ურეთრალური ვექტორის გარეგნული იერსახე

პირველი, რაც ურეთრალური ვექტორის მქონე ადამიანის დანახვისას თვალში მოგხვდებათ, ესაა მუდმივი, გახსნილი ღიმილი, რომელიც რაღაცით მგელის ღრენას წააგავს. მისი მოძრაობები თავისუფალია, ლაღი, გახსნილი, მოდუნებული, მაგრამ არა მოღვენთილი. არ არის კანივით დაჭიმული და ანალივით აკურატული. თითქმის არ აქცევს ყურადღებას თავის გარეგნობას (თუ ვიზუალი არ ახლავს).
ურეთრალ ქალს შეუძლია დილით ისე ადგეს საწოლიდან, რომ თმა არც კი დაივარცხნოს, და ასე იაროს მთელი ერთი კვირის განმავლობაში. თუმცა მისი მოუწესრიგებლობა და არააკურატულობა არ გადადის სიბინძურეში. ურეთრალ ქალს ასევე არ აღელვებს მოდის ტენდენციები.
მას შეუძლია თავად შექმნას ახალი მოდა (თუ ვიზუალი ახლავს). და საერთოდ, ურეთრალი არ ღელავს იმაზე, რომ ყურადღება გარეგნობით მიიქციოს. მას თავისთავად აქვს განსაკუთრებული მიმზიდველობა. ხშირად ამას ქარიზმატულობასაც უწოდებენ. იგი ძალზე სექსუალურია და ასხივებს ამ სექსუალურ ვნებას.
მას მუდმივად მხურვალე სხეული აქვს (თუ ვიზუალი ან სმენა არ ერთვის). ბელადებად დაბადებულნი, ბუნებამ ისინი სხვებზე მეტი ცეცხლოვანი ენერგიით დააჯილდოვა.
ურეთრალის ვექტორიანი ყველაზე ეგოცენტრულია, ყველაზე ამაყია სმენის ვექტორიანის შემდეგ, მაგრამ განსხვავებით სმენური ეგოცენტრულობისგან, რომელიც ინტრავერტული და გარეთ ნაკლებად გამოიხატება, ურეთრალი აშკარად და ღია გამოხატავს თავი ბელადობას. შექება ძალიან სიამოვნებს, და ამას ხშირად იყენებენ ინსტრუმენტად ყნოსვის ვექტორიანი მანიპულტორები. ერთადერთი, რაც არ უნდა დაგენანოთ ურეთრალთან – ესაა შექება და ხოტბის შესხმა. „უშენოდ რა გვეშველება?!“- ეს ფრაზა აფრთიანებს ურთრალს, უძლიერებს პასუხისმგებლობას და შედეგად იგი უფრო სწრაფად და ეფექტურად პოულობს გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდს წინ წაიყვანს. და განსხვავებით სხვა ბავშვებისგან, რომლებისთვისაც ზედმეტი და არაადეკვატური შექება საზიანოა, ურეთრალი ბავშვის შექება არასოდესაა ზედმეტი.
ურეთრალებს ხშირად უყვართ ამაღლებულ ან ყველასთვის გამოსაჩენ ადგილზე ჯდომა, როგორც ტახტრევანზე (თუმცა ეს ზოგჯერ ანალებსაც ახასიათებთ, განსაკუთრებით ანალ-სმენებს). ფუფუნების საგნებს და ძვირადღირებულ ნივთებს მისთვის არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც სხვებისთვის, მაგრამ მაინც იკრებს მათ თავის გარშემო, როგორც ძალაუფლების ატრიბუტებს, თუმცა საერთოდ არაა მიჯაჭვული მათზე თუ აუცილებელი გახდება, დაუნანებლად აჩუქებს მას, ვისაც მეტად სჭირდება. უყვარს დიდ და კომფორტულ სახლში ცხოვრება, მაგრამ მისი სახლის კარი ყოველთვის ღიაა და თავშესაფარია მთელი ჯოგისთვის. და ამასთან თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს კომფორტულად, თუ მის გარემოცვაში (გუნდში) ყველაზფერი რიგზეა და არავის არ უჭირს. ურეთრალი ბუნებით სამართლიანია, და ეს არ ჰგავს ანალურ სიმართლისმოყვრეობას. მას ასევე გამოარჩევთ გულუხვობით და გულმოწყალებით, რომელსაც მთელი თავისი გუნდის (ჯოგის) მიმართ ავლენს.
ურეთრალი უპირობო დომინანტია როგორც წყვილში, ასევე ჯგუფში. და განსხვავებით ანალებისგან, რომლებიც დომინაციას პროფესიონალიზმის, გამოცდილების და ავტორიტეტულობის ხარჯზე მოიპოვებენ ხოლმე, ან კანებისგან, რომლებიც ამას თვითკონტროლის, სხვების კონტროლის და რანგისა და რესურსების თანდათანობითი გაზრდით ახერხებენ, ურეთრალი დაბადებიდანვე დომინანტია, და ბავშვობიდანვე საკუთარ თავს მშობლებზე მაღლაც კი აღიქვამს. ბავშვობიდანვე დამოუკიდებელია, ადრეულ ასაკშივე შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. არ ცნობს შეზღუდვებს, ჩარჩოებს. მისთვის არ არსებობს ავტორიტეტები და წესები.
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შტრიხი, რითაც შეგიძლიათ ურეთრალი ამოიცნოთ, ესაა ურეთრალური მრისხანება, რომელსაც მაშინ ამჟღავნებს, როდესაც მისი, როგორც ბელადის რანგს ეხებიან, ან მის გუნდს საფრთხე ემუქრება. რანგის ხელყოფას ელვისებური რეაქციით (მრისხანებით) პასუხობს და უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია მოკლას კიდეც ადამიანი. თუმცა მცირე დროის შემდეგ გადაუვლის ხოლმე და ანალის ვექტორიანივით წყენას არ იდებს გულში. მისი, როგორც ბელადის რანგის დაცვა გამომდინარეობს ჯოგზე პასუხისმგებლობიდან და ეს არ ჰგავს კანურ კონკურენციას. მას შეუძლია კონკურენციაში იყოს მხოლოდ სხვა ჯოგის ბელადთან, თავის ჯოგში კი თავს ბუნებრივად გრძნობს ბელადად და არავის ეჯიბრება, სწორედ ამიტომაც გამოიყურება, როგორც ყველაზე ლაღი და უდარდელი.
ურეთრალი ხშირად თავაწყვეტილია თავის მოქმედებებში. თუ სვამს – ბოლომდე, თუ სექსი აქვს – მთელი ვნებით, ძილითაც კი შეუძლია გადაბმულად ორი დღე-ღამე ეძინოს, ან პირიქით – საერთოდ არ ეძინოს რამდენიმე დღე, თუ ეს მის გუნდს სჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით იძირება დროსტარებასა და ვნებაში, როგორი მთვრალიც არ უნდა იყოს, საომარ ვითარებაში ყოველთვის მზადყოფნაში იქნება მტრის დასახვედრად.
ავტომობილის ტარებისას ხშირად აჭარბებენ იჩქარეს, და ეს არაა კანურად სხვებთან შეჯიბრების გამო, არამედ ესაა მისი არაცნობიერი მოთხოვნილება, იაროს რაც შეიძლება სწრაფად წინ – მომავლისკენ.
ურეთრალი ბუნებით პოლიგამია. იგი ყოვლთვის იზიდავს საწინააღმდეგო სქესს, და შეუძლია ურთიერთობა ჰქონდეს ბევრთან ერთდროულად, ამასთან ყველა თავის პარტნიორთან ბოლომდე და მთელი ვნებითაა.
ურეთრალ მდედრს, ხშირად რამოდენიმე პარტნიორი ერთდროულად ჰყავს (რომლებიც მას ისე შეჰყურებენ, როგორც ქალღმერთს), გარკვეულ შემთხვევებში კი (განსაკუთრებით ვიზუალურ ვექტორთან ერთად) მეწყვილედ ჰყავთ კან-ვიზუალი მდედრი. რაც შეეხება ურეთრალ მამრს, განსაკუთრებით მას, რომელიც ბელადად რეალიზდა, მის გვერდით ყოველთვის დგას კან-ვიზუალი მდედრი, რომელიც ჯგუფში ყველაზე მეტად ბრწყინავს. ასევე რეალიზებულ ურეთრალ ბლადს ადვილად ამოიცნობთ ყნოსვის ვექტორიანი მრჩეველიც, რომელიც მის უკან დგას. დიდ კომპანიაში ეს შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც კომპანიის დირექტორი და ფინანსური მრჩეველი (თუმცა ხშირად დირექტორები კანებიც არიან).
ურეთრალი ბელადია (სქესის მიუხედავად), მდედრიც ისეთივე ბელადია, როგორც მამრი, და ქალი ურეთრალისთვის რანგის დაკნინება იმით, რომ იგი მდედრია და „სუსტი სქესია“, როგორც წესი ცუდი შედეგით მთავრდება ხოლმე შეურაცხმყოფელისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) ურეთრალი მდედრი ხშირად ვერ რეალიზდება ბელადად მათზე ბავშვობიდანვე ზეწოლის, ოჯახური და საზოგადოებრივი მენტალური დაშენებების და შესაბამისად ვექტორში დარღვევების გამო.
ჟესტიკულაციისას ურეთრალი ხშირად იყენებს ჟესტს, რომელიც გამოხატავს გულმოწყალებას და გაცემას (ორივე ხელის მკერდთან მიტანა და შემდეგ სხვების მიმართულებით გაშლა). ასევე ხელებით კრავენ სფეროს, მაგრამ განსხვავებით სმენის ვექტორული გამთლიანების ჟესტისგან, მათი ეს სფერო წინისკენაა მიმართული და უფრო წინ მიმართული სამკუთხედის ფორმას იღებს.
ძლიერ სტრესზე და ლანდშაფტი ზეწოლაზე რეაგირებენ ელვისებურად და ნახტომისებურად. მათი ელვისებურობა უფრო მეტია, ვიდრე კანური სისწრაფე, ხოლო ნახტომურობა საპირისპიროა ანალური უდრეკობისგან (ურეთრალებისთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა).
ურეთრალ ბავშვებს ხშირად აქვთ შარდის შეუკავებლობა (თუმცა იგივე შესაძლოა ანალ ბავშებსაც ჰქონდეთ, თუ სათანადო ჩვევა ვერ გამოუმუშავეს). ასევე შედარებით მოზრდილ ასაკში ხშირად ბოლო წამამდე იგროვებენ შარდს და შემდეგ სიამოვნებას ანიჭებთ შარდვის პროცესი. ამით შარდ-სასქესო არხის ინიცირებას ახდენენ (ეცადეთ, რომ მხოლოდ ამ, ან რომელიმე სხვა ერთი ნიშნით არ მოახდინოთ ურეთრალური ვექტორის დიაგნოსტიკა).
სტრესები და გადახრები ურეთრალურ ვექტორში ასევე ადვილად ამოსაცნობია. თუ რეალიზებული ურეთრალი მთელ ჯოგზე იღებს პასუხისმგებლობას და საოცრად უშიშარი და გამბედავია, არარეალიზებულ ურეთრალს ეშინია ჯგუფზე პასუხისმგებლობი აღება და ზოგჯერ ეს პათოლოგიური სიმხდალის სახით ვლინდება (ხშირად ფობიების სახითაც, თუკი ვიზუალიც ერთვის). ასევე ძალიან ხშირია არარეალიზებულ ურეთრალებში პროტესტის სცენარი. იმის გამო, რომ ბავშვობაში მეტისმეტად აწვებოდნენ და თრგუნავდნენ მათ ბელადურ თვისებებს, ისინი უჯანყდებიან ყველაფერს, რაც წინ უდგებათ.
არიან დესტრუქციულები და ანგრევენ, ნაცვლად იმისა, რომ აშენონ, ახდენენ რევოლუციებს, ნაცვლად ევოლუციისა. ხალხმრავალ ადგილებში პათოლოგიურად ცდილობენ მიიპყრონ ყურადღება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ჩანან, მათ მაინც აქვთ სურვილი, რომ ბელადად გამოჩნდნენ. და არ აინტერესებთ, აღიარებენ თუ არა სხვები ბელადად, მთავარია, რომ თვითონ ასე ხედავენ საკუთარ თავს.
სოციალურ ქსელებში მათი აქტივობა დამოკიდებულია სხვა ვექტორებზე. მთავარი, რაც თვალში მოგხვდებათ, ესაა ორიგინალურობა, არაშაბლონურობა, ვნება და წითელი ფერი. ხოლო თუ ვიზუალიც ერთვის, ხშირად გადაჭარბებული (ანალებისთვის გამაღიზიანებელი) ეროტიზმი.
და ბოლოს, აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ გარკვეული თვისებებით სმენაც წააგავს ურეთრალს (თავისუფლებისადმი სწრაფვით, ჩარჩოების და საზღვრების არარსებობით, ეგოცენტრულობით, ალტრუიზმით), და ხშირად ეს ორი ვექტორი ერთმანეთში ერევათ, მაგრამ სმენა იდეური ბელადია (მეტაფიზიკურ დონეზე), ხოლო ურეთრალი მატერიაში მიუძღვის ჯგუფს. და ასევე ურეთრალს ხშირად ურევენ ანალ-კან-კუნთ-ორალის კომბინაციასთან, მაგრამ ვექტორების თვისებების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ დაინახავთ, რომ ყოველ ვექტორს თავისი უნიკალური თვისებები აქვს და სხვა ვექტორის არცერთ თვისებას არ ემთხვევა.