ურთიერთკავშირის კანონი

გაეცით ის, რაც ჭირდებათ სხვებს და არა თქვენ

ჩვენ გავცემთ საკუთარი თვისებების – ანუ იმის მიხედვით, რაც ჩვენში ბუნებამ ჩადო. მაგრამ ჩადო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჯგუფისთვის. მაგალითად: სხეულზე თითოეული ორგანო მუშაობს არა თავისთვის, არამედ – სხეულისთვის. ყურები ისმენენ არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთლიანი სხეულისთვის, პირი ჭამს არა მართო თავისთვის, არამედ მთლიანი ორგანიზმისთვის და ა.შ. სხეული კი თავის მხრივ ამ ორგანოებს ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით, იმით რაც საჭიროა მათი გამართულად ფუნქციონირებისათვის.

ასევეა ადამიანებთანაც. თითოეული ადამიანი (ისევე როგორც სხეულის თითოეული ორგანო) განსხვავდება საკუთარი თვისებებით, დავალებით, სექსუალობით და ა.შ. და თითოეული რაღაცას გასცემს (ცნობიერად, ან გაუცნობიერებლად) სხვებისთვის. ერთი მანქანებს აწყობს, მეორე მართავს, მესამე რაღაცას ასწავლის, მეოთხეს მოსავალი მოჰყავს. თითოეული გასცემს იმას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად იცის, შედეგად კი იღებს ქმედების პირდაპირპროპორციულ ტკბობას. ძალზე მნიშვნელოვანია, გავცეთ სწორედ ის, რაც ესაჭიროება ჯგუფს და არა ის, რაც ჩვენ გვგონია, რომ ჯგუფს ესაჭიროება. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ვიდეოკასეტების მაღაზია, მაგრამ ვის ჭირდება ისინი ციფრულ ეპოქაში? იმუშავებს თქვენი ბიზნესი თუ პოლუსზე თოვლის გაყიდვას მოისურვებთ? საჭიროა ვითვალისწინებდეთ კაცობრიობის მიღწევის დონეს და ჯგუფის საჭიროებებს.

ადამიანი სოციალური არსებაა და მას საკუთარი თვისებების რეალიზება მხოლოდ სოციუმში შეუძლია. კაცობრიობის გარეშე ადამიანი ბუნებისთვის უსარგებლოა. სწორედ ადამიანისა და კაცობრიობის ხარისხიანი და სწორი ურთიერთქმედებისთვის არსებობს მიღება-გაცემის კანონი. ჰარმონია დგას ყველაზე მაღლა.