ქვემენტალიტეტი და მიკრომენტალიტეტი

მენტალიტეტის შესახებ ლექციაში ვისაუბრეთ თუ რა არის მენტალიტეტი. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ მენტალიტეტი არის ამა თუ იმ ვექტორის ფასეულობა, რომელიც გავრცელებულია ნაციონალურ დონეზე ერთგვარი კულტურული ზედნაშენის სახით. რაც განაპირობებს ეთნო-კულტურულ, მორალურ თუ ნაციონალურ თავისებურებებს.

მენტალიტეტზე საუბრისას და მისი სიღრმისეული გაგებისთვის საჭიროა განვიხილოთ ისეთი ცნებები, როგორებიცაა ქვემენტალიტეტი და მიკრომენტალიტეტი.

ქვემენტალიტეტი

რა არის ქვემენტალიტეტი? ქვემენტალიტეტი ეს არის ნაციონალური მენტალიტეტის შიგნით, შედარებით მცირე სივრცეში აღმოცენებული მენტალური ზედნაშენი. მაგალითად: საქართველო მკაფიოდ გამოხატული ანალური (უფრო ზუსტად კუნთ-ანალ-სმენური) მენტალიტეტის ქვეყანაა (ახლო მომავალში ქართულ მენტალიტეტზე აუცილებლად შემოგთავაზებთ ცალკე ლექციას), მაგრამ მის ზოგიერთ რეგიონში (იმერეთი და სამეგრელოს ნაწილი), ვხვდებით კანური მენტალიტეტის მკაფიო ნიშნებსაც.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მენტალიტეტის მიუხედავად, ქვეყნის დედაქალაქში გავრცელებულია ვიზუალური ქვემენტალიტეტი. რა თქმა უნდა ქვეყნის მენტალიტეტზე დომინიონი ვექტორის ფასეულობები ქვემენტალიტეტზეც ვრცელდება, მაგრამ ქვემენტალიტეტი ასევე გულისხმობს, რომ გარდა ნაციონალურ მენტალიტეტში გავრცელებული ფასეულობებისა, რაღაც შედარებით ვიწრო მასშტაბში, ასევე ვხვდებით სხვა ვექტორის მენტალურ დანაშენსაც. ამის კარგი მაგალითია თბილისი. თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ანალური მენტალიტეტი საკმაოდ აშკარადაა შესამჩნევი, მაგრამ გარდა ამისა, ვხვდებით ვიზუალურ ქვემენტალიტეტსაც, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის ცენტრალურ უბნებში და ვლინდება როგორც რეგიონალური სნობიზმი. მაგალითად: ,,ნამდვილი“ თბილისელები და ჩამოსულები (როგორც ,,წმინდა თბილისელობის შემბღალავები“), არათბილისელებისთვის ,,სოფლელების“ იარლიყის მიწებება და ა.შ. შედარებით უკეთეს შემთხვევაში ვიზუალური ქვემენტალიტეტი შეიძლება თავს იჩენდეს შედარებით მაღალი კულტურულ-მორალური დონის ხაზგასმაში.
ქვემენტალიტეტები ასევე ხშირად ფორმირდება შედარებით მიყრუებულ რეგიონებში, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ ნაწილს მოწყვეტილნი არიან. აქ ყალიბდება საკუთარი, დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებული ქცევის წესები. თუ ქვეყნის ძირითადი ნაწილიდან ამ რეგიონში მოხვდებით, თავის სხვა პლანეტაზე გეგონებათ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქვემენტალიტეტები თავისი ჩაკეტილობის გამო, როგორც წესი ანალური, ან კუნთურია (შესაძლებელია კუნთ-ანალურიც).
თუ თქვენ კარგად ხართ გაცნობილი მეკობრეობის ისტორიას, ალბათ დააკვირდებოდით, რომ მეკობრეებს შორის გავრცელებული იყო ურეთრალური ქვემენტალიტეტი. მათში მოქმედებდა ე.წ. ,,სანაპირო ძმობის“ კანონები, სადაც განსაზღვრული იყო, ვის რა დამსახურებისთვის რა წილი ერგებოდა. ეს არ იყო კანური სტანდარტიზაცია – ხელფასი ყველას თანაბრად, ან თანამდებობისამბრ. არ იყო არც ანალური ,,წმინდა სისხლი“ – ცისფერსისხლიან არისტოკრატს მეტი ეკუთვნის, ის ,,წმინდა გვარისაა“. არა, ეს იყო ნამდვილი ურეთრალური კანონი – აუცილებელი საარსებო წილი ყველას, რანგის წილი კაპიტანს, ხოლო შემდეგ ყველას დამსახურებისამებს.

მიკრომენტალიტეტი

რა არის მიკრომენტალიტეტი? მიკრომენტალიტეტი ეს არის ნაციონალური მენტალიტეტის შიგნით, გაცილებით მცრე სივრცეში, მაგალითად კონკრეტულ ოჯახში, საგვარეულოში, უბანში, სამეგობროში, ოფისში და ა.შ. გავრცელებული მენტულირი ზედნაშენი. მიკრომენტალიტეტს შეიძლება შეხვდეთ ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით.
ქვემენტალიტეტისაგან განსხვავებით, ნაციონალური მენტალიტეტი მიკრომენტალიტეტში შესაძლოა საერთოდ არ იყოს შენარჩუნებული, ან პრაქტიკულად არ ახდენდეს მასზე გავლენას.
უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი: 1. სმენის ვექტორიანების ჯგუფმა შექმნა სამეგობრო, რომლის მიზანიცაა იმსჯელონ სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე. ჯგუფსი ყველა თუ არა უმეტესობა მაინც სმენის ვექტორიანია, ამ ჯგუფის შიგნით (ნაციონალური მენტალიტეტის, ან რეგიონული ქვემენტალიტეტის მიუხედავად) გავრცელებულია სმენურ ფასეულობებზე აწყობილი ურთიერთობები, დამოკიდებულებები და ა.შ. სმენური მიკრომენტალიტეტი გავლენას ახდენს ამ მოკრომენტალიტეტში მოხვედრილ ნებისიერ ადამიანზე, მაშინაც კი, თუ მას საერთოდ არ აქვს სმენის ვექტორი. 2. განვიხილოთ დიდი ოჯახი, რომელშიც ყველას აქვს ვიზუალური ვექტორი. ამ ოჯახის შიგნით გავრცელებულია ვიზუალური ფასეულობები, ვიზუალის ქცევის წესები და ა.შ. ამ დროს ერთი კონკრეტული ოჯახის შიგნით ყალიბდება მიკრომენტალიტეტი, რომელიც გავლენას ახდენს მათზეც, ვისაც ამ ოჯახთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს. ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვს (ნაციონალური მენტალიტეტის გარდა), უპირობოდ ექნება ვიზუალური მიკრომენტალიტეტის გავლენა, მაშინაც კი, თუ მას ვიზუალური ვექტორი საერთოდ არ აქვს.
მიკრომენტალიტეტი ყველაზე ხშირად ხდება ინდივიდზე ვექტორის დაშენების მიზეზი. თუმცა ვექტორის დაშენება შეიძლება მოხდეს სხვა მიზეზებითაც (ნაციონალური მენტალიტეტის, რეგიონული ქვემენტალიტეტის, ავტორიტეტული ინდივიდის და ა.შ.).

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე