ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები

სტრესები და გადახრები სმენით ფსიქოტიპში ხშირად ძალიან რთულ და მძიმე ფორმებს იღებს. ნამდვილი, ღრმა დეპრესია, აუტიზმი, შიზოფრენია – მხოლოდ სმენის ვექტორისთვის დამახასიათებელი მოვლენებია. ნარკომანია, სუიციდისკენ მიდრეკილება – ძირითადად ასევე სმენის ვექტორიანებში გვხვდება. რელიგიური ფანატიზმი, რასიზმი, კაცობრიობის სიძულვილი, შიშების და ფობიების იდეების დონემდე ატანა, სამყაროს განადგურების სურვილი, უცხოპლანეტელებისადმი პათოლოგიური ლტოლვა… ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

სოციალური ქსელები და საერთოდ, ინტერნეტი, სმენების სამყაროა. და საერთოდ, კომპიუტერიც და ინტერნეტიც მათი შექმნილია. შეუძლიათ, რომ ფაქტიურად იცხოვრონ ინტერნეტ სივრცეში. განუვითარებელ მდგომარეობაში განსაკუთრებით იზიდავთ ვიდეო-თამაშები, და მთელ დროს ამაში ფლანგავენ, უფრო განვითარებულ შემთხვევებში ეძებენ და ამუშავებენ ინფორმაციას, იკვლევენ, უყურებენ ფილმებს, უსმენენ მუსიკას. პროგრამისტები და “აიტიშნიკები” სწორედ სმენები არიან.

ხშირად ირქმევენ უცნაურ სახელებს, ავატარის ფოტოდ აყენებენ მისტიურ და კოსმიურ ხატ-სახეებს. არიან სხვადასხვა ფილოსოფიური, მეცნიერული, ეზოთერული, რელიგიური ჯგუფის წევრები. ვიზუალთან კომბინაციაში ინტერესდებიან ოკულტიზმით, ასტროლოგიით, მაგიით. განსაკუთრებით ინტერესდებიან ბუდიზმით. ძალიან იტაცებთ აღმოსავლური ფილოსოფია. ურთიერთობის ყველაზე მოსახერხებელი ფორმა მათთვის “ჩატია”. შესაძლოა მის გვერდით იჯდეთ, მან კი მოგწეროთ. აზრებს წერილობით უფრო კარგად გადმოსცემენ, ვიდრე ვერბალურად (თუ ორალი არ ერთვის). არ არსებობს ჰაკერი სმენის ვექტორის გარეშე.