ქალთა ტიპები, ანუ ვინ არის ,,სტერვა“?

 გამარჯობა. ჩვენი დღევანდელი ლექცია შეეხება საკმაოდ საინტერესო თემას, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ,,სტერვებზე“. ეს საკმაოდ გავრცელებული და ცნობილი ტიპაჟია, ჩვენს ლექციაში ვეცდებით სისტემურად გიჩვენოთ ვინ არიან ისინი. ერთერთ ლექციაში, ჩვენ ვთქვით, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ანალურ მენტალიტეტშიც კი არ ემორჩილებიან მამრებს, შეუძლიათ მათ გამოწვევა ესროლონ და ამით ეჭვქვეშ დააყენონ მათი მამრული ,,ხარისხი“. რა თქმა უნდა ამას აკეთებენ არა ფიზიკური ძალით, არამედ მტკიცე ხასიათით, ამ ქალებს შეუძლიათ ცხოვრებაში გზა გაიკაფონ, დაიკავონ საკუთარი ადგილი ჯგუფში. ამ ქალებს შეუძლიათ იყვნენ მიზანდასახულები, შეუძლიათ დომინირება (ეს ეხება ურთიერთობებში დომინირებას). მათ ვინც ჩვენს ლექციებს ეცნობა, კარგად იციან, რომ არსებობენ ანალი მამრები, შუა საუკუნეობრივი აზროვნებით, მათ აქვთ განსაზღვრული წარმოდგენები ქალის და კაცის როლზე ოჯახში და გარეთ. ანალი მამრები ფიქრობენ, რომ დედაკაცი მამრს უნდა ემორჩილებოდეს იმიტომ რომ კაცზე ქვემოთ დგას და რომ ,,დედაკაცმა ოჯახში თავისი ადგილი უნდა იცოდეს“. რა თქმა უნდა არიან ქალები, რომლებიც ამ მოცემულობას იღებენ, მაგრამ არა ყველა. არსებობენ სრულიად განსხვავებული ქალებიც, შეიძლება ითქვას, რომ მათთან არ მოიწყენთ, ისინი არ არიან სხვებივით პროგნოზირებადები, ისინი არ იქცევიან ისე, როგორც ეს კაცებს წარმოუდგენიათ. ასეთი ქალები ძალიან ანერვიულებენ ანალის ვექტორიან მამრებს. მათ გვერდით ცხოვრება ისეა, თითქოს ომში იყოთ, არ იცით მათგან რას შეიძლება ელოდოთ. ანალის ვექტორიანი მამრები მომავალზე ფიქრისას ყოველთვის ისტრესებიან, რადგან როგორც იცი ანალური ვექტორის ფუძე წარსულია და ანალებისთვის წარსულით ცხოვრება ბევრად კომფორტულია. ანალები აგროვებენ გამოცდილებას, შემდეგ ამ გამოცდილებას ადარებენ შექმნილ სიტაციას და ამის მიხედვით იქცევიან. მაგრამ როდესაც რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება, ანალები იბნევიან და ნერვიულობენ (განსაკუთრებით ანალი მამრები), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოულოდნელობა ქალებს უკავშირდება. ერთი ასეთი სტრეს ფაქტორი არის სწორედ ჩვენი დღევანდელი ლექციის პერსონაჟი ქალი, თავისი უამრავი მოულოდნელობებით. ანალი მამრების აზრით ეს ქალები ,,წესების დაცვით არ თამაშობენ“. სინამდვილეში უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ მდედრებს საკუთარი თამაშის წესები აქვთ, რომელიც განსხვავდება ანალური წარმოდგენებისგან. ამიტომ როდესაც ანალი მამრები მათ უყურებენ თავისი შუასაუკუნეობრივი ხედვით და წარმოდგენებით, რა თქმა უნდა შედეგი გასაგებია, ანალი მამრები საკუთარ წარმოდგენებზე ამ ქალებისგან პასუხად იღებენ აშკარა და შეუფარავ დაცინვას. შესაბამისად ანალებს სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ იბუზღუნონ და იძახონ ნამდვილ ,,სტერვა“ დედაკაცს გადავეყარეო. მოკლედ თუ ვიტყვით ანალის ვექტორიანი მამრები ,,სტერვას“ ეძახიან იმ ქალს, რომელიც არ ეპუება მამრებს, არ აღიარებს მათ დომინაციას, მუდმივად ეპასუხება და მუდმივად ამყოფებს მათ დაძაბულობის ზღვარზე.
თუ ადამიანებს დავუსვამთ კითხვას: ვინ არის სტერვა? უმეტესობა უპასუხებს, რომ ეს არის თავხედი, მტაცებელი ქალი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ა.შ. თუმცა აზრები და წარმოდგენები გაყოფილია. ამ წარმოდგენის უკან იმალება ქალთა რამოდენიმე ტიპი, რომლებიც შეიძლება დავყოთ განსაზღვრული ნიშნებით. ამიტომ ჩვენ ამ ქალებს დავალაგებთ გარკვეული თანმიმდევრობით და გამოვყოფთ სამ ძირითად ტიპს: საშუალო ტიპაჟს, შეიძლება ვთქვათ ,,იდეალურ სტერვას“ და ორ უკიდურესობას, ასე ვთქვათ მის პლიუსს და მინუსს. დავიწყებთ სამივეს განხილვას და აღვწერთ მათ დამახასიათებელ შტრიხებს. შემდეგ კი ეცადეთ ისინი თავად ადიაგნოსტიროთ (ამ ეტაპზე ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მათ ვექტორულ წყობას).
თითოეულ ადამიანს და მათ შორის ,,სტერვებსაც“ აქვთ განსაზღვრული ცხოვრებისეული პოზიცია, აქვთ ხედვისა და წარმოდგენების საკუთარი მოდელი, ამ ხედვით ცხოვრობენ, ამყარებენ ურთიერთობებს და აქვთ თავისი ,,იარაღები“ საკუთარი მიზნების მისაღწევად.
ჩვენს პირველ ,,სტერვას“, მთლად ,,სტერვასაც“ ვერ ვუწოდებთ, იმიტომ რომ ის პრინციპში საკმაოდ ბანალური და გავრცელებული ტიპია, მისი მოტივია: ,,რამე გინდა? მაშინ გადაიხადე!“. ანალი მამრები ასეთ ქალებს ეჭვის თვალით უყურებენ და მათზე არც ისე კარგი წარმოდგენა აქვთ, ასეთი ქალებისთვის ანალებს აქვთ საკუთარი სიტყვა მათ უწოდებენ ,,მერკანტილურ სტერვებს“. ვინ არიან ეს ქალები და რა ნიშნით ხასიათდებიან? თუ ჩვენ შევალთ რომელიმე მდიდრულ რესტორანში, იქ აუცილებლად დაინახავთ ცალკე მაგიდასთან მჯდომ გოგონებს, რომლებიც გარეგნულად შესანიშნავად გამოიყურებიან, მაგიდასთან სხედან მარტო, ან ორნი ერთად, მოწყენილი სახით აქეთ-იქით იყურებიან და თან კოქტეილს წრუპავენ. ჩვენს პირველ ,,სტერვას“ აქვს განსაზღვრული ცხოვრებისეული დევიზი. ესაა ახალგაზრდა, ლამაზი, მოვლილი გოგონა, რომელიც თავისთვის ეძებს საკუთარ თავში დარწმუნებულ, მდიდარ, პერსპექტიულ მამაკაცს. ჯგუფში არიან ისეთი დედები, რომლებიც პატარაობაში თავის გოგონებს უყვებიან, რომ ყველა კაცი საქონელია, ამიტომ ისინი უნდა გამოიყენო, შენ კი ცხოვრბით დატკბე. ამიტომ უნდა იპოვო ფულიანი კაცი, რომელიც შეგინახავს. ამიტომ ეს გოგონები, რომლებსაც შესანიშნვად ესმით, რომ ისინი სამზარეულოში საფუსფუსოდ არ შექმნილან, არც ოფისში სამუშაოდ და დამოუკიდებლად გზის გასაკვლევად. არამედ დაიბადნენ იმისთვის, რომ ეს სამყარო ,,გაალამაზონ“ და ასევე გაულამაზონ ცხოვრება ი მამაკაცს, რომელსაც შეუძლია მათი კაპრიზები დააკმაყოფილოს. გასაგებია, რომ ისინი ფიზიკურად ლამაზად გამოიყურებიან (რა თქმა უნდა ასეთებს შორის კონკურენცია დიდია და თითოეული მათგანი ცდილობს სხვა თავისნაირებს ჯობდეს). ამიტომ ესენი არიან ლამაზი, მოვლილი, ,,ჩაკრასკული“ გოგონები, სამკაულებით სახალწლო ნაძვისხესავით ასხმულნი. და რაც მნიშვნელოვანია ეს გოგონები თავის მთელ დროს უთმობენ განსაზღვრულ ქმედებებს. ისეთებს როგორიცაა სალონში სიარული, თავის მოვლა. მათი დღე იწყება შოპინგით, შემდეგ მოდის სპა სალუნი, მაკიაჟი, მანიკური, პედიკური, შემდეგ საკუთარ ვარდისფერ მანქანაში ჩასკუპება, გვერდით ფუმფულა დათუნიას ჩახუტება, შემდეგ კი ერთი კლუბიდან მეორეში სირბილი, ,,ტუსოვკები“ და ა.შ. რამდენადაც გარედან ეს ყველაფერი საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურება, ზუსტად იმ დოზით შიგნით სრული სიცარიელე აქვს. მათი ერთადერთი ფიქრია ,,მე მეტს ვიმსახურებ!“. რა იარაღი გააჩნია წარმატების მისაღწევად ჩვენს პირველ ,,სტერვას“? პირველ რიგში ესაა საქსუალურობა. გრძელი ფეხები, მაღალი ქუსლები, ლამაზი ჩაცმულობა. მას დედა ხშირად ეუბნებოდა, რომ სანამ ახალგაზრდაა, მანამ უნდა მოასწროს შესაფერისი კაცის პოვნა, რადგან მერე აღარავის დაჭირდება, ,,ყველა კაცი ხომ ერთნაირია?!“. ამიტომ ისინი სარგებლობენ თავისი ახალგაზრდობითა და სექსუალურობით და ანკესზე აგებენ შესაბამის მამრებს. ასეთ ქალებს ანალი მამრები მოღალატე და გამყიდველ ძუკნებს ეძახიან. ამ მდედრებს მუდმივად აქვთ ერთგვარი შინაგანი კონფლიქტი. რატომ? იმიტომ, რომ ახალგაზრდობა წარმავალია. დროში ხომ გარეგნობა იცვლება?!
როგორი გამოხატულებები აქვს ასეთ მდედრს? კაპრიზულია, ისტერიული. აპირებს თავის მამაკაცთან ერთად რომელიღაც საღამოზე წასვლას. კაცი ეკითხება მოემზადა თუ არა. ეს კი სცენებს აწყობს, ისტერიულად კივის, უკვე გითხარი შენთან ერთად არსად წამოვალ შემეშვიო. მთელი ერთი კვირაა ჩემთვის ახალი კაბა არ გიყიდია, ჩემს დაქალს კი ახალი კაბა ეცმევა, მის გვერდით ძველმოდური გამოვჩნდებიო. ამ ქალის დევიზი კაცთან მიმართებაში მარტივია: თუ კაცს გვერდით მისნაირი ლამაზი ქალი სურს, ამისთვის კიდეც უნდა გადაიხადოს. ასეთი მდედრი შედის ტანსაცმლის მაღაზიაში, არჩევს, რაღაც მოეწონება, ათვალიერებს, მერე დაიწუნებს თითქოს ლამაზია, მაგრამ რაღაცნაირი ,,სოფლური“ ფეხსაცმელიაო, ასეა ყველგან და ყველაფერში. რა არის იმ ურთიერთობების აზრი, რომლებსაც ასეთი მდედრი ამყარებს? ვფიქრობ უკვე გასაგებია, რომ ეს ძალზე უბრალო ურთიერთობებია, მათი არსი ერთგვარ გარიგებაში მდგომარეობს. ის თავის ახალგაზრდობას და სილამაზეს, ცვლის ფულზე, სოციალურ სტატუსზე, მანქანაზე და ა.შ. მოკლედ თუ ვიტყვით ის ხდება მდიდარი მამრის ლამაზი აქსესუარი და სანაცვლოდ იღებს კომფორტს და ფუფუნებას. თუ თავისი მამრისგან იმას ვერ იღებს რაც სურს, მაშინ ისტერიკებს მართავს, აწყობს სკანდალებს, ამით წარმოაჩენს საკუთარ უკმაყოფილებას. იმისთვის, რომ მკაფიოდ შევძლოთ ამ ტიპაჟის იდენტიფიცირება, არის ერთი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა გავიგოთ: ანალები ასეთ მდედრებს ხშირად უწოდებენ ,,მერკანტილურ სტერვებს“ (ანალის ვექტორიანი მამრები ასეთ ქალებს პატივს არ სცემენ და უწოდებენ სულელს, გამყიდველს, ფულის ხამს, ძუკნას და ა.შ.). ამ მდედრებს აქვთ საკუთარი ცხოვრებისეული პოზიცია, რაც ვლინდება მამაკაცების სექსით მართვის სურვილში. მაგრამ იმ ,,სტერვებთან“ შედარებით, რომლებზეც შემდეგ ვისაუბრებთ, ეს კონკრეტული მდედრი ნაკლებრეალიზებულია, უფრო ზუსტად ცხოვრებაში თითქმის არაფერს წარმოადგენს, მას არ გააჩნია პირადი რეალიზაცია და ის დამოკიდებულია სხვებზე (მამრებზე). ამიტომ ამ მდედრს მამაკაცებთან უყალიბდება ასეთი სცენარი: ის ,,დაითრევს“ ანალ მამრს (მიუხედავად იმისა, რომ ანალები ამ მდედრებს პატივს არ სცემენ, მათდამი მაინც აქვთ ძლიერი ლტოლვა), რაღაც დროით ისარგებლებს მისით, შემდეგ კი მიატოვებს. კანებთან კი ჩვეულებრივი გარიგებითი სცენარი აქვთ, კანის ვექტორიანი მამრი ამ მდედრის გვერდით რანგს წარმოაჩენს, სამაგიეროდ აკმაყოფილებს მის კაპრიზებს.
წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks