უძველესი ძეგლების სიყვარული ანალურ ფსიქოტიპში

თუ ერთვექტორიანი ანალი სამოგზაუროდ მიდის, ის ან იმ ადგილებში მოგზაურობს, სადაც ადრე თვითონ ცხოვრობდა, ან იქ სადაც მისი წინაპრების საფლავებია, მიდიან ასეთ ადგილებში და ამ სიწმინდეებს მოილოცავენ. საერთოდ ანალებისთვის ადგილიდან განძრევა იოლი არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ისინი მზად არიან იმოგზაურონ. ხოლო თუ ანალს ერთვის ვიზუალი, მაშინ ასეთებს ძალიან უყვართ ისტორიული ადგილების მონახულება, ჩადიან რომელიმე ისტორიული სიძველის მოსანახულებლად, მაგალითად: ეგვიპტის პირამიდების სანახავად, და როდესაც ამ სიძველეებს ხედავენ მათში რაღაც შინაგანი გარდატეხა ხდება, სურვილი უჩნდებათ მუხლი მოიყარონ და თაყვანი სცენ ამ სიძველეებს, ხელში იღებენ ქვიშას, უყურებენ როგორ გადის თითებს შორის ქვიშის ნამცეცები და ფიქრობენ როგორ გადის დრო, რა ბრძენი ხალხი ცხოვრობდა ოდესღაც, შორეულ წარსულში, რომ ასეთი გრანდიოზული ნაგებობის აშენება შეძლეს,

მთელი თავისი არსებით უნდათ აჩვენონ რამხელა ემოციას განიცდიან, როგორ არიან გაჯერებულები ამ ისტორიით, ასე მხოლოდ ანალ-ვიზუალებს ემართებათ. უზარმაზარ ბედნიერებას განიცდიან, იმასაც გრძნობენ, რომ მთელ ჯგუფში მხოლოდ მათ აქვთ ასეთი შეგრძნებები, კანის ვექტორიანები ყვირიან: ეს უკვე ვნახეთ სხვაგან წავიდეთო, კან-ვიზუალები ყველა ლამაზ ადგილზე ფოტოებს იღებენ, მათ აქვთ სილამაზის აღქმა, მაგრამ ანალ-ვიზუალებივით დროს ვერ შეიგრძნობენ. ანალ ვიზუალები კი ფიქრობენ: ,,აქ ხომ წინაპართა სულები დააბიჯებენ, აქ ხომ დედამიწის ძალებია თავმოყრილი, აქ წარსული ცოცხლდება, ეს კრეტინები კი ყვირიან წავიდეთო, ამაზე კარგ ადგილას სად უნდა წავიდნენ? აქ ხომ ცივილიზაციის აკვანი დაირწა”. ანალის ვექტორიან ადამიანს ასე სხვა ვერაფერი ააღელვებს. საიდანაც არ უნდა შეხედოთ წარსულს, ანალის ვექტორიანისთვის ის მაინც ყველაზე ახლობელი იქნება.

წყარო: http://training8.ru