ქვეცნობიერის მირაჟი. შიშებსა და ფობიებზე.

შიშის გამოხატვის ფორმები

ჩვენ ყველა სხვა და სხვა ფორმით გამოვხატავთ შიშს. ვიღაცისთვის ძალზე უსიამოვნოა ობობის დანახვა – ვიღაც პანიკაში ვარდება და კივილით გარბის. ამიტომ მკურნალობისთვის აუცილებელია დავადგინოთ არა მარტო მიზეზი, არამედ შიშის ფორმაც.
ფობიები. ეს არაა შიშის ზუსტი სინონიმი. სამეცნიერო განსაზღვრებით ფობია – ესაა ირაციონალური, უკონტროლო შიში, რომელიც მწვავდება განსაზღვრულ ვითარებაში. მაგალითად, კლაუსტროფობი ჩვეულებრივ თავს გრძნობს ნორმალურად, მაგრამ საკმარისია აღმოჩნდეს ჩაკეტილ სივრცეში და შეტევა იწყება.
-თავს მოხვეული მდგომარეობა. მოიაზრება როგორც ფიქრები, ასევე მოქმედებები. მაგ: ადამიანი ფიქრობს, რომ შესაძლოა დაავადდეს შიდსის ინფექციით და ამის გამო ათ წუთში ერთხელ იბანს და დეზინფექციას იკეთებს ხელებზე. ასეთი მდგომარეობა ხელს უშლის ადამიანს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს.
-პაიკის შეტევები. მოულოდნელად წარმოიშობა დისკომფორტის, შიშის შეგრძნება, რომელსაც თან სდებს გართულებული სუნთქვა, მოგუდვის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა და თავბუსხვევა. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი ხდება სპეციალისტის დახმარება.
ჩვენ ჩამოვთვალეთ შიშის გამოვლინების ფორმები. ისინი ხელს გვიშლის სრულფასოვნად ვიცხოვროთ. მათგან აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ.
როგორ დავაღწიოთ თავი შიშს დამოუკიდებლად
თუკი თქვენ გრძნობთ, რომ შიში რომელსაც განიცდით ნორმალურ პირობებში არსებობისას, არ საჭიროებს განსაკუთრებულ კლინიკურ ჩარევას – ესე იგი თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ განთავისუფლდეთ მისგან.
მაშ ასე, თქვენთვის უკვე ცნობილია თქვენი შიშის მიზეზი, ბუნება და გამოხატვის ფორმები. ისღა დაგრჩენიათ აირჩიოთ შიშის დაძლევის მეთოდი და რეალიზება გაუკეთოდ მას.