ფსევდოაუტიზმი – ანუ, არა მცდარ დიაგნოზს!!!

ჩემი ბავშვი ჩამორჩება სხვებს გონებრივ განვითარებაში.

სტატისტიკა გვიჩვენებს რომ ბოლო ათწლეულში აუტისტ ბავშვტა რიცხვი გაოთხმაგდა.

დღეს ჩემი შვილი ამაყი დაბრუნდა სკოლიდან. მას საუკეთესო შეფასება აქვს დღიურში. უფრო საინტერესო კი ისაა რომ, იგი მეგობართან ერთად მოვიდა. ბიჭები ოთახიდან ოთახში, თამაშ-თამაშით ინაცვლებენ და თავის ენაზე რაღაცებს საუბრობენ, რაც მე არ მესმის. ხითხითებენ და ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ. მათ შემხედვარეს ცრემლები მომერია და მათ შეუმჩნევლად სიხარულისაგან ავქვითინდი.

1 წლით ადრე

“თქვენი ბავშვი არაადექვატურია. ის აშკარად ჩამორჩება გონებრივად სხვა ბავშვებს და თუ კერძო რეპეტიტორს არ დაუქირავებთ, ის საშუალო განათლების ატესტატის აღებასაც ვერ მოახერხებს.”
როდესაც ეს მითხრა მისმა დამრიგებელმა შოკში ჩავარდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. სულ რაღაც 2 კვირა იყო გასული რაც სკოლაში მივიდა პირველად და ცრემლებს ვერ ვიკავებდი ასეთი მოულოდნელი სიახლისაგან.
“თქვენი ვაჟი არ უსმენს ჩემს დარიგებებსა და ახსნილ გაკვეთილებს. ხანდახან შეუძლია გაუნძრევლად იცქირებოდეს ფანჯარაში, ნაცვლად იმისა, რომ დავალება შეასრულოს. ის ვერ ახდენს სხვა ბავშვებთან სოციალიზაციას, მათგან შორს უჭირავს თავი და შესვენებებზე არავისთან თამაშობს. გუშინ მთელი სკოლა ფეხზე იდგა, როდესაც ყურებზე ხელი დაიფარა და გაუთავებელი კივილი მორთო. ვერაფრით გავაჩერე. და იქნებ ექიმთანაც მიიყვანოთ, თუ არ ვცდები ცოტა ყურშიც უნდა აკლდეს, რადგან ათასჯერ მამეორებინებს ნათქვამს.”

ამის თქმის შემდეგ მეგონა მთელი სამყარო ჩემს წინ განადგურდა და ის იმედები, გეგმები თუ მომავალთან დაკავშირებული პოზიტიური ემოციები ტანჯვად და სასოწარკვეთად მექცა.

პასუხი კითხვებზე, რომელიც ასე მღრღნიდა და მაწუხებდა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როდესაც სისტემა ვექტორული ფსიქოლოგიის სემინარზე აღმოვჩნდი. ასე დაიწყო ჩემი ბავშვის რეალური დახმარების პროცედურა. როდესაც მოვისმინე ლექცია თუ რა არის სმენის ვექტორი, მაშინვე აღმოვაჩინე რომ საუბარი ჩემს შვილზე იყო.

მისი „არაბავშვური“ მზერა და გაშტერება მას სხვა ბავშვებისაგან ადვილად გამოარჩევს. როდესაც მას ამ დროს მიუახლოვდები და „ბავშვურ“ საუბარს დაუწყებ, ისეთი სერიოზული და ყურადღებით აღსავსე თვალებით შემოგხედავს გაკვირვებული, რომ დაიბნევი ასე რატომ ველაპარაკებიო. როდესაც ის წამოიზრდება, მას ურჩევნია მარტოობა საკუთარ ოთახში, ვიდრე ხმაურიანი გარემო. მას მალე ღლის აქტიური თამაშები და საკუთარ ოთახში მშვიდ თამაშებს ამჯობინებს. სმენის ვექტორიანი ბავშვები ხშირად იმალებიან გარდერობში, რადგან მათ სიმშვიდე და სიმყუდროვე სიამოვნებთ.

როდესაც სვფ-ს სემინარს ვისმენდი, მაკანკალებდა როდესაც ვფიქრობდი თუ როგორ ვექცეოდი ჩემს ვაჟს როდესაც სკოლაში პრობლემები დაიწყო. თავიდან ძალიან მკაცრი მიდგომა მქონდა და ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მყავდა. ხანდახან თვითკონტროლსაც კი ვკარგავდი და ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. ჩემი მოუთმენლობა, გაუთავებელი ხმაური სკოლაში, კლასელთა სირბილი მის გარშემო და უტაქტო მასწავლებელი – ყველაფერმა ამან ჩემი შვილი უფრო და უფრო ჩაკეტა.