ფრანც კაფკა (ვექტორული ანალიზი)

 

ერთ-ერთ მასალაში რომელიც ამ სტატიისთვის გამოვიყენე ავტორი წერს როგორ „გაიცნო“ კაფკა – ზაფხულის ერთ მზიან დღეს ჭრელ ჰამაკში. მე კი სრულიად განსხვავებულ, შეიძლება ითქვას „კაფკიანურ გარემოში გავიცანი – იანვარში, გაყიდულ ბინაში, უკვე ჩაჭრილი სინათლით და გაზით, საყინულეში, ჩემი მწირი ბარგი მეგობართანაა და მეორე დღეს მეც იძულებული ვარ სხვაგან გადავიდე, სად? წარმოდგენა არ მაქვს. ასე თბილ და ტკბილ გარემოში შევხვდით ერთმანეთს მე და ფრანც კაფკა, უფრო სწორედ მე და გრეგორ ზამზა.

გრეგორ ზამზა ტყულად არ მიხსენებია, თუ სხვა მწერლების განხილვისას მათ რამდენიმე ძირითად ნაწარმოებზე გვიწევს შეჩერება, კაფკას შემთხვევაში „გარდასახვა“ და მისი ბიოგრაფია საკმარისია მისი ვექტორული ანალიზისთვის.

კაფკამ შეძლო დაესრულებინა მკაცრი ზამთარივით გამეფებული კლასიკური ლიტერატურის ეპოქა და სწორედ „გარდასახვით“ მოდერნიზმს დაუდო საფუძველი. მან იქამდე დამკვიდრებული არქეტიპებიდან პატარა ადამიანზე გადაინაცვლა, მაგრამ მისთვის ძეგლი არ დაუდგამს და ხოტბა არ შეუსხამს, პატარა ადამიანი მისსავე სამყაროში აღწერა. ხატოვნად თუ ვიტყვით კაფკამ მოაბრუნა თეატრალური რამპა, რომელიც იქამდე ბერძნული ტრაგედიების გმირებისკენ იყო მიმართული და ის სცენის ფიცრებში დაბუდებული ხოჭოებისკენ მიმართა. ლიტერატურაში ასეთი მასშტაბური მოვლენა სმენის ვექტორის გარეშე ვერ მოხდებოდა. მწერლის სმენის ვექტორზე მიანიშნებს ისიც, რომ ძირითადად ღამით მუშაობდა. ღამის თენება მისთვის უცხო არ იყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული „ ვერანაირი ღამე ვერ იქნება საკმარისად გრძელი ამ საამო საქმიანობისვის“ – წერს ის. ასევე გამუდმებული დეპრესია და თვითმკვლელობის სურვილი, რომელსაც ის დემონად მოიხსენიებს. „საუკეთესო გამოსავლად ფანჯრიდან ნახტომი მეჩვენება მაგრამ რაოდენ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ახლა სიგიჟის დემონები მაინც ვერ შემოაღწევენ ჩემს ოთახში.“

კაფკას წერის სტილი ლაკონურია, გადაუტვირთავი ზედმეტი მეტაფორებითა და სიტყვათა თამაშით. კანის ვექტორისთვის დამახასიათებელი მოქნილობა, სიმარტივე და ეფექტურობა. წერის სტილით და ნაწერის მასშტაბურობიდან გამომდინარე მწერლის სცენარი კან-სმენაა. კანის ვექტორზე მისი ასკეტიზმისკენ მიდრეკილებაც მოწმობს, ვეგეტარიანული დიეტაც რომელსაც კარგა ხანს იცავდა. აგრეთვე რეგულარულად ვარჯიშობდა გიმნასტიკაში.

კაფკას ხასიათის და მისი სცენარის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა მამამისმა. ჰერმან კაფკა გამოხატული ანალ-ორალი იყო, ძალიან ხმაურიანი, მკაცრი და ტრადიციებისა და ოჯახის ერთგული კაცი, რომელიც ცდილობდა ეს ღირებულებები შვილებშიც გაეღვივებინა და რა თქმა უნდა ერთადერთ ვაჟს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მხრივ. ღამღამობით წერა პატარა კაფკას პირველი პროტესტი იყო მამის სიმკაცრეზე. პროტესტი იყო ისიც, რომ საკუთარი მშობლიური ენა, ებრაული სიცოცხლის ბოლოს ისწავლა. მამამისის სიმკაცრემ განაპირობა მთელი რიგი სტრესები როგორც ანალურ, ისე ვიზუალურ და ორალურ ვექტორებში.

რადგან საუბარია კაფკაზე, ანალიურ ვექტორს გვერდს ვერ ავუვლით. ის კაფკას  მცენარეულ დონეზე ჰქონდა განვითარებული. მასში ანალური ვექტორის არსებობა, პირველ რიგში მისი წერის სიყვარულში გამოიხატებოდა, მისი ერთ-ერთი საცოლე იხსენებს, რომ კაფკა მას დღეში ორ ბარათსაც კი სწერდა. მთელი სიცოცხლე მუშაობდა ერთი და იმავე ფირმაში, გამოირჩეობა პუნქტუალობით და კეთილგანწობით თანამშრომელთა მიმართ. ანალურ ვექტორში ჰქონდა წყენა, გამუდმებული უსამართლობის შეგრძნება და სურვილი მამისთვის საყვარელი შვილი გამხდარიყო:  ,,როდესაც იმის კეთებას ვიწყებდი, რაც არ მოგწონდა, წარუმატებლობით მემუქრებოდი. მაშინ შენს აზრს ისეთი მოწიწებით ვეპყრობოდი, რომ წარუმატებლობა, თუნდაც მოგვიანებით, გარდაუვალი იყო. რაც უფრო ასაკი მემატებოდა, მით უფრო მეტი რამ გროვდებოდა, რაც ჩემი არარაობის დასამტკიცებლად შეგეძლო წარგედგინა.”

მიუხედავად იმისა, რომ მამას მისთვის არასოდეს მიუმართავს სალანძღავი სიტყვებით, ის ასეთი გამოთქმებით უხვად ამკობდა სხვა ადამიანებს შვილის გასაგონად. ეს უკანასკენლი კი თავს სწორედ იმ გალანძღულ ადამიანებს ადარებდა და საკუთარი არარაობის შეგრძნება და მამისადმი წყენა კიდევ უფრო უღრმავდებოდა. მოგვიანებით, სიმორცხვე და მამის მიმართ წყენა მთელს დანარჩენ სამყაროზე გავრცელდა. მწერალს არასოდეს ტოვებდა შიში, რომ მას არ მოუსმენდნენ და არ მიიღებდნენ. ამიტომ ის ცდილობდა ნაკლები ესაუბრა საჯაროდ, თუმცა როგორც თანამედროვენი იხსენებენ, როცა ის მაინც გამოდოდა სიტყვით მისი საუბარი შთამაგონებელი იყო. აქვე ორალურს ვექტორსაც შევეხები, რომელიც სმენის დომინირებისა და ბავშვობის სტრესების გამო საკმარისად ვერ გამოვლინდა. თუმცა მას ჰქონდა ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, დახვეწილი სარკაზმი რაც მისი მოთხრობებიდანაც ჩანს და მეგობრები და თანამშრომლებიც აღნიშნავდნენ.

რაც შეეხება ვიზუალს, მწერლის ბიოგრაფიაში შეიძლება თვალი მივადევნოთ როგორ ვითარდებოდა მისი ვიზუალური ვექტორი. ბავშვობაში ის ძალიან მგრძნობიარე იყო და ეს ვექტორიც კარგა ხანს დარჩა შიშის მდგომარეობაში, ღამის თენება სწორედ სიბნელის შიშმა დააწყებინა ხოლო წერის სურვილი მოგვიანებით გაჩნდა. აგრეთვე შიში მამის მიმართ, კაფკას აშინებდა მამასთან პირისპირ დალაპარაკება, მას წერილებს სწერდა და პირადა ვერც უგზავნიდა, დედას სთხოვდა მისთვის გადაეცა. მხოლოდ ერთხელ გაბედა თავისი მოთხრობების წიგნი მამისთვის ეჩუქებინა, ამ უკანასკნელმა გამოართვა შვილს წიგნი და გადაუშლელად გადადო გვერძე. ახალგაზრდობაში ვიზუალი ჯერ კიდევ განვითრების მცენარეულ დონეზეა, რაც მის მიმართ საკუთარი პრობლემების უტრირებაში გამოიხატება. აგრეთვე მწერალი ძალიან ზრუნავდა გარეგნობაზე, ცდილობდა ყოველთვის მოხდენილად მოდის შესაბამისად ჩაეცვა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო გარშემომყოფთა აზრი მის გარეგნობაზე. მოგვიანებით ვიზული განვითარდა და ცხოველურის ადამიანურ დონესაც მიაღწია. კაფკას მოთხრობებში ჩანს განსაკუთრებული ემპათია პატარა ადამიანის მიამართ, თვით ხოჭოც კი დიდი სიყვარულით ჰყავს აღწერილი.

ფრანც კაფკას სხვა დანარჩენებთან ერთად კუნთის ვექტორიც ჰქონდა, მაგრამ კან-სმენა სცენარის ფონზე ის ვერ გამოვლინდა.

ტემპერამენტი – 6/7 , ამის საბუთია წერისადმი მანიაკალური დამოკიდებულება, გამუდმებული დეპრესია „ჩემში ორი დემონი ცხოვრობს, ისინი ერთმანეთს ებრძვიან, ეს ბრძოლა მიდმივია და არასოდეს მთავრდება და ახლა ჩემი ავადმყოფობა ერთ-ერთს შეიწირავს“, – მისწერა მან საცოლეს როდესაც ორმხრივი ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. სიცოცხლეში ცნობილი ვერ გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი მოთხრობა „გარდასახვა“ მისსსავე სიცოცხლეში დაიბეჭდა. კაფკამ ჩვენამდე მოაღწია მაქს ბროდის წყალიბით, რომელმაც მისი ანდერძი არ შესრულა და დაწვის ნაცვლად ნაწერები გამომცემლობაში წაიღო.

ფრანც კაფკა

ვექტორული ნაკრები – კუნთი, ანალი, კანი, ორალი, ვიზუალი, სმენა.

სცენარი – კან-სმენა

ტემპერამენტი – 6/7

კუნთი – მცენარეული დონე

კანი – ცხოველური დონე.

ანალი – მცენარეულის ადამიანური დონე.

ორალი –  ცხოველურის მცენარეული დონე

ვიზუალი – ცხოველურის ადამიანური დონე.

სმენა – ცხოველურის მცენარეული დონე.

 

სტატიის ავტორი: ეკატერინე სამხარაძე