ურთიერთკავშირის კანონი.

დისბალანსის ნიშნები.

სისტემის ნებისმიერი ელემენტისთვის მნიშვნელოვანია ჰარმონიაში იყოს ყველა დანარჩენთან. ასე მუშაობს ადამიანების სისტემაც. თუ საკუთარი რესურსის გაღების მიმართულებით სწორად იხარჯები, პროცესი ძალდაუტანებლად, ადვილად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს. ეს აღარაა რთული სამუშაო დღეები ყოველდღიურობის აკომპანიმენტის თანხლებით: „არ მინდა დილით სამსახურში წასვლა“-ხდება სასიხარულო და ენერგიით სავსე პროცედურა. შინაგანი დაძაბულობა იცვლება სისავსის, შთაგონების სასიამოვნო განცდით. მიღება გაცემის ბალანსი გვაძლევს ყოველდღიურობის სიმსუბუქესა და სიხარულს – დისბალანსის დროს განვიცდით დაღლილობას და უიმედობას.
თუ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ შინაგანი დისბალანსი ცხოვრებასთან, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ-ეს არის პაუზა, შეჩერდით და მოძებნეთ ბალანსის შეგრძნება გარემოს ნებისმიერ სფეროში. შეეცადეთ გააანალიზოთ-მოძრაობთ თუ არა სწორი მიმართულებით, საჭირო ტემპით, გასცემთ თუ არა იმას რაზეც არის მოთხოვნა, იხარჯებით თუ არა სასარგებლოდ. ამის გააზრებაშ დაგეხმარებათ სისტემური ფსიქოანალიზი. თუ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულადაა დაბალანსეწბული-ისღა დაგრჩენიათ აამაღლოთ ეფექტურობის დონე საქმიანობის სფეროში.