ქვედა ვექტორები კომბინაციებში

ჩვენ უკვე განვიხილეთ ზედა ვექტორების კომბინაციები, ასევე განვიხილეთ ზედა და ქვედა ვექტორების შეთავსება, კომბინაციები და სცენარები. გასარჩევი დაგვრჩა ქვედა ვექტორების კომბინაციები.

როგორც უკვე იცით ქვედა და ზედა ვექტორების სიმბიოზირება ქმნის სცენარს. რას ნიშნავს სცენარი? ესაა საყრდენი (წამყვანი) ქვედა ვექტორის და ყველაზე გამოკვეთილი ზედა ვექტორის სიმბიოზირება მრავალვექტორიან ადამიანში. ამ დროს ერთი ზედა და ერთი ქვედა ვექტორი ქმნიან წამყვან სცენარს, ამ ვექტორების შეთავსებით მიღებული თვისებები ხდება წამყვანი ამ ინდივიდისთვის. ხოლო დანარჩენი ვექტორები ვლინდებიან ძირითადი სცენარის შემავსებელ ნაწილებად.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს რომელსაც აქვს ორი ან მეტი ქვედა ვექტორი და არ ერთვის არცერთი ზედა ვექტორებიდან? როგორ კომბინირდებიან მხლოდ ქვედა ვექტორები ერთიმეორესთან და რა თავისებურებებს გვაძლევს ეს კომბინაციები სცენარის კუთხით?

როგორც წესი ამ დროს წამყვანი და საყრდენი (არსებობის შემთხვევაში) ხდება ურეთრალური ვექტორი (რადგან მისი თვისებები დომინანტურია), ხოლო ურეთრალური ვექტორის არარსებობის შემთხვევაში კანი, ან ანალი, იმის მიხედვით, თუ რომელია მეტად განვითარებული, ან რომლის თვისებებიც გაძლიერებულია ნაციონალური მენტალიტეტის, ან ოჯახური დაშენების შედეგად.

ანალ-ურეთრალი

ეს ორი ვექტორი ერთი შეხედვით თვისობრივად კონტრარულები არიან, მათი ფუნქციებიც კი წინააღმდეგობრივია. ანალური ფსიქოტიპის ფუნქცია წარსულია. წარსული ცოდნის, ფასეულობების, ტრადიციების შენახვა, დაცვა, შენარჩუნება. ურეთრალური ვექტორის არსი მომავალია, ეს კი ავტომატურად გულისხმობს წარსულის და აწმყოს რღვევას. თუ სურვილის ბუნებიდან გამომდინარე შევხედავთ, მაშინ ამ ორ ვექტორს შორის რა თქმა უნდა არსებობს წინააღმდეგობრიობა. როდესაც ამ ორი ვექტორის თვისებები ერთ ადამიანშია თავმოყრილი, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანში ფუნქციურად დევს წარსულისკენ ყურებაც და მომავლისკენ გაძღოლის სურვილიც. ანალური ვექტორი ამ ადამიანს მთელი ძალით ექაჩება უკან, წარსულისკენ. ურეთრალური ვექტორი კი ასევე მთელი ძალით წინ ითრევს, რაც ქმნის შინაგან კონტრარულობას.

თუმცა ამ წინააღმდეგობის მიღმა არის ერთი განსაკუთრებულობა, ორივე მათგანი დროის მეოთხედის ვექტორია (ერთი მეოთხედის ვექტორები კი გარეგნული განსხვავების მიუხედავად ერთმანეთს იდეალურად ავსებენ), წარსული და მომავალი დროის ღერძზე ერთიან დროის ხაზს ქმნის. ხოლო ამ ორი ვექტორის ერთ ადამიანში სიმბიოზირება იძლევა უნიკალურ ფსიქიკას, რომელსაც აქვს როგორც ჯგუფის მომავლის დანახვის, ისე წარსულის გამოცდილების გათვალისწინების უნარი.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ურეთრალური ვექტორი დომინანტია და მისი სურვილები დომინირებს ყველა სხვა ვექტორის სურვილზე (გარდა სმენისა). ამიტომ როდესაც ერთ ადამიანს აქვს ორივე ვექტორი (ანალური და ურეთრალური), ეს ადამიანი უმეტესად თავს ავლენს როგორც ურეთრალი, ხოლო ანალური ვექტორის სურვილები ვლინდება როგორც შემავსებელი ფაქტორი. მაგალითად ეს იქნება ურეთრა, რომელიც უკანმოუხედავად კი არ მიდის წინ, არამედ ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებასაც.

სწორი განვითარებისას, ანალ-ურეთრალები არ არიან ერთვექტორიანი ურეთრალებივით აწყვეტილები, ანალური ვექტორი მათ აძლევს სიდინჯეს, ინფორმირებულობას და წარსულის გამოცდილების გათვალისწინების უნარს. მეორე მხრივ ურეთრალური ვნების წყალობით, ანალური ვექტორი ახერხებს საკუთარი თვისებების მაქსიმუმამდე განვითარებას. ანალური ნებისყოფა და ურეთრალური მიზანსწრაფულობა, ამ კომბინაციის მატარებელ ადამიანს რეალიზაციის განსაკუთრებულ პოტენციალს აძლევს.

თუმცა თუ ურეთრალური ვექტორი ვერ განვითარდა, ან ბავშვობაში გადაჭარბებული ზეწოლის გამო მოხდა ამ ვექტორის დათრგუნვა, ამ დროს საყრდენი ვექტორი ურეთრალურიდან ანალურ ვექტორზე გადადის. ძირითადად ეს ხდება მაშინ, როდესაც ანალ-ურეთრალს ყავს ანალის ვექტორიანი მამა სადისტური ტენდენციებით. ასეთი ანალი მამრი ავტორიტეტებით აზროვნებს, მისთვის მიუღებელია შვილის ურეთრალური მოუთოკავობა და ავტორიტეტებისადმი უპატივცემულობა. ამ დროს იწყება ჭიდილი: ურეთრალი – ქედმოუხრელია, ანალი – გაუტეხელი. ისინი ერთმანეთს ისე ეტაკებიან, როგორც ქვა და რკინა. ამ დროს ვირებთ ორი შესაძლო სცენარიდან ერთერთს: 1. ანალ-ურეთრალი კიდევ უფრო აწყვეტილი ხდება, ის მთლიანად თრგუნავს საკუთარ თავში ანალურ თვისებებს, თუმცა გადამეტებული აწყვეტილობის გამო, ვეღარ ახერხებს გახდეს სრულფასოვანი ბელადი. 2. სადისტური ტენდენციების მატარებელი ანალი მამა, ახერხებს შვილში ურეთრალური თვისებების გასრესას. ამ დროს ანალ-ურეთრალ ბავშვში საყრდენი იცვლება და გადადის ანალურ ვექტორზე. ურეთრალური ვექტორი კი მთლიანად განუვითარებელი რჩება. ასეთი ანალ-ურეთრალი მთელი ცხოვრება ერთვექტორიანი ანალივით იქცევა, თუმცა მუდმივად აწუხებს აუვსებელი ურეთრალური თვისებები.

ანალ-ურეთრალის კომბინაციაში შეგვიძლია დავაკვირდეთ ძალზე იშვიათ, მაგრამ არსებულ მოვლენას: ესაა შემთხვევა, როცა დაბალ ტემპერამენტიანი ანალ-ურეთრალი, არის მაღალტემპერამენტიანი ანალების ჯგუფში. ამ დროს აღმოჩნდება, რომ ადამიანს, რომელიც თავს ბელადად შეიგრძნობს, არ აქვს საკმარისი ძალა, რომ თავისზე გაცილებით მარალტემპერამენტიან ანალებთან ბელადობა შეძლოს. ამიტომ ანალ-ურეთრალს ეცვლება საყრდენი ვექტორი და წამყვანი ურეთრალური ვექტორიდან, საყრდენი ჩამოდის არა დომინანტ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში უფრო გამოსადეგ ანალურ ვექტორზე. ეს რა თქმა უნდა უცნაური ანალის ვექტორიანი იქნება, არც ისე ჩვეულებრივი, რომ შეხედავთ მის ქცევაში ბევრი რამ გაუგებრად მოგეჩვენებათ. მაგრამ თუ წარმოიშვა სტრესული სიტუაცია, განსაკუთრებით ისეთი რომელიც სიცოცხლისთვის სარისკო და სახიფათოა, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივი რეაქცია და არ არსებობს სხვა გამოსავალი… ასეთ დროს ის მყისიერად რეაგირებს და აჩვენებს ნამდვილ ურეთრალურ ქმედებას. გარეგნულად ისევ ანალი ჩანს, მაგრამ შინაგანად ურეთრალი არსად არ წასულა და საფრთხის დროს სულ სხვა სიმძლავრესა და რეაქციის სისწრაფეს ავლენს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველა ანალის ვექტორიანში ასე არ მუშაობს და თუ ურეთრალური ვექტორი არ გაქვთ, ის ვერც სტრესის და ვერც სხვა შემთხვევაში თქვენში არ გამოჩნდება. ხოლო თუ ურეთრალური ვექტორი გაქვთ, ის მაშინაც შესამჩნევია, როდესაც საყრდენი სხვა ქვედა ვექტორზეა გადასული.