ქალი მომავლიდან

მგრძნობიარე, დახვეწილი, ინტელიგენტური. თბილი თვალები სიკეთით უბრწყინავს. ბავშვებს დიდი სიყვარულით ექცევა. ხანდახან ფიქრობ, როგორ არ გატყდა – როგორი  სუსტი და დაუცველია, თითქმის ეფემერული. ცხოვრობს პრინციპით “სილამაზე გადაარჩენს სამყაროს”, “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. ერთი იდეალი აქვს – სიყვარული, ყველაფერში. ბავშვებსაც ამას ასწავლის სხვისი გრძნობების დანახვას, ოცნებების მიყოლას, სიყვარულს …

ქალური, ლამაზი და… მარტოხელა. სიყვარულზე ოცნებობს, მისით ცხოვრობს და სუნთქავს, მაგრამ ამ გრძნობებს კონკრეტულ მამაკაცს არ აძლევს, მათ თავის გულში განიცდის. საკუთარ შვილებს არ აჩენს სამაგიეროდ სწორად და ზუსტად უდგება სხვისების აღზრდას. შეგვხვედრით ასეთები? ეს მშვიდობიან მდგომრეობაში მყოფი კან-ვიზუალის სცენარია. არც ცოლი, არც დედა, არც საყვარელი. თითქოსდა ეს შეუძლებელია. როგორ შეიძლება ქალს არ უნდოდეს ის რაც მისთვის ასე ბუნებრივია? როგორ შეიძლება მამაკაცთან კავშირს არ ეძებდეს? მაშ საერთოდ როგორ აღიქვამს მათ?

სქესობრივი კუთვნილების გრძნობა თითქოს დახშული აქვს. ის მამაკაცს მამაკაცად არ აღიქვამს. მის გვერდით ქალად არ ავლენს თავს, არ ეფლირტავება და მის ყურადღებას არ იქცევს… მას დანანებით უყურებენ“ რა კარგი ქალია და როგორ არ გაუმართლა, მარტო ცხოვრობს”. არ ესმით, რომ ის ამ მარტოობით არ იტანჯება, მას ბუნებამ სულ სხვა, განსაკუთრებული როლი უბოძა. იმიტომ რომ ისაა ქალი მომავლიდან.

 

“მეომარი” კან-ვიზუალი მდედრი.

მშვიდობის მდგომარებისგან განსხვავებით კან – ვიზუალის საომარი მგდომრება – ცდუნებაა. ის თან ახლდა მამაკაცებს საომარ ლაშქრობებში და დღის დარაჯთან ერთად მოწყალების დაც იყო, დაჭრილებს ჭრილობებსაც უხვევდა და საბრძოლოდაც განაწყობდა, ცეცხლთან ცეკვით კი კუნთურ მეომრებში სურვილს აღვივებდა. მათგან ყველაზე მგრძნობიარე, ბელადის მუზა და შთამაგონებელი იყო.

“მეომარი” კან-ვიზუალის ფერომონები ნებისმიერ მამრზე მოქმედებს. ეს მისი ერთ-ერთი ბუნებრივი როლითაა განპირობებული; ბრძოლის წინა ღამეს ის უცოდველ მამაკაცებს ქალის გემოს გაგების საშუალებას აძლევდა, სიკვდილის წინ ეხმარებოდა მათი პროგრამა მინიმუმის, ეაკულატის გაცემაში. ამიტომაც “მეომარი“ მდედრი მაცდუნებელია.

მშვიდობიანი ცხოვების დროს კი მისი ეს თვისება ოჯახების დანგრევის საფუძველი ხდება – მამაკაცებს აგიჟებს და ბავშვების დაბადებასა და აღზრდას საფრთხეს უქმნის. ბუნებაში ეს თავისებურად დასჯადია (მოხუცი ყნოსვა წყვილების შექმნასა და მიზიდულობას, აგრეთვე საჭირო პირების დაბადებას ადევნებს თვალს და თუ ასეთ კან-ვიზუალ პეპელას ხვება რომელიც მამაკაცებს თავგზას უბნევს ის ყნოსვური ინტრიგის ან ორალური ჭორების მსხვერპლი ხდება).

მშვიდობიანი კან-ვიზუალი მდედრი – ქალი მომავლიდან.

არსებობის შეცვლილ პირობებში, როცა მშვიდობიანი დრო საომარზე უპირატესია თვისებების მიმართულებების შეცვლის ამოცანა დადგა. გადასრჩენად კან-ვიზუალი მდედრი ცდილობს მაქსიმალურად განავითაროს თავისი ბუნებრივი თვისებები (შიშის მდგომარეობიდან ადამიანური დონის სიყვარულში გადავიდეს) და მშვიდობის კალაპოტში ჩასვას. მშვიდობის მდგომარეობაში გადასვლა, როგორც ცდუნებაზე ქვეცნობიერი უარი, პირველ რიგში მისი ფერომონული ფონის დათრგუნვაში გამოიხატება.

კან-ვიზუალი მდედრი არ ახდენს მამაკაცების დიფერენცირებას, მისთვის ყველა მამკაცია. ფლირტზე უარით, ის ყველა მამაკაცზე ამბობს უარს. არ უშვებს თავის ფერომონებს არავისთვის. აქ საშუალო მდგომარეობა არაა ის ან ყველასთვის სასურველია ან თავის ფერომონებს ყველას უმალავს. ასე ჩნდება ქალი რომელიც არაა არც დედა და არც საყვარელი. სიყვარულის მდგომარეობაში მაქსიმალურად რეალიზებული, ის არ ცდილობს თავისი გრძნობების მამაკაცთან რეალიზებას, მას ამისი ბუნებრივი მოთხოვნილება არ აქვს. მთელს თავის ემპათიას, სიყვარულს, თანაგრძნობას, საუკეთესო ლიტერატურაზე აღზრდას, ის ბავშვებს აძლევს და მათ სიკეთისა და სიყვარულის იდეალებს ჩააგონებს.

ეს მშვიდობის მდგომარეობაში მყოფი მაქსიმალურად განვითარებული კან-ვიზუალის სცენარია. მისი ვიზუალი ადამიანური დონის სიყვარულისა და თანაგრძნობის მდგომარეობაშია, კანი კი ცხოველურ სურვილებს თრგუნავს. რადგანაც ისედაც დიდი ლიბიდოთი არ გამოირჩევა, შეუძლია სულაც დათრგუნოს თავისი სექსუალური სურვილები. თავისი ვიზუალური ტემპერამენტის მთელ ძალას ბავშვების აღზრდისკენ მიმართავს. კეთილი, გულისხმიერი ბავშვების მიმართ ყურადღებიანი, აკრძალვებიასა და სასჯელების მიმართ ადექვატური, ის ყველასთვის საყვარელი ხდება.

როცა კლასში ურეთრალი მოზარდი ხვდება, ის 100% იწვის. მას კან-ვიზულაი მასწავლებელი მგზნებარედ უყვარდება. ესაა მოზარდი ურეთრალი  ბელადისთვის ბუნების  ყველაზე დიდი საჩუქარი. ის ბიჭების ხმაურიანი ჯგუფის წინამძღოლია და ჯერ კიდევ არ იცის რაში დახარჯოს ძალები, თავნება და ონავარია რომლისგანც არაერთ დედას მოუცილებია თავისი შვილი “ ნუ მეგობრობ მაგ მასთან, მაგისგან რა უნდა ისწავლო?”

ის თავის მასწავლებელზე სრულიად მამაკაცურად იწყებს ფიქრს, მიუხედავად თავისი ასაკისა და მის გავლენის ქვეშ ექცევა – და აქაა განვითარების ყველაზე დიდი საიდუმლო. აქ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოანი მომენტია. მისთვის მასწავლებელი დაუძლეველი ლტოლვის საგანია. კან-ვიზუალი ამას აუცილებლად შეამჩნევს და ასეთ მოზარდს გამოარჩევს მაგრამ არა როგორც მამაკაცს და შესაბამისად არც საპასუხო გრძნობასა და ყურადღებას არ იჩენს (ის ომის მდგომარეობაში მყოფი მაცდუნებელი არაა). მოსწავლეს გარკვეულ უკმარისობებს უქმნის უბიძგებს საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენისკენ, მის პოტენციალს ხსნის და სათანადო კალაპოტში აქცევს. მისი ვიზუალური სიყვარული და თანაგრძნობა მომავალ ბელადში გულმოწყალებას ავითარებს.

“ხვალ მთელი კლასი ექსკურსიაზე მივდივართ, მე კი ისე ვნერვიულობ, ყველას როგორ მივხედავ, მხოლოდ შენი იმედი მაქვს!” მასწავლებელი მის ხასიათს გრძნობს და მის წინამძღოლურ თვისებებს და მის ენერგიას პოზიტიური კუთხით მიმართავს, ჯგუფზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ურეთრალისთვის ყველაზე დიდი სიხარული იმის ცოდნაა რომ მთელი წამოწყების წარმატება მასზეა დამოკიდბული. ამ შემთხვევაში ჩხუბისა და ცელქობის ნაცვლად ის კლასზე ზრუნავს.

მშვიდობიანი კან-ვიზუალი მასწავლებელი მომავლის ქალია, მისი ფუნქცია ურეთრალის გულის ანთება და მისი მაქსიმალური განვითარებისკენ მიდრეკაა. ეს განსაკუთრებით კარგად ურეთრალი მამაკაცების ფონზე ჩანს, ისინი ბუნებრივად ბელადები არიან და მათი საქმეების უფრო თვალშისაცემია. საით მიყავს მას ჯოგი მომავლისკენ თუ უფსკრულისკენ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ქალს აქვს მასზე გავლენა.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/zhenshchina-iz-budushchego