ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში.

 

დღეს თვითშემეცნებისთვის უკვე ბევრი ინფორმაცია არსებობს, ასევე ფსიქოლოგიისა და თვითგანვითარების სხვადასხვა მიმართულებები. ჩვენ ისიც შევამჩნიეთ რომ ისეთი მიმართულება როგორიც სვფ-ა უფრო მეტ პოპუარობას იძენს, ამიტომ მინდა უფრო დაწვრილებით მოგითხროთ 8 ვექტორზე.

 

რა არის და რაში ვიყენებთ სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიას?

 

სვფ ერთ-ერთი მიმარულებაა ფსიქოლოგიაში რომელიც დაახლოებით 10-15 წლის წინ გაჩნდა. შემოთავაზებული ინფორმაციით ისარგებლებთ თუ არა, რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია. უნდა აღვნიშნოთ, რომ სვფ-ს საუძვლად დაედო ფროიდის, განზენის და ტოლკაჩოვის შრომები. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ძირითადი აზრი ისაა, რომ ადამიანს არ შეუძლია იარსებოს მარტოს. ყველა ცოცხალი არსება დაყოფილია ჯგუფებად და ამ ჯგუფების მიზანია გადარჩნენ და განაგრძონ არსებობა.

 

რა არის ვექტორები სვფ-ში?

 

სვფ-ში ვექტორი წარმოადგენს ადამიანური თვისებების ნაკრებს, რომლებიც მის ხასიათს, ფასულობათა სისტემას, მისი საქციელს თავისებურებებს განსაზღვრავს. ყველა ვექტორი თანდაყოლილია და არ იცვლებიან სიცოცხლის განმავლობაში (ყოველ შემთხვევაში ამჟამად არსებული ინფორმაციით). ამიტომ ყოველი ვექტორი ამა თუ იმ ადამიანის სასიცოცხლო სცენარს განსაზღვრავს და ძლიერ გავლენას ახდენს მის ქცევით თუ მსოფლმხედველობრივ მოდელზე.

ჯგუფი წარმოდგენს ერთიან ორგანიზმს სადაც 8 ვექტორი ურთიერთქმედებს. მათ ურთიერთობას და როლების გადანაწილებას სწავლობს სვფ თავის სწავლებებში ვექტორთა სახეობებზე, რომლებზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.

 

სმენის ვექტორი სვფ-ში.

 

სმენის ვექტორის მატარებელი გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან. ხშირად ის გამოიყურება და იქცევა როგორც შერეკილი. ვექტორის სახელის მიუხედავად ეს ადამიანები მდუმარენი და საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან. ეგოცენტრულობა – სმენის გამორჩეული თვისებაა. მისი ყურადღება პირველ რიგში მიმართულია მისი შიანაგანი სამყაროსკენ.

გარშემომყოფებს ის შესაძლოა ამპარტავანი მოეჩვენოთ. ყველაზე ხშირად სმენა სიტყვა “მე”-ს იყენებს. ესაა ინტროვერტი რომელიც ცდილობს გამოეყოს სოციალურ გავლენას, არაა აქტიური და ძალიან სკურპოლოზურია.

ჯერ კიდევ ბავშვობაში ის უკვე ინტერესდება სიცოცხლის აზრით და ბევრ არასაბავშვო კითხვას სვამს სიკვდილის და უსასრულობის შესახებ. გაზრდასთან ერთად ეს კითხვები მეორე პლანზე გადადის, მათ ადგილს მოწყენილობა და სადღაც სულის სიღრმეში გამუდმებით მყოფი დეპრესია იკავებს, რომელიც ასაკთან ერთად სულ უფრო მძაფრდება.

 

ადამიანი სმენის ვექტორით და მისი მახასიათებლები.

 

კიდევ ერთი თემა რომელზეც სიამოვნებით საუბრობს სმენის ვექტორის მატარებელი – ღმერთის რწმენაა. ბევრი სმენა მიმართავს სულიერ პრაქტიკებს, ზოგი სულაც ათეისტი ხდება. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს,  რომ თავისი შინაგანი შფოთვისა და ტანჯვის პირველიზეზს მიაგნოს. მხოლოდ სმენის ვექტორიანებს არ ანაღვლებთ მატერიალური სურვილები. სექსს, ფულს, დიდებასა და კარიერას ისინი თვითშემეცნებას, სამყაროს კანონების ამოცნობას, რელიგიასა და საკუთარ ძიებებზე ფიქრს ამჯობინებენ. ამ ადამიანის აზრები მიმართული რეალობის, სამყაროსა და ყოფიერების პირველსაწყისი ბუნებისკენ.

 

სმენა ბავშვები – კარგია ეს თუ ცუდი?

 

სმენა ბავშვები თავის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანები არიან. ისინი არ ხმაურობენ არ დარბიან თანატოლებთან და ნაკლებად კონტაქტურები არიან. სმენის ვექტრიანის სახე არ გამოხატავს ემოციას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამ ემოციას არც განიცდის. ხშირად მათი გრძნობები გაცილებით ინტენსიურია ვიდრე სხვების მაგრამ ყველაფერი შიგნით რჩება.

სმენა ბვშვთან აღზრდის მიდგომაზე იქნება დამოკიდებული მთელი მისი ცხოვრება. ბავშვები დათრგუნული სმენის ვექტორით იკეტებიან და საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობენ. ისინი გამუდმებით ღრუბლებში დაფრინავენ და ამის გამო არადამაკმაყოფილებელ ნიშნებს იღებენ. ადექვატური აღზრდის მეშვეობით სვფ-ს შეუძლია სმენა ბავშვებს უსაზღვრო შესაძლებლობები გაუხსნას, მათ ძალიან მაღალი ინტელექტულური შესაძლებლობები აქვთ და ადვილად ითვისებენ ნასწავლს.

სმენის ვექტორიანი ადამიანი ყოველდღიურად გრძნობების უზარმაზარ გამას განიცდის და ეს მისთვის სავსებით ბუნებრივი პროცესია. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ყველაზე ხშირად ეს გრძნობა მხოლოდ დეპრესიაა. თავის შინაგან სამყაროში ჩაღრმავებისას სმენა სულ უფრო ხშირად ეფლობა იქ თავიდან ფეხებამდე და გარშემო ვეღარაფერს ამჩნევს. ხშირად ასეთი ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას, განავითარონ საკუთარი გეგმები და უნარები და იკარგებიან სიცოცხლის არარსებული აზრის ძიებაში. ყველაზე მეტად ისინი უნდა სტუმრობდნენ ჩვენს პორტალს და იღრმავებდნენ სულიერ ცოდნას.

 

ვიზუალური ვექტორი სვფ-ში.

 

ვიზუალები სვფ-ს მიხედვით ძალიან დაკვირვებულები არიან. ხატ-სახეებთან ერთად ისინი კარგად იმახსოვრებენ სხვა და სხვა სუნებსაც, ყველაზე სწრაფად სწავლობენ, რადგანაც ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სწორედ მხედველობის ორგანოებით აღიქმება. ეს ძალიან ემოციური ადამიანებია განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე შიშებს ეხება. პრქტიკულად ყველაფერი რაც ფობიებს ეხება ვიზუალის ვექტორს ეხება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში –  სიბნელის შიშია. სწორი აღზრდის საშუალებით ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიძლება მისი შიშები სულ სხვა კალაპოტში მიმართოთ, განუვითაროთ გრძნობები და ინტელექტი.

ვიზუალებს უყვართ საკუთარი ცნობიერების გაღიზიანება საშინელებათა ფილმებით და ისტორიებით. სიკვდილის თემა აშინებთ. შინაგანი დისკომფორტისაგან თავდასაცავად, ისინი საკუთარ უარყოფით ხატს ქმნიან. ისინი გულწრფელად იმედოვნებენ, რომ თუ შიშის წყარო გახდებიან  თავადაც შეძლებენ შიში დაძლიონ.

 

ვიზუალის ვექტორიანების პრობლემები.

 

ვიზუალებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ და ხშირად ცივდებიან.

მათი სიცოცხლის აზრი – სიყვარულია.ბავშვობაში სწორად განვითარებული ეს გრძნობა საშუალებას აძლევთ სხვა ადამიანის ემოცია შეიგრძნოს და უთანაგრძნოს მას. ვიზუალი ძალიან კარგად ერკვევა ურთიერთობებში და იტაცებს ფსიქოლოგიის შესწავლა.

 

ვიზუალი ბავშვები.

 

პატარა ვიზუალის აღზრდისადმი არასწორი მიდგომა აუცილებლად აისახება მომავალში მის ემოციურ მდგომარეობაზე. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ სიყვარულის გაცემა, ამის მაგივრად ისინი შიგნით იგროვებე მას, აქვთ ხშირი წარმავალი გატაცებები.

ვიზულები ადვილად ექცევიან შთაბეჭდილების ქვეშ. ვერ რეალიზებულ ტალანტს ემოციური ამოფრქვევებითა და ისტერიკით ცვლიან. თვითშთაგონება მათთან უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს. გამოგონილი ხატი მათთვის სავსებით რეალურია. სწორედ ვიზუალები ხდებიან ყველაზე ხშირად მატყუარების მსხვერპლი.

 

კანის ვექტორი სვფ-ში.

 

კანის ვექტორის მატარებლები გამოირჩევიან დისცპლინით და გადამეტებული ეკონომიურობით. ისინი ცდილობენ დაზოგონ არა მხოლოდ მატერიალური ფასეულობები, არამედ ძალაც, დროც და რესურსებიც. სწორედ კანებმა შექმნეს პირველებმა ხიდები, გზები და სხვა ტექნოლოგიები. ეკონომიის სურვილმა ისინი გამომგონებლებად და ინჟინრებად აქცია.

დიდი დატვირთვა და იმუნიტეტის დაქვეითება მაშინვე აისახება კანზე, ის ლაქებით იფარება.

კანი ყოველთვის იცვლის  თავისი პოზიცია. მიღებული სარგებლის იხედვით მან შესაძლოა დღეს ერთი ამტკიცოს ხოლო ხვალ სულ სხვა რამ. ეს ადამიანები ადვილად ეგუებიან გარემოს ცვლილებებს, სამსახურების ცვლას.

 

კანის ვექტორიანი და მისი მახასიათებლები.

 

კანები ძირითადად ჩაკეტილი, სიტყვაძუნწი ხალხია, არ გამხატავენ ემოციას. მათი საყვარელი სიტყვაა ”არა”. როცა ვინმეს უარს ეუბენბიან ამით სიამოვნებას იღებენ. თუმცა ეს არ უშლით ხელს იმაში რომ მერე ყველაფერზე დათანხმდნენ, ამისთვისაც მოიგონებენ რაიმე გამართლებას. ერთადერთი რაზეც კანი ეკონომიას არ აკეთებს – ეს მისივე ჯანმრთელობაა. ის შეიძენს ვიტამინებს და ბიოდანამატებს და საგულდაგულოდ აარჩვს პროდუქტს.

კანის ვექტორიანისთვის აუცილებელია ტაქტილური ალერსი, თუმცაღა სიახლის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამიტომაც ხანგრძლივი რომანტიული ურთიერთობები არ იზიდავთ. თუ მაინც იქნება ვინმესთან ხანგრძლივ ურთიერთობაში მხოლოდ ლოგიკური მოსაზრებით. წინააღმდეგ შემთხევევში პირველები წყვეტენ ურტთიერთობას.

კანის ვექტორიანს უყვარს შეჯიბრი. ეს შეიძლება იყოს სპორტი, კონკურენცია ბიზნესში და სიყვარულში.

 

კანი ბავშვები.

სვფ-ს მიხედვით კანის ვექტორიანი ბავშვი ძალიან აქტიურია, და გაუგონარიც. თუ რაიმე ცელქობაზე დაიჭერთ ის მაშინვე ეშმაკობას და თავის დაძვრენის ხერხებს მიმართავს.

აღზრდისადმი სწორი მიდგომა კანს საშუალებას მისცემს მომავალში კარგი ბიზნესმენი და ინჟინერი გახდეს.

 

ყნოსვის ვექტორი სვფ-ში.

 

ყნოსვის ვექტორიანს სვფ-ს მიხედვით შეუძლია გაარჩიოს არა მხოლოდ ძირითადი სუნები არამედ ფერომონებიც. ესაა ურთიერთობის მეთოდი, ადამიანის ემოციური მდგომარეობებისა და სურვილების არეკვლა. სუნების შეგრძნებით, ყნოსვებს ადვილად შეუძლიათ თანამოსაუბრის განწყობის გაგება. ისინი საკუთარ თავს ყველაზე ზემოთ მოიაზრებენ და არც ისე ადვილად გამოდიან კონტაქტზე. ყნოსვებს არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვთ. სწორედ ისინი აგვიანებენ გაუმართავი თვითმფრინავის რეისზე, გამოდის სახლიდან მაშინ როცა ხანძარი უნდა დაიწყოს. ისინი თითქოსდა ,,ყნოსვით“ გრძნობენ საფრთხეს, ამიტომაც იციან როგორ უნდა გადარჩნენ.

 

ყნოსვის ვექტორიანი და მისი მახასიათებლები.

 

ყნოსვის ვექტორიანები ვერ არჩევენ სიმართლისა და სიცრუის, სიკეთისა და ბოროტების ცნებებს. მათ შინაგან სამყაროს ეს არ სჭირდება. მათ ძალიან ადვილად შეუძლიან პროფესიონალები გახდნენ ფინანსების, პოლიტიკისა და მეცნიერების სხვა და სხვა დარგებში. მათ აღმოჩენებს შეუძლიათ დიდი გარღვევა მოახდინონ გარკვეულ დარგში.

მაგრამ ყნოსვას მეორე მხარეც აქვს. სწორედ ისინი ხლართავენ ინტრიგებს და ნამდვილი თაღლითები ხდებიან, ზოგიაერთი კი მანიაკი და სერიული მკვლელიც ხდება.

 

ორალის ვექტორი სვფ-ში

 

ტუჩები და პირი – ორალის ვექტორიანის ყველაზე მგრძნობიარე ზონაა. ეს ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ და კარგი მადით გამოირჩევიან.

 

ორალის ვექტორიანები და მათი განწყობები.

 

ორალის ვექტორიანები ხშირად იტყუებიან, დაწყებული წვრილმანებით სერიოზული სიცრუით დამთავრებული. ეს მათ ადვილად და დაუფიქრებლად გამოსდით. ამისდა მიუხედავად მსმენელები მათ უჯერებენ. ორალები განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ. მათ დარწმუნება შეუძლიათ, შეუძლიათ ადამიანების სურვილების ინდუცირება და ხალხის თავის იდეისთვის  გაყოლება.

ორალი ნებისმიერ შემთხვევაში ლიდერი ხდება. ის სიცოცხლისუნარიანი და კარგი მოსაუბრეა, ძალიან სტუმართმოყვარე, შეუძლია საერთო ენა მოძებნოს თითქმის ყველასთან. მაგრამ ნუ ანდობთ მას თქვენს საიდუმლოს. თუ არ გინდათ, რომ ხვალ ამის შესახებ ყველამ გაიგოს. ნებისმიერი ინფორმაცია შეუძლია ამოარიალოს და ყველაფერს დასცინოს.

ორალს მთლიანად გახსნა შეუძლია შემდეგ პროფესიებში – მზარეული, იუმორისტი, ან კომენტატორი.

 

კუნთის ვექტორი სვფ-ში.

 

ორი მდგომარეობა რომელშიც შეიძლება იყოს კუნთის ვექტორის წარმომადგენელი სვფ-ს მიხედვით ესაა – რისხვა და მონოტონია. როგორც წესი ეს ადამიანები ძალიან მშვიდები და მეგობრულები არიან თუ არავინ ემუქრება მათ ჯანმრთელობას. კუნთის ვექტორიანებს არ შეუძლიათ ნათლად გამოხატონ აზრი, ისინი ბრბოს მიჰყვებიან. მათ მეტყველებაში “მეს” ცვლის ,,ჩვენ“. ვინ გახდება კუნთის ვექტორიანი, დამიკიდებულია იმაზე, თუ ვინაა მის გვერდით. მათ თითქმის არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება. გააკეთებენ ყველაფერს ისე როგორც მიუთითებენ.

კუნთის ვექტორიანი ბავშვი ძალიან დამჯერია, მხოლოდ თვალი უნდა ადევნო იმას ვისან აქვს ურთიერთობა, რათა ცუდ კომპანიაში მოხვედრის საფრთხე გამორიცხოთ.

 

ურეთრალური  ვექტორი სვფ-ში.

 

ურეთრალები ექსტრავერტები არიან. მათ შეუძლიათ გაიყოლონ ხალხი, მისცენ სხვებს მაგალითი. აღზრდის პირობები შედეგად ურეთრალი შეიძლება იყოს კომპანიის სული და გული ანდა სულაც დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური.

 

ურეთრალი ბავშვები .

 

ურეთრალი ბავშვი სვფ-ს მიხედვით დაუმორჩილებელი და უმართავია, ის არავის აძლევს მისით მანიპულირების საშუალებას. ურეთრალისვექტორიანი არ მიისწრაფვის რაიმე ნივთების ფლობისკენ. ის არაფერს ინახავს შავი დღისთვის. ურეთრალი სამართლიანია. ის არასოდეს დაეჭვდება, რადგან თვლის, რომ ისედაც პირველია, მაგრამ დამარცხება არაფრით არ შეუძლია.

ურეთრალებს არასტანდარტული აზროვნება აქვთ და იოლად პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან. მათუყვართ სიცოცხლე და მისი ყოველი დღით ტკბებიან.

 

ანალური ვექტორი სვფ-ში.

 

ანალური ვექტორის მატარებელი – ინტროვერტია, მათ უყვართ ძველებური ნივთები, წიგნები, აინტერესებთ ისტორია. ნებისმიერ ცვლილებას მტკივნეულად იღებენ. წვრილმანებსაც კი ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდით აკეთებენ. ანალების მთავარი გამოვლინება სვფ-ს მიხედვით კნინობით-ალერსობითი სახელების გამოყენებაა.

ანალებს უყვართ კითხვა და კარგი მეხსიერებაც აქვთ. ზოგიერთი მათ ნელ, აუჩქარებელ ადამიანებს უწოდებს, მაგრამ ეს სიდინჯე მათ საშუალებას აძლევთ გონებაში მხოლოდ მათთვის გასაგები სისტემა შექმნან და ყველაფრის მნიშვნელობას ჩასწვდნენ. ამიტომაც არ შეიძლება მათი აჩქარება, ან საქმისგან მოწყვეტა ეს მათ ,,აშეშებს“.

 

ანალის ვექტორიანები სვფ-ში.

 

ანალის ვექტორიანები სვფ-ს მიხედვით ძალიან დაკვირვებულები არიან და დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ. მათ მოტყუება არ შეუძლიათ, ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ამბობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ გარშემომყოფებიც ასევე იქცევიან.

ანალს არ ავიწყდება წყენა და ძალიან  რთულად გადაიტანს მას. ის თავისი ოჯახის ერთგულია და არასოდეს უღალატებს მათ. ანალის ვექტორიანები ხშირად – შინაყუდები არიან. სტრესისას მათი ყველაზე სუსტი წერტილი – საჭმლის მომნელებელი სისტემა ზიანდება.

 

ანალის ვექტორიანი  ბავშვები.

 

სვფ-ს მიხედვით ანალი ბავშვები დამჯერები არიან, მაგრამ არასწორი მიდგომისას ჯიუტდებიან. ისინი ძალიან დამოკიდებულები არიან დედაზე რომელმაც არ უნდა დაიშუროს მათთვის სიყვარული და მზრუნველობა. თუ ადრეულ ბავშვობაში ამას ვერ იღებენ წყენა მთელი სიცოცხლე  მიჰყვებათ.

 

მრავალვექტორიანი ადამიანები.

 

შესაძლოა ზემოთ აღწერილ შემთხვევებში საკუთარი თავი, ან თქვენი ახლობლები ამოიცანით. მაგრამ სვფ-ს კანონების მიხედვით ერთ ადამიანში ერთდროულად რამდენიმე ვექტორი შეიძლება იყოს. რომლებსაც გაუცნობიერებლად იყენებს ის სიტუაციისდა შესაბამისად. მრავალვექტორიანი ადამიანების ფსიქიკა უფრო რთულია და მათ შეუძლიათ უფრო რთულ ამოცანებს გაართვან თავი.

მოკლედ რომ ვთქვათ, სვფ-ს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ქვეცნობიერი სურვილების  გარკვევაში, უფრო გასაგებს გახდის თქვენი ამა თუ იმ საქციელის მიზეზს, განსაზღვროთ თქვენი და სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შექმნით ადამიანური ურთიერთობების სისტემას. ამიტომაც განვაგრძობთ ინფორმაციის მოწოდებას სვფ-ს შესახებ, შემოთავაზებთ ცალკე სტატიებს თითოეულ ვექტორზე და მათ გამოვლინებებზე რათა ხელი შევუწყოთ თქვენს განვითარებას.

 

მთერგმნელი ეკატერინე სამხარაძე

წყარო http://samosoverhenstvovanie.ru/vektory-v-sistemno-vektornoy-psikhologii/