ფრიდა კალოს ვექტორული ანალიზი

 

ადამიანი იბადება განსხვავებული მოცემულობით, განსხვავებული დანიშნულებითა და როლით. არსებობენ ადამიანები, ვინც კაცობრიობის დიდ მოზაიკაში უბრალო კენჭის როლს ასრულებენ, ისინიც, ვინც სურათს ფორმას აძლევენ, ისინიც ვინც აფერადებენ და არსებობენ კიდევ ისინი, ვინც მთლიანად ცვლიან ყველაფერს – ახალ მოზიკას უყრიან საფუძველს. ადამიანები, რომელთა არსებობაც მსოფლიოს მოცემულობას, კაცობირობის აზროვნებასა თუ განვითარების მიმართულებებს ცვლის.

 

მათ შორის ერთ-ერთი ფრიდა კალო გახლავთ. მხატვარი, ფემინისტი, კომუნისტი, ათეისტი, მექსიკელი ქალი, დიეგო რივერას მუზა – ქალი, რომელმაც თავისი არსებობით ჩვენს ცნობიერებაში, მექსიკასა და მსოფლიოში ქარიშხალი დაატრიალა, თავისი ნახატებით კი ახალი აზროვნებისა თუ შეგძრძნების გზებისაკენ გაგვიხსნა გზა, ჩვენ, უბრალო ადამიანებს.

 

ფრიდა მექსიკის პატარა ქალაქ კოიოაკანში მესამე შვილად გაჩნდა ებრაული ფესვების მქონე გერმანელი მხატვრის და ფოტოგრაფისა და მექსიკელი დედის ოჯახში. ბავშვობისას პოლიომიელიტი დაუდგინდა, 6 წლისას დაავადება გაურთულდა, ცხრა თვე შინ გააატარა და სამუდამოდ დაკოჭლდა. თუმცა, სწორედ ამ პერიოდში, მამის გავლენით, გოგონამ ხელი მიჰყო სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს, იცავდა რეჟიმს და ნებაუნებურად იყალიბებდა კანურ დისციპლინას, უნარებს, კონტროლქვეშ მოექცია საკუთარი სხეული, შეგუებოდა ტკივილს, რაც შემდგომში დაეხმარა არამარტო გადაეტანა და გაეძლო, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამკლავებოდა საკუთარი ავადმყოფობისა და, შემდგომში, ავარიის შედეგებს.

 

თავდაპირველად ფრიდას მხატვრობაზე არ უფიქრია. ის 15-16 წლის ასაკში ჩაირიცხა სასწავლებელში და იყო იმ 35 (მხოლოდ და მხოლოდ) გოგონას შორის, რომლებიც ექიმები უნდა გამხდარიყვნენ.

 

კარგად შეგვიძლია დავინახოთ ურეთრალი ფრიდას ანალის ვექტორისეული ნებისყოფა და მეხსიერება – იცოდა სამი ენა – მშობლიური ესპანური, გერმანული და ინგლისური. მოგვიანებით გახდა კომუნისტი, იცნობდა და ერკვეოდა მარქსიზმსა და სხვა კომუნისტურ ნაშრომებში, წერდა დღიურებს, იყო მხატვარი, ფერწერა, კი ყველამ ვიცით, რამდენად დიდ შრომას, ჩაკირკიტებაა და დროის ხარჯვას მოითხოვს. ფრიდამ 183 ნახატი, მათ შორის, 55 ავტოპორტრეტი დაგვიტოვა.

 

ურეთრალი ფრიდასათვის არ არსებობდა წესები, კანონები, შეზღუდვები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლებოდა – მეოცე საუკუნის დასაწყისში, მექსიკის პატარა ქალაქში (ჯერ კიდევ პატარა) დაბადებული გოგონა, რომელიც, მაშინდელი მყარად გამჯდარი შეხედულებებისა და საზოგადოებრივი აზრის მიხედვით უნდა გამხდარიყო კარგი მეუღლე და დედა, გახლდათ ის, ვინც იცვამდა კაცის სამოსს ბავშვობაში, სწავლობდა სასწავლებელში, იყო მხატვარი, გახდა კომუნისტი, ფემინისტი, იყო ბისექსუალი, არ ცნობდა საზოგადოებრივ ნორმებს ცხოვრების თითქმის არც ერთ ასპექტში. არ გააჩნდა შეზღუდვები არც აზროვნებაში, არც საზოგადოებრივ თუ სექსუალურ ცხოვრებაში.

 

ფემინისტ და კომუნისტ მხატვარ ფრიდას უყვარდა მზარეულობა და გამოსდიოდა კიდევაც. მას შემდეგ, რაც დიეგოს ცოლი გახდა, კიდევ უფრო მეტად შეიყვარა ეს საქმიანობა და ხშირად ამზადებდა მისთვის. უყვარდა დღესასწაულები, შეკრებები და სიამოვნებით ელოდებოდა ხოლმე ამ უკანასკნელთ. ორალის ვექტორის დამსახურებით, გარდა მზარეულობისა როგორც უკვე ვთქვით, ჰქონდა უცხო ენების ათვისების უნარი, ფლობდა სამ ენას, გახლდათ ენამოსწრებული და ხშირად იქცევდა ყურადღებას არა მარტო თავისი ეპატაჟური გარეგნობითა და ურეთრალურად არსებული მოცემულობის საზღვრებს გაცდენილი ცხოვრებით, არამედ მახვილი კომენტარებითაც.

 

ფრიდას უზომო ინდივიდუალიზმი, თვალში საცემი გარეგნობა, ჩაცმის სტილი თუ სამყაროს ხედვა საკუთარი თავის გავლით, კონცენტრირება საკუთარი შეგრძნებების გამოხატვაზე, ავტოპორტრეტების დიდი რაოდენობა და ემოციათა სიღრმე ნათლად გვიჩვენებს ფრიდას ვიზუალური ვექტორის არსებობას. მიუხედავად ცხოვრებს წესისა, ფრიდას მთელი ცხოვრების განმავლობაში უყვარდა მხოლოდ დიეგო რივერა, თუმცაღა, მისი მხრიდან დიეგოს ასეთი გაიდეალება სმენის ვექტორის დამსახურებაც შეიძლება იყოს. სმენისა და ვიზუალის ვექტორების აშკარა გამოვლინება ფრიდას შემთხვევაში სულაც არაა უცნაური. პირიქით, ეს ორი ვექტორი, ასე თქვათ, ერთმანეთს ცვლიდა ხოლმე. ურეთრალ-სმენური სცენარის პერიოდებში ფრიდა ხდებოდა დეპრესიული, აპათიური, სვამდა, მიზან და ორიენტირ – დაკარგული იყო. ურეთრალ-ვიზუალურ პერიოდებში კი ჩვენთვის ნაცნობი ძლიერი, მებრძოლი და ცხოვრებაზე შეყვარებული მხატვარი გვიბრუნდებოდა თავისი ეპატაჟური გამოხტომებით, სმენური იდეების ვიზუალური გამოხატულებითა ნახატებით.

 

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ფრიდა კალო იყო შვიდვექტორიანი, ჰქონდა კუნთის, ანალის, კანის, ურეთრალური, ორალის, ვიზუალური და სმენის ვექტორები. თუ განვხილავთ მათი განვითარების დონეებს, მივიღებთ შემდეგ სურათს:
ქვედა ვექტორები (რომლებიც უფრო ხშირად განვითარების ერთ საფეხურზე არიან ხოლმე), ფრიდას დაახლოებით ცხოველურ დონეზე ჰქონდა განვითრებული.
ზედა ვექტორებიდან ორალი ცხოველურის არაცოცხალ და მცენარულ ქვედონეებს შორის იყო გარდამავალი,
ვიზუალი და სმენა, ცხოველური დონის ადამიანური ქვედონის განვითარების დონეზე იდგა.

რაც შეეხება მის ტემპერამენტს: მიახლოებითი შეფასების 10 ბალიან შკალაზე, შეგვიძლია 8 ქულა მივანიჭოთ.

 

 

ავტორი: Nutsa Yen Nikolishvili