ქვედა ვექტორები და ლოთობა

საერთოდ ყველა ვექტორი თვისებურად სვამს. კუნთის ვექტორიანი ლოთდება მაშინ, თუ სხვები ასწავლიან ლოთობას.

ანალის ვექტორიანი სვამს ისე როგორც ერთხელ მიეჩვევა, ანალს არ აქვს თვითკონტროლი და დისციპლინა, მაგრამ ასევე არ აქვს ზღვარს გადასვლის სურვილი, მისი ყოველი ქმედება გამომდინარეობს პირადი გამოცდილებიდან, ან მამა-პაპის დარიგებებიდან. ერთ ვექტორიან ანალს არ აქვს მიდრეკილება გალოთებისკენ. თუ ანალი ლოთდება, ეს გამოწვეულია მისი ცხოვრებისეული, ან სექსუალური არარეალიზებულობით. ის ყოველ დღე ,,გულის გადასაყოლებლად“ სვავს და შემდეგ ეს ჩვევაში გადასდის, მაგრამ ასეთი ლოთობა შინაგანი მოთხოვნილებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ გარე ფაქტორებიდან.

როგორ ლოთდებიან კანის ვექტორიანები? თვდაპირველად სმას იწყებენ მაშინ, თუ სასმელი ,,მუქთაა“, ფიქრობს რომ სასმელი უფასოდ იშოვა და თუ თვითონ არ დალევს სხვები დაულევენ, ,,გარშემო ხომ ყველანი ქურდები არიან“ (ასე ფიქრობენ კანის ვექტორიანები). ამიტომ თუ ბოთლი გახსნილია, რაღა სხვას დარჩეს და ურჩევნიათ თვითონ დალიონ. ბოლოს იმდენი მოსდით, რომ ღობის ძირში გორავენ. კანის ვექტორიან ადამიანს, ბუნებრივად შეუძლია თვითკონტროლი, მას შეუძლია თავის დანებება ყველაფრისთვის, მას შეუძლია ხანგრძლივად თავშეკავება (სექსისგანაც კი). თუ კანის ვექტორიანი გალოთდა ეს ასევე გარე ფაქტორების გამო ხდება, პიროვნული არარეალიზებულობის გამო.

ურეთრალის შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირადაა. ურეთრალური ვნება განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მაშინ როდესაც საქმე შეეხება მის დამოკიდებულებას ალკოჰოლთან, ან ნარკოტიკთან. ურეთრალის ვექტორიანი ბუნებრივად ვნებიანია, ამიტომ ყველაფერს რასაც ის აკეთებს, აკეთებს მთელი ძალით, მთელი არსებით, მთელი ენერგიით, 100% -იანი დატვირთვით. ურეთრალი თავის ენერგიას, ანალის ვექტორიანივით მთელ ცხოვრებაზე კი არ ანაწილებს, არამედ ნებისმიერ მოქმედებაში ბოლომდე იხარჯება. სწორედ ამიტომ ის მთელი ვნებით მიესწრაფვის ქალებსაც (თუ მდედრი ურეთრალია – კაცებს), მთელი ვნებით მიუძღვის ჯარს ბრძოლაში, მთელი ვნებით ომობს. მაგრამ თუ ურეთრალი გალოთდა, ასევე მთელი ვნებით ეძლევა ლოთობას, სვამს გათიშვამდე, სიკვდილამდე. თუ ის გალოთდა, ან განარკომანდა, ამაში იმდენად ეშვება, რომ მოკლე დროში ეღება ბოლო. გალოთებულ, ან განარკომანებულ ურეთრალს, პრაქტიკულად არ აქვს გამოსწორების შანსი. რატომ? იმიტომ რომ ურეთრალის ვექტორიანს ფსიქიკაში არ აქვს მუხრუჭი. ლოთობას ისიც პიროვნული არარეალიზებულობის გამო იწყებს, მაგრამ ეს ანალივით სექსუალური არარეალიზებულობის გამო კი არ ხდება, არამედ ჯგუფში ვერ რეალიზების გამო. მაგრამ ურეთრალური ლოთობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მას სხვებისგან განსხვავებით ლოთობისკენ უბიძგებს არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი ფაქტორებიც, რომელთა გამოც სიტუაცია კატასტროფულად მძიმდება. ჩვენ ვსაუბრობთ ურეთრალის ვნებაზე, რომელიც სწორი რეალიზაციის დროს მისი წამყვანი ფაქტორია, მაგრამ არარეალიზეულობის დროს მთავარი დამღუპველი ფაქტორი ხდება. როგორც გითხარით, რაც არ უნდა აკეთოს ურეთრალმა, ამას აკეთებს მთელი არსებით, მთელი ენერგიით. ურეთრალური ვექტორის სახეობრივი როლი, მისგან მოითხოვს მუდმივ მოქმედებას. წაიყვანს ჯგუფს მომავლისაკენ, დაინახავს ახალ მომავალს, ახლა მისკენ გაუძღვება ჯგუფს და ასე უსასრულოდ, რადგან თავად მომავალიც ასევე უსასრულოა. ამიტომ ურეთრალის ვექტორიანი მუდმივ მოძრაობაშია. ეს მუდმივი და კოლოსალური ფსიქიკური დაძაბულობაა, მუდმივი მოთხოვნილება – გაუძღვეს ჯოგს მომავლისაკენ. თუ ის ვერ რეალიზდება ბელადად, წინამძღოლობის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არა, ანუ ფსიქიკა დაძაბულია, მაგრამ ამ დაძაბულობას ბელადობით ვერ იხსნის და ცდილობს მის მოხსნას სასმელით. მისი ფსიქიკა მუდმივად ითხოვს უფრო მეტს, თუ ბელადია ის ჯოგს მიუძღვის უფრო და უფრო წინ, მაგრამ თუ გალოთდა სვამს უფრო და უფრო მეტს. არარეალიზებულ ურეთრალს მაინც აქვს თავისი სახეობრივი როლის შესრულების მოთხოვნილება, მაგრამ იმის გამო რომ ამის შესაძლებლობა არ აქვს, თავისი შეუსრულებელი ფუნქცია, მას თითქოს ახრჩობს და ცდილობს ეს შეგრძნება სასმელით მოიხსნას. რა თქმა უნდა ეს ურეთრალისთვის ცუდი მდგომარეობაა.