ქალთა ტიპები, ანუ ვინ არის ,,სტერვა“? (ნაწილი მესამე)

ფარდა იხდება და სცენაზე გამოდის განუმეორებელი და ფატასტიური მისი ,,უსტერვებულესობა“ ჩვენი მესამე ,,სტერვა“. ამ ,,სტერვას“ უბრალოდ კი არ უნდა სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან, ან მიღებაზე კი არ წვალობს. მას ეს ყველაფერი უკვე აქვს. ის, რომ თქვენ ყურადღებას გაქცევთ, თქვენ უკვე ვალდებული ხდებით მას ემსახუროთ. იცით რა არის ის მთავარი შტრიხი, რაც ჩვენს ,,უსტერვებულესობას“ წინა მდედრისგან განასხვავებს? ჩვენი წინა მდედრი ,,ცხელი ქალია“, ის პანტერაა. ხოლო ჩვენი მესამე ,,სწერვა“ ყინულივით ცივია. ის ამაყი, უკარება და ამპარტავანია.

როგორ გამოიყურება ის გარეგნულად? ის გამოიყურება ფანტასტიურად, მას თითქმის არ აქვს (და არც ჭირდება) დამატებითი აქსესუარები, მას ფუფუნებით აცვია, მაგრამ არა ბრენდულად, ან მოდურად. მისი ჩაცმულობა და გარეგნობა განსაკუთრებულად სულაც არ უსვამს ხაზს მის სექსუალურობას. მისი გარეგნობა პირველ რიგში მისი სტატუსის დემონსტრირება. ეს ის მდედრია, რომელმაც გაიკაფა თავისი გზა. ქალი, რომელმაც თავადვე შექმნა საკუთარი თავი. მისი სახე ნიღაბია, რომელზეც არ ჩანს არავითარი ემოცია გარდა ამპარტავნებისა. მას ვერავინ ნახავს ნამტირალევს, აღელვებულს, ის ყოველთვის ისე გამოიყურება, როგორი იმიჯიც აქვს შექმნილი (ის ძალიან გავს მერილ სტრიპის პერსონაჟს (მირანდა პრისტლს) ფილმიდან: ,,ეშმაკს აცვია პრადა“). მისი იარაღი პირველი ,,სტერვასავით“ გრძელი ფეხები და დიდი მკერდი არ არის. არც მეორესავით ,,საბრძოლო აღჭურვილობა“. ის ერთი საბრძოლო გემი კი არ არის, არამედ მთელი ფლოტილიის გენერალია. გასაგებია, რომ მისი მთავარი იარაღია გონება. მას საკმაოდ ძლიერი ინტელექტი აქვს, მან დროის ნებისმიერ მონაკვეთში იცის რა სურს და როგორ მიიღოს. ის მიზანდასახულია, მისი მიზნები კი ძალზე მაღალი დონისაა. მისი მთავარი იარაღი ძალაუფლებაა, რომელიც მან მოიპოვა. ამიტომ მას შეუძლია მანიპულირება არა მხოლოდ მსუბუქი, ემოციური სიმებით, ან ცალკეული მამრებით. მისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ქალს და კაცს, ახალგაზრდას და მოხუცს, ძალაუფლება ძალაუფლებაა და მას ყველასთან მიმართებაში იყენებს. ის თავდაჯერებულია, მან უკვე მოიპოვა ძალაუფლება და აქ თავს კომფორტულად გრძნობს. ის მეორე მდედრივით მხოლოდ საკუთარ მდგომარეობას კი არ აკონტროლებს, არამედ სხვებისასაც. რაც შეეხება კონფლიქტებს. ვისთან უნდა ჰქონდეს კონფლიქტი? მისი დონის ხომ არავინ არ არის? მაქსიმუმ საკუთარ თავთან თუ მოუვა კონფლიქტი. რა თქმა უნდა აქაც არსებობს შეჯახებები, მაგრამ ეს სხვა დონის ჯახია. ამ დონეზე უკვე ომებია და არა კონფლიქტები. თუმცა ასეთი შეჯახებები სწრაფად მთავრდება, ზოგჯერ ღიად დაწყებამდე. (შეიძლება მოგეჩვენოთ რომ აქ ურეთრალ მდედრზე ვსაუბრობთ, მაგრამ ასე არ არის. ურეთრალი მდედრი უბრალოდ თავისუფალი ქალია და არა ,,სტერვა“. რა თქმა უნდა ურეთრალი მდედრიც  ის ქალია, რომელმაც იცის რა სურს, მაგრამ ის არ ცდილობს ტკბობის მიღებას მტაცებლობით და სხვების მანიპულირებით. ურეთრალ მდედრს ასევე შეუძლია მიიღოს ის, რაც სურს, მაგრამ მას ის რაღაცის ,,დათრევით“ და სიტუაციის კონტროლის შეგრძნებით განსაკუთრებულ ტკბობას არ იღებს).

როგორ აწყობს ურთიერთობებს ჩვენი მესამე ,,სტრვა“? მარტივად. ის იღებს იმას, რაც ჭირდება. მას უკვე დიდი გზა აქვს გავლილი და იცის იმ ყველაფრის ფასი რაც აქვს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ რეალურად ის განსაკუთრებულად ფასეულს არაფერს არ აკეთებს. მამრებთან ურთიერთობაში ის დომინირებს, კაცებს მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ მისი ბრძანებები შეასრულონ. ამ ,,სტერვასთვის“ წყვილში ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მას გარეგნობაშიც კი არ აქვს მაინცდამაინც დიდი სექსუალურობა. კი, ის საუკეთესოდ გამოიყურება, იცვამს ისე, როგორც არავინ სხვა, აქვს საკმაოდ კარგი ფიგურა, მაგრამ ეს ყოველივე სულაც არ უსვამს ხაზს მის ქალურობას. მას საერთოდ ,,კიდია“ კაცთან ურთიერთობა. რა რეაქცია აქვს მას საჩუქრებზე? თუ ვინმე მისთვის საჩუქრის ჩუქებას მოისურვებს, ან გაბედავს, მაშინ რატომაც არა, ის ამ საჩუქარს იღებს ყოველგვარი ვალდებულების გრძნობის გარეშე. რით უნდა გააკვირვოთ ქალი, რომელსაც ყველაფერი აქვს?

როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ,,სტერვასადმი“ ანალ მამრებს? მასთან ურთიერთობა საერთოდ არ აქვთ. მისი ეშინიათ. ნებისმიერი ანალი მამრი იტყვის, რომ: ის ქალი არ არის!!! ის თავად ეშმაკია!!! ხოლო ამ ქალის დამოკიდებულება ანალი მამრებისადმი კიდევ უფრო უარესია. ის თვლის, რომ ამ დაკომპლექსებულ ადამიანისმაგვარ არსებებს არ შეიძლება მამაკაცი უწოდოს. არა მხოლოდ ანალის ვექტორიანები, ამ მდედრთან ახლო ურთიერთობას კანის ვექტორიანი მამრებიც გაურბიან. ცოტა ვინმე თუ გაბედავს, რომ ამ ,,აუღებელ ციხესიმაგრეს“ შეეჭიდოს.

ეს ის სამი ძირითადი ,,სტრვაა“, რომლიც განხილვაც გვსურდა ამ ლექციაში. სანამ მათ ვექტორულ წყობას განვიხილავთ, უნდა ვთქვათ თუ რა უმთავრესი განსხვავება მათ შორის. პირველი მათგანი საკმაოდ პრიმიტიულია, მას არ გაჩნია განსაკუთრებული თვითმყოფადობა. მისი ცხოვრებისეული პოზიცია დამოკიდებულია იმ მამრზე, რომელსაც ის მიეწებება. მას ანალი მამრები უწოდებენ ,,ქალს, რომელიც იყიდება“. მოკლედ რომ ვთქვათ, ის სექსუალურია, მაგრამ არა თვითმყოფადი. მეორე, უკვე სექსუალურიცაა და თვითმყოფადიც. ეს ისა რაც ნებისმიერ მამრს აღაგზნებს. მესამე კი უბრალოდ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი კი არ არის, არამედ შემდგარი და ძალაუფლების მქონეა. თუმცა ის უკვე აღარ არის სექსუალური (ეს მისთვის განვლილი ეტაპია). მისთვის ადამიანური გრძნობების გამოვლენა – სისუსტის ნიშანია.

ახლა კი შეჯამების მიზნით განვიხილოთ თითოეული ,,სტრვას“ ვექტორული წყობა და განვითარების დონე. სანამ უშუალოდ დიაგნოსტიკაზე გადავალთ საჭიროა აღვნიშნოთ ერთი დეტალი. დღეს, კანურ ფაზაში ადამიანები შინაგანად ძალიან გაიზარდნენ. თუ შევხედავთ განვითარებულ ქვეყნებს, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანების ეგო ძალზე დიდ მასშტაბებამდე გაიზარდა. ხოლო ქმნილებამ მთლიანობაში მიაღწია განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს. ამიტომ დღეს კანურ ფაზაზე უკვე გადასულ, ან გადასვლასთან ახლო მყოფ ერებში მცხოვრებ ადამიანებს, საშუალოდ 4-5 ვექტორი აქვთ. ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ მდედრებს დაახლოებით ერთნაირი ვექტორული წყობა აქვთ (პლიუს-მინუს ერთი, ან ორი ვექტორი). მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს უკვე არსებობს უამრავი დეტალი, რაც ერთნაირი ვექტორული წყობის შემთხვევაშიც კი დიდ სხვაობას იძლევა (რეალიზაცია, განვითარების დონე, კონკრეტული ვექტორების მდგომარეობები, მენტალური და ოჯახური დაშენებები და ა.შ.). თქვენი უმეტესობა ვექტორებს მხოლოდ ახლა სწავლობს და ცდილობთ დიაგნოსტიკას, რა თქმა უნდა კარგია როცა შეგიძლიათ ამოიცნოთ ადამიანის ვექტორული წყობა და მისი ბუნებრივი სურვილები, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ძირითადი განსხვავებები ამაში არ მდგომარეობს. თუ თქვენ მხოლოდ ვექტორები და მათი ამოცნობა იცით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვექტორული აზროვნება ისწავლეთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ვექტორული აზროვნება ვიცით, როდესაც შევძლებთ განვასხვავოთ მდგომარეობები, სტრესები, დაშენებები, ტემპერამენტი, რეალიზაცია და განვითარების დონე ერთნაირი ვექტორული წყობის მქონე ადამიანებს შორის. როგორ ეწყობა სცენარი, როგორი ურთიერთშეთავსება აქვთ ვექტორებს ერთმანეთთან, რომელია საყრდენი ვექტორი, რომელი დომინანტი და ა.შ. ამ ყველაფრის გააზრება უკვე ნიშნავს ვექტორული აზროვნების ცოდნას. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ყოველი კომბინაცია თვისობრივად ცოტა უფრო მეტია, ვიდრე თითოეული ვექტორი ცალ-ცალკე. კომბინაციის ცოდნა ნიშნავს გაიგოთ თუ როგორი პრინციპით ეწყობა ერთმანეთს ესა თუ ის ვექტორი და რა ფსიქოტიპს ვიღებთ მათი კომბინირების შედეგად. სვფ უბრალოდ ცოდნა კი არაა, არამედ სისტემური ცოდნაა, თუ თქვენ მოვლენებს სისტემურად ხედავთ, მაშინ ბევრად ღრმად შეგიძლიათ წახვიდეთ ნებისმიერ ცოდნაში თუ სწავლებაში.

დავუბრუნდეთ ჩვენს ,,სტერვებს“. რა ვექტორული წყობა აქვს პირველს? ესაა კან-ვიზუალი ორალით, სამივე ვექტორში არც თუ ისე განვითარებული (დახლოებით მცენარეული დონე). ამასთან ერთად მისი კანის ვექტორი არარეალიზებულიცაა, სწორედ აქედან მოდის სხვაზე პარაზიტივით მიწებებაც.

ვინ არის ვექტორულად მეორე ,,სტერვა“? პირველ რიგში ესაა ასევე კან-ვიზუალი, ასევე ორალით, ჩვენ ასევე ვთქვით რომ მეორე ტიპის მდედრი ინტელექტუალია, ამიტომ დამატებით მას ან ვიზუალური ვექტორი აქვს განვითარებული ინტელექტის კუთხით საკმაოდ მაღალ დონეზე, ან შეიძლება ერთვოდეს სმენის ვექტორიც (თუმცა მოცემულ მაგალითში ეს უკანასკნელი აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან თუ მას ერთვის სმენა, მაშინ მისი სმენის ვექტორი იმყოფება კანის მდგომარეობაში). ის მინიმუმ განვითარების ცხოველურ დონეზე იმყოფება.

რაც შეეხება მესამე ,,სტერვას“ ისიც ასევე კან-ვიზუალია, მაგრამ მას აუცილებლად ერთვის სმენა, ან ყნოსვა (შეიძლება ორივეც). ასევე ან კანის ვექტორი აქვს ,,მტაცებლის“ მდგომარეობაში, ან ერთვის ძალაუფლების სურვილით შეპყრობილი ყნოსვა. როგორც უკვე იცით ჩვენი მესამე ,,სტერვა“ რეალიზებულია. რა თქმა უნდა მეორეც რეალიზებული და შემდგარია, მაგრამ მეორეს ვიზუალი უფრო მეტად აქვს განვითარებული, ამიტომ მას მგრძნობიარობის მეტი ელემენტები გააჩნია და ბევრად უფრო ადამიანურია. მესამე მდედრი კი ყინულივით ცივია, მას არ აინტერესებს ადამიანური ურთიერთობები.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks