სიგნალს ამ „ტუგადუმს“ ხადიაკს, რომ დაეშვას და ბარემ ბოლო მოუღონ მტერს. ზუსტად ამ დროს ხადიაკს ნიშანს აძლევს ტოკუგავაც. იმ მომენტში ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან წუთს, ქვეყნის ბედისთვის გადამწყვეტ მომენტში ეს ჩვენი ხადიაკი ვარდება ნამდვილ ანალურ გაშეშებულ მდგომარეობაში, უბრალოდ ქვავდება. მშვენიერი პანორამაა: დგას იაპონიისთვის გადამწყვეტი წუთები. ბედის სასწორი ქანაობს და კაცმა არ იცის რომელ მხარეს გადაწონის, თუმცა სასწორი ნელნელა იხრება კანი მიცუნარისკენ. ყველაფერი დამოკიდებულია ერთ კაცზე, რომელიც უძრავად დგას მთაზე, წყევლის თავის გაჩენის დღეს, ასევე მიცუნარის, ტოკუგავას და მთელ ამ სიტუაციას.დგას უძრავად,ლამის კატალეფსია დაემართოს,არ შეუძლია გაინძრეს,მზერაც გაყინული აქვს, ყველა ელოდება, როგორ გადაწყვეტს ის იაპონიის ბედს. ფრინველებიც კი მის მოქმედებას ელოდებიან, ოფიცრები ეკითხებიან, თუ როგორ მოიქცნონ, ხადიაკი კი გაშეშებულია. რა უნდა ქნას ტოკუგავამ, რომელიც მარცხდება თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში? მის ერთადერთ მშველელს აზროვნების უნარი დაუკარგავს და თუ გულახდილად ვიტყვით,საერთოდ მოძრაობის უნარი აქვს წართმეული. მთის ძირში დარბის მიცუნარი და უყვირის ამ იდიოტს რომ დაეხმაროს და ლანძღავს უკანასკნელი სიტყვებით, ეს ხომ სტანდარტული კანური რეაქციაა. როგორ უნდა მოიქცეს ტოკუგავა? და აქ ტოკუგავამ გააკეთა ის, რაც შევიდა იაპონიის ისტორიაში. მან თავისი ყნოსვით ამოიცნო ხადიაკის ხასიათი, შეიყნოსა მისი გაურკვევლობა, ის შიში, რომელმაც შებოჭა ხადიაკი და როდესაც ეს ყველაფერი გააანალიზა, წამის უსწრაფესად ურეტრალურად მიიღო გადაწყვეტილება როგორ უნდა მოქცეულიყო. მან შეატრიალა თავისი ზარბაზნები მთისკენ და დაუშინა ხადიაკს, ადამიანს, რომელიც მას დახმარებას დაპირდა. ეს გამოდგა ყველაზე სწორი და ჯადოსნური გადაწყვეტილება. ეს იყო პანღური უკანალში ხადიაკისთვის,რომ განძრეულიყო. როგორც ბიზონების ჯოგი,ისე დაეშვა ხადიაკის არმია მთიდან და გადათელა მიცუნარის ჯარის ნარჩენები. რატომ არ შეუტია მან იმ ტოკუგავას, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა? და რატომ შეუტია იმ კანს რომელსაც თავიდან დახმარება აღუთქვა? ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ურეთრალ-ყნოსვა ტოკუგავამ გაიმარჯვა. ის დინასტია, რომელსაც ტოკუგავამ ჩაუყარა საფუძველი, რამოდენიმე ასწლეული მართავდა იაპონიას. ეს ომი რეალურად მიმდინარეობდა სამი ადამიანის თავში. ის რომ რამოდენიმე ათასი ადამიანი ხმლებს იქნევდა, ეს არ იყო გადამწყვეტი. ეს იყო ნამდვილი ბუნებრივი რანჟირება კანს, ურეთრალ-ყნოსვასა და ანალს შორის.